კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 კაკლის უღელი – მასტოპათიის, შაქრიანი დიაბეტის, პანკრეატიტისა და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


კაკლის უღელი განსაკუთრებული სამკურნალო ეფექტით გამოირჩევა, ის შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს, ვიტამინებს, მათ შორის C, P, B1, ბეტა-კაროტინსა და იუგლონს.
კაკლის უღელს ახასიათებს მიკრობების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, შემკვრელი მოქმედება, აძლიერებს ორგანიზმს, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები. მასში დიდი რაოდენობითაა იოდი, ამიტომ ადამიანის ორგანიზმში იოდის დეფიციტის შესავსებად კაკლის უღელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. იოდის ნაკლებობა კი, შესაძლოა, ისეთი დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს, როგორიცაა ბაზედოვის დაავადება (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი), ჩიყვი, მასტოპათია, ადენომა, მიომა, იმუნიტეტის დაქვეითება.
კაკლის უღლისგან სპირტზე ამზადებენ ნაყენს, რომელიც კარგია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა რადიკულიტი და ტკივილი სახსრებში, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება, თავის ტკივილი, ნევროზი. გარკვეული რეცეპტით მომზადებულ ნაყენს ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. ის ეფექტურია ჭრილობების, ნაკაწრების დამუშავებისა და კანის სხვა დაავადებების დროს, ასევე კონიუნქტივიტის, თვალის სხვა, ინფექციებით გამოწვეული დაავადებების დროს.
ნაყენის მიღება არ შეიძლება, თუ ადამიანს აქვს ურტიკარია (ჭინჭრის ციება), მწვავე გასტრიტი, ასევე, არ არის რეკომენდებული ეგზემისა და ნეიროდერმიტის დროს, კვინკეს შეშუპების (ანგიონევროზული შეშუპება) დროს.
კაკლის უღლის ნაყენი ადვილად მზადდება. ამისთვის იყენებენ სპირტს ან არაყს.
 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისთვის გამოიყენება სპეციალური ნაყენი: დაქუცმაცებულ კაკლის უღელს დაასხით არაყი და ერთი კვირა გააჩერეთ. მიღების წესი: 5 წვეთი ნაყენი ცოტაოდენ წყალში გახსენით და მიიღეთ დღეში ერთხელ, ჯობია – უზმოზე. მკურნალობის კურსი, როგორც წესი, 21 დღიდან სამ თვემდე გრძელდება.
პანკრეატიტის სამკურნალოდ: სამი საშუალო დესერტის კოვზი კაკლის უღლისა და 150 გრამი არყის ნარევი შვიდი დღის განმავლობაში მინის ჭურჭელში გააჩერეთ. მისი მიღების მინიმალური ვადაა 14 დღე, ხოლო მაქსიმალური – სამი თვე. მიღების წესი: 5 წვეთი ნაყენი გახსენით მეოთხედ ჭიქა წყალში და დალიეთ უზმოზე.
ონკოლოგიური დაავადებების დროს. 25 კაკლის უღელი მოათავსეთ ჭურჭელში (არ უნდა იყოს ლითონის ჭურჭელი), დაამატეთ 70-პროცენტიანი 200 მილილიტრი სპირტი. ერთი კვირა გააჩერეთ ისეთ ადგილზე, სადაც მზის სხივი არ მოხვდება. ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით 15–20 წვეთი ნაყენი და მიიღეთ დღეში სამჯერ.
მასტოპათიის სამკურნალოდ: 30 კაკლის უღელი მოათავსეთ გაუმჭვირვალე ჭურჭელში, დაასხით 150 გრამი არაყი. ნაყენი გააჩერეთ 10 დღე. მიღების წესი: ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად, დღეში ერთხელ მიიღეთ წყალში გახსნილი 15 წვეთი ნაყენი.
ათეროსკლეროზის, გულის არითმიის დროს: ქილა გაავსეთ კაკლის უღლით, დაასხით არაყი ისე, რომ უღელი დაიფაროს. შვიდი დღის განმავლობაში შეინახეთ ბნელ ადგილზე. მიღების წესი: გახსენით 30 წვეთი ნაყენი 200 გრამ წყალში და მიიღეთ დღეში ერთხელ.
რადიკულიტის სამკურნალოდ: მინის ჭურჭელში მოათავსეთ დაახლოებით 40 გრამი კაკლის უღელი, დაამატეთ 100–150 გრამი არაყი. გააჩერეთ ორი კვირა. შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე.
უძილობის, ნევროზების სამკურნალოდ: დაახლოებით 40 გრამი კაკლის უღელი აურიეთ 250 გრამ არაყში. გააჩერეთ ორი კვირა, შემდეგ მიიღეთ დღეში სამჯერ 25–25 წვეთი.
ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ: 200–250 გრამ კაკლის უღელს დაასხით 500 გრამი არაყი. ნარევი გააჩერეთ ორი კვირა. მიღების წესი: სამჯერ დღეში – 30–30 წვეთი.
კუჭის წყლულის დროს, ერთ ლიტრ 40-პროცენტიან სპირტში მოათავსეთ 200 გრამი კაკლის უღელი. გააჩერეთ კარგად დახურულ ჭურჭელში, ბნელ ადგილზე 21 დღე.. მიიღეთ დღეში ერთხელ სადილის კოვზით.
საშვილოსნოს ფიბრომიომის დროს, აურიეთ 25 კაკლის უღელი და 70-პროცენტიანი სპირტი მუქი ფერის, გაუმჭვირვალე ჭურჭელში, გააჩერეთ 7 დღე. მიიღეთ 30 გრამ წყალში გახსნილი 15-15 წვეთი დღეში სამჯერ, ორი თვის განმავლობაში.
 კაკლის უღელი დაგეხმარებათ ისეთ სერიოზულ დაავადებასთან ბრძოლაში, როგორიცაა დიაბეტი.
მომზადების და მიღების წესი: 2 სადილის კოვზ კაკლის უღელს დაასხით არაყი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში. მიიღეთ 2 სადილის კოვზ წყალში გაზავებული 5-6 წვეთი ყოველდღიურად. მკურნალობის კურსი შესაძლოა, გაგრძელდეს 3 კვირიდან 3 თვემდე, მისი შედეგების კონტროლს კი სისხლის ანალიზის მეშვეობით შეძლებთ.

ფსორიაზის, ოსტეოქონდროზის, ქალური დაავადებებისა და ნერვული სისტემის მკურნალობა
ქრისტესისხლას სათანადო ცოდნითა და სიფრთხილით გამოყენების შემთხვევაში, მრავალი დაავადებისგან განკურნება შეიძლება. მას აქვს ანტისეპტიკური,
სიმსივნის საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, სოკოს საწინააღმდეგო, ჭრილობის შეხორცების, სპაზმოლიტური, ნაღველ და შარდმდენი, ამოსახველებელი მოქმედება.
ამ მცენარით მკურნალობენ კანის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ფსორიაზი, მუნი, გამონაყარი, მეჭეჭები, მიკოზები, ეგზემა, დამწვრობა, ჭრილობები, წყლულები; ყელ-ყურ-ცხვირისა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს: გაციება, ბრონქიტი, ტრაქეიტი, ლარინგიტი, ანგინა, პნევმონია, ასთმა, ტუბერკულოზი, ყივანახველა; სახსრების დაავადებებს: რევმატიზმი, რადიკულიტი, პოდაგრა, ოსტეოქონდროზი, ართრიტი და ართროზი; ნერვული სისტემის დაავადებებს: თავის ტკივილები, შაკიკი, ნევროზები; საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებს: გასტრიტი, კუჭის წყლული, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი, ენტეროკოლიტი; ქალურ დაავადებებს: ვაგინიტი, კოლპიტი, ცერვიციტი, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია.
გარდა ამისა, ქრისტესისხლას იყენებენ ტკივილის შესამსუბუქებლად (კბილის, მენსტრუალური, სახსრების) და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების შესაჩერებლად. ამ მხრივ, ქრისტესისხლას შესწავლა გრძელდება, რადგან დაადგინეს, რომ მისი ნაყენი მეტასტაზების გავრცელებას აბრკოლებს.
ქრისტესისხლას ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილსა და მადას. 7 დღის განმავლობაში მისი რეგულარული გამოყენების შემდეგ საჭიროა ორდღიანი შესვენება. ნაყენის სმის პერიოდში რეკომენდებულია დღეში ერთი სადილის კოვზი გახეხილი სტაფილოს მიღება. ნაყენის მომზადება: ჩაყარეთ 500-გრამიან ქილაში ახალდაკრეფილი ბალახი, იმდენი, რომ ქილა სანახევროდ გაივსოს; დაასხით მდუღარე წყალი და დაახურეთ თავსახური. თუ ნაყენის მოსამზადებლად გამხმარ ბალახს გამოიყენებთ, ნედლეულმა მეოთხედი ქილა უნდა შეავსოს. გაცივების შემდეგ ნაყენი მზადაა. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, 100 მილილიტრი, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. ნაყენს მუქი ფერი და მწარე გემო აქვს. ნაყენი შეიძლება, ზამთრისთვისაც შეინახოთ. ამისთვის ზემოთ აღწერილი მეთოდით გამოწურულ ერთ ლიტრ წვენს უნდა დაასხათ 500 მილილიტრი არაყი ან 250 მილილიტრი სპირტი. ქრისტესისხლას ნაყენის ჭინჭარსა და გულყვითელასთან კომბინაცია აფერხებს მეტასტაზების ზრდა-განვითარებას. ამ მიზნით თანაბარი რაოდენობით იღებენ სამივე ბალახს, აქუცმაცებენ, ერთმანეთში ურევენ და ერთ სადილის კოვზ ნარევს ყრიან თერმოსში, ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 1-2 საათით აჩერებენ. ნახევარ ჭიქა ნაყენს დილით, უზმოზე იღებენ, ნახევარს კი – ვახშმამდე ერთი საათით ადრე.
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თორმეტგოჯა ნაწლავის, შარდის ბუშტის დაავადებებისას: 1 ჩაის კოვზ მშრალ ნედლეულს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი 5–7 დღეა.
ოსტეოქონდროზისა და რევმატიზმის დროს: აიღეთ ნახევარი ჭიქა ქრისტესისხლას წვენი, შეურიეთ ერთ ჭიქა სპირტს ან არაყს, გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. აიღეთ დოლბანდი და გაიკეთეთ კომპრესი, შეიხვიეთ თბილი შარფით. შეგიძლიათ, მთელი ღამე გაიჩეროთ.
ფსორიაზის სამკურნალოდ: თუ დაზიანების ადგილი მცირეა, უნდა წაისვათ ყოველდღე, დილითა და საღამოს ქრისტესისხლას ახლადგამოწურული წვენი. მკურნალობის კურსი 10-14 დღეა. თუ ფსორიაზმა კანის დიდი მოცულობა დააზიანა, ამდენივე დღის განმავლობაში იღებენ აბაზანას: 3 ლიტრ მდუღარე წყალს ასხამენ 25 გრამ დაჭრილ მცენარეს, ხარშავენ და აცდიან შეგრილებას კომფორტულ ტემპერატურამდე.
ფსორიაზისთვის ძლიერი საშუალებაა ქრისტესისხლას ფესვის ნახარში. მას ჯერ აჩერებენ ცხელ წყალში, დარბილებამდე, შემდეგ ადუღებენ ნახევარი საათი, აციებენ, წურავენ და სტერილური დოლბანდით დამზადებულ საფენებს დაზიანებულ ადგილებზე 2-3 საათით იდებენ.
მეჭეჭებისა და პაპილომების მოშორება ქრისტესისხლას ახლად გამოწურული წვენისგან შეიძლება. წვენს ყოველ 2-3 საათში ერთხელ ისვამენ. მეჭეჭების გარშემო კანს კი ბავშვის კრემით იცავენ.
პროსტატის ადენომის დროს მწვავე ანთებითი პროცესის დასაბლოკად ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ ნახევარ ჭიქა წყალში გახსნილი ქრისტესისხლას ორი სუფრის კოვზი წვენი. მიიღეთ ხშირად, როდესაც მოგიხერხდებათ.
ეგზემისთვის: 20 გრამი მშრალი, დაქუცმაცებული მცენარე ემალის ქვაბში მოათავსეთ. დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახური და დადგით წყლის აბაზანაზე, დაახლოებით, 15 წუთი. შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და გადაასხით მინის ჭურჭელში, რომელსაც თავი კარგად ეხურება. ნახარშის შენახვა ორ დღეზე მეტხანს არ შეიძლება. მიღებული ნახარში სხეულის დაავადებულ ნაწილებზე წაისვით.
ართრიტისა და ართროზის დროს: თუ სახსარში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, მკურნალობისთვის კატეგორიულად არ შეიძლება ცხელი სპირტიანი კომპრესების გამოყენება. მაგრამ კარგია  2-3-საათიანი საფენების დადება სპირტისა და ქრისტესისხლას წვენის ნარევით.
კიბოს მკურნალობისთვის: აიღეთ 1 სუფრის კოვზი მშრალი და დაქუცმაცებული ქრისტესისხლა, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი (თერმოსში), გააჩერეთ 1–1,5 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ ორი სუფრის კოვზი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
რადგან ქრისტესისხლა შხამიანია, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ბავშვებმა და ორსულებმა.


ლეღვი და ლეღვის ჩირი თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

ლეღვის ნაყოფი ნაზია, დიდხანს არ ინახება, ის შეიცავს შაქარს, პექტინოვან ნივთიერებებს, უჯრედისს,  მჟავებს, მდიდარია C, B1, B2 ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით, ცხიმებით, შეიცავს ფერმენტებს – ციზინს, ფიცინს. ლეღვს იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (ჩირი, მურაბა, ჯემი, კომპოტი). მშრალი ლეღვის კალორიულობა მაღალია – შეიცავს 50-77 პროცენტ შაქარს. ლეღვი რეკომენდებულია ტაქიკარდიისა და თრომბოზებისადმი მიდრეკილების მქონე პირთათვის, ასევე, ანემიებითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის. ლეღვი სასარგებლოა ბრონქული ასთმის დროსაც
ლეღვი ავლენს ანტიმიკრობულ, ნახველის დამარბილებელ, ამოსახველებელ, კუჭის შემკვრელ, მსუბუქ სასაქმებელ, შებერილობის საწინააღმდეგო, საერთო გამაგრილებელ თვისებებს. იყენებენ სავლებად ანგინის, ხიხინის, ხველების, ბრონქიტის დროს.
ლეღვის მშრალი ფოთლების ნახარში კარგია ენტერიტის, ენტეროკოლიტის დროს და ხველებისას. ხოლო მისი ფოთლებისა და ჭინჭრის ნახარში გამოიყენება დიზენტერიისას.
გამომშრალ ლეღვს დაასხით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელში. ჭურჭელი შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 30 დღე. ამის შემდეგ შეგიძლიათ, გამოიყენოთ.
 მიირთვით ერთი გამომშრალი ლეღვი უზმოზე – ის დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაძლიერებასა და იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც უკვე გაწუხებთ. შეუდარებელი სასარგებლო თვისებები აქვს ზეთით გაჟღენთილ ლეღვს.
ლეღვით მკურნალობენ მოწამვლებს, რადგანაც ის ხელს უწყობს კუჭის მოქმედების ნორმალიზებას, აქტიურად ასტიმულირებს ღვიძლსა და თირკმელებს. ლეღვი სასარგებლოა ანგინის დროს. ამისთვის ის ცხელ რძეში უნდა მოხარშოთ. დაახლოებით 5-6 ცალი ლეღვი ორ ჩაის ჭიქა რძეში ადუღოთ იმდენ ხანს, რომ ნახევარზე ცოტა ნაკლები რძე აორთქლდეს. მეოთხედი ჭიქა ნახარში ყლუპ-ყლუპად უნდა მიირთვათ დღეში რამდენჯერმე. ყელის ტკივილი უმალ დაგიამდებათ და ხმის ჩახლეჩაც უკან დაიხევს. აღნიშნული საშუალება ხსნის ხველას, აქვს, აგრეთვე, სიცხის დამწევი  მოქმედება. მშრალი ხველის დროს აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე და მასში 4 ცალი მწიფე ლეღვი მოხარშეთ. ამის შემდეგ ნაყოფი კარგად გასრისეთ და მიირთვით თბილ-თბილი, სამ ჯერზე.
ლეღვის ფოთლის რძე ასევე საკმაოდ ეფექტური შხამსაწინააღმდეგო და ანტიბიოტიკია. დადებითად მოქმედებს მორიელის ან ობობის დაკბენილზე. ლეღვის ფოთლის რძე ნაზად წაისვით იმ ადგილებში, სადაც ნაკბენი გექნებათ. ლეღვის რძე ძალიან ეფექტურია ხელის თითებზე ამოსული მეჭეჭებისთვის.
მცენარის მწიფე ნაყოფი მდიდარია კალიუმით, რომლის ნაკლებობაც ორგანიზმში ჩონჩხისა და გულის კუნთის მუშაობის დარღვევებს განაპირობებს. კალიუმის მწვავე დეფიციტმა შესაძლოა, მწვავე ნევრალგიას მისცეს დასაბამი.
ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი კლავს წყურვილს და გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა, ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს, გადიდებული ელენთის დაპატარავებას.
ლეღვის ჩირი ცნობილია თავისი სასარგებლო, სამკურნალო თვისებებით და ამასთანავე, ძალიან გემრიელია.  გამომშრალი ლეღვი დიდი რაოდენობით შეიცავს უჯრედისს. მასში გაცილებით მეტი რკინა შედის, ვიდრე ვაშლში. ჩირში შემავალი ეთერზეთები ხელს უშლის სისხლის შედედებას. თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, მიიღეთ დღეში 1 ცალი ლეღვის ჩირი.
ლეღვში უხვადაა რკინა. მისი უგემრიელესი ნაყოფი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ლეღვის სიროფი შესანიშნავი საფაღარათო საშუალებაა. უმნიშვნელო ჭრილობების შესახორცებლად, ნახეთქებისა და სიმსივნური წარმონაქმნების დასარბილებლად  გამოიყენება მწიფე ნაყოფის ფაფა. ამ უნიკალური თვისებების გამო, იაპონელმა სწავლულებმა ლეღვისგან სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს.скачать dle 11.3