კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ აგდებენ ადამიანები ერთმანეთს ცოდვაში და როდის ხდება სიყვარული საეშმაკო და არა მაცხონებელი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

დღეს ხშირად საუბრობენ მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობაზე, ასევე, იმაზე, თუ რატომ ვერ ხედავენ ადამიანები თავის ცოდვილ მდგომარეობას და რატომ ვერ ხვდებიან, რა არის მათი ცხოვრების მიზანი. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– მრევლი მთავარი საზრუნავია მოძღვრისა. როგორიც არის მოძღვარი, ისეთია მისი მრევლი. მაცხოვარი გარკვევით ბრძანებს: „ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“. მაცხოვრისგან უნდა ვისწავლოთ სიმშვიდე, სიმდაბლე, სიყვარული. მან ხომ მაწაფეებს მეგობრები უწოდა და სიმდაბლით ფეხები დაბანა! ყველაზე წინ უფალი მოძღვრის ქცევაში სიკეთეს წარმოაჩენს. შეიძლება‚ მოძღვარი იყოს განათლებული, კარგი მქადაგებელი, მლოცველი, მაგრამ, არ იყოს კეთილი, არ ესმოდეს სიკეთის არსი. არადა, მაცხოვარი მოძღვრისგან‚ უპირველეს ყოვლისა‚ მოითხოვს, რომ იყოს სიკეთის ნიმუში, რაც მრევლისთვის სამაგალითო და მისაბაძი გახდება. სული იმდენად მძიმეა, რომ ერთ ადამიანს უჭირს მისი ტარებაო. მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა ამ ტვირთის შემსუბუქებაა და, არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგჯერ მრევლიც ეხმარება მოძღვარს სულიერი და ხორციელი ტვირთის შემსუბუქებაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე დიდი ცოდვა – შიშია, ყველაზე დიდი შეცდომა – უიმედობა, ყველაზე დიდი სისუსტე – სიძულვილი, ყველაზე დიდი სიმდიდრე – ჯანმრთელობა, ყველაზე დიდი ჯილდო – სიყვარული, ყველაზე საშიში კაცი კი – მატყუარა. არ არის სასურველი გამოუცდელ ადამიანებთან გულახდილი საუბარი; არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ვინმე უცხოსავით დაგიწყებთ ყურებას, როდესაც მათ რაღაცას ვერ ეუბნებით, რადგან, ისინი სხვანაირად აზროვნებენ. ცოდვა ხშირად სწორედ ფიქრის დროს იბადება, ეს კი განსაკუთრებით ლოცვის დროს ხდება. ხშირად ადამიანს სწორედ ასეთ დროს მოსდის მაცდური ფიქრები, რომელთაგან გაშორებაც ძალიან უჭირს და შემდეგ მათ ხშირად ქმედებაში ახორციელებს. როგორც ანტონი დიდი ამბობს: შეიძლება, შენ გქონდეს სარწმუნოება, მაგრამ, სულიერად თუ კარგად არ გაიაზრებ, შეიძლება, შენი სარწმუნოება არ იყოს ისეთი, როგორიც უფალს სურს; შეიძლება, გქონდეს სიყვარული, მაგრამ, ეს სიყვარული იყოს მშვინვიერი, დროებითი, ადამიანური, საეშმაკო და არ იყოს მაცხონებელი...  ნურასდროს იკამათებთ და ნუ მოჰყვებით თავის დაცვასა და მართლებას. უნდა იყოთ გულწრფელნი და გულით, სიყვარულით მიიღეთ დარიგება, შენიშვნები და მხილება სხვათაგან, თუნდაც, ძალიან ჭკვიანი იყოთ. არ უნდა იყოთ მოძულეები, შურიანები და ზედმეტად მკაცრები სიტყვასა და საქმეში. რაც თქვენთვის არ გსურთ, იმას სხვას ნუ გაუკეთებთ და, რაც გინდათ, რომ სხვებისგან მიიღოთ: ის თავად გაეცით.
– რატომ ვერ ხედავენ ადამიანები საკუთარ ცოდვილ მდგომარეობას და ვინ არიან  ასეთი ადამიანები?
– ამაყი ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ ცოდვას. თუკი ადამიანს უჭირს პატიების თხოვნა, თუ ადვილად სწყინს, ეჭვიანია, თუ ბოროტება ახსოვს, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობს, სხვებს განსჯის, საკუთარ თავში კი დირესაც ვერ ხედავს, ეს ყველაფერი უკვე სიამაყის უტყუარი ნიშანია. ასეთი ადამიანი განაგებს სხვის ყურადღებას, დროს, ძალებს, ენერგიას; მისი საქმე მნიშვნელოვანია, სხვისი – უმნიშვნელო; ის ყველაფერს ჰკიდებს ხელს და ყველაფერში ერევა. როცა წინააღმდეგობას აწყდება, უკუქმედებებს იწვევს, ღიზიანდება, ჭირვეულობს. ამაყი ადამიანი საბოლოოდ მარცხდება ფსიქოლოგიურად: მას იპყრობს სევდა, სიბნელე, უარყოფა, სიბრაზე, მორალური მარტოობა, სულიერი სიკვდილი, რომელიც ხორციელ სიკვდილს უტოლდება. ამიტომ, საჭიროა, მას დავუპირისპიროთ თავმდაბლობა, ადამიანებისადმი უანგარო სიყვარული, სამართლიანობა, წყენის დათმენა, საკუთარი თავის უკანასკნელ ადგილზე დაყენება, სხვისი მდგომარეობის გათვალისწინება და მის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა. ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჩაუნერგოს იმის შიში, რომ ხვალ, შეიძლება, თვითონ შესცოდოს და ამით მოყვასის განკითხვას განერიდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიღაც, შეიძლება, უცოდინრობის გამო სცოდავდეს, მაგრამ, ისეთი კეთილი საქმეები ჰქონდეს გაკეთებული, რომ ღვთისთვის მთელ შენს ცხოვრებაზე უფრო მეტად სათნო იქნება. შენ კი ზიხარ და მას განკითხავ, განსჯი და, ამით მას კი არ ვნებ არაფერს, არამედ, საკუთარ სულს იმძიმებ, ცოდვებს იმატებ; ან, შეიძლება, დაეცა ადამიანი, მაგრამ, მან ამის შემდეგ ბევრი იტირა, შეინანია, ცრემლი დაღვარა... ღმერთი მის შრომას, ღვაწლს ხედავს, შეიწყალებს, შენ კი მხოლოდ ცოდვას ამჩნევ და განიკითხავ, სულს იღუპავ და მასაც ცოდვაში აგდებ...
– რა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი – ამის გარკვევა დღემდე გვიჭირს ადამიანებს.
– ყოველმა ადამიანმა ყოველდღიურად უნდა ადევნოს თვალი, თუ რამდენად წარმატებულად მიდის ჩვენი სამზადისი ამ მიმართულებით. თანამედროვე ადამიანთა უმეტესობა ყურადღებასაც არ აქცევს იმას, თუ როგორ წარიმართება ჩვენი სიცოცხლის დღენი. ბევრმა მიაღწია სიბერეს, მაგრამ ცხონებისთვის, ღმერთთან მარადიული ცხოვრებისთვის, ცოტა ვინმე თუ ირჯება. რაც შეიძლება, ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რისთვის ვცხოვრობთ აქ, დედამიწაზე, შევესატყვისებით თუ არა ჩვენს ღვთაებრივ დანიშნულებას. ადამიანი ამქვეყნად ეძიებს ბედნიერებასა და სიამეს, მაგრამ ვერ ჰპოვებს მყარ და მუდმივ ბედნიერებას. როცა ადამიანები განვითარებისა და სრულყოფილების უმაღლეს ხარისხს აღწევდნენ, იმავდროულად, ადამიანის ბუნებაში არსებული ბოროტება თავის მხრივ, მისთვის ჩვეული ძალით ვითარდებოდა. ქვეყნიერება არ იძლევა მყარ ბედნიერებას.
ნეტარ ავგუსტინეს მოსაზრებით: ღმერთს, როგორც აბსოლუტურ სრულქმნილებას, შეუძლია, უნდოდეს მხოლოდ სიკეთე, რადგან ის არის ყველაფრის საწყისი და შემქმნელი. ამიტომ, მისგანვე მომდინარეობს ადამიანური სიწმიდე და სიკეთე – ის, რაც ღმერთს შეუძლია, სურდეს. მაშასადამე, ადამიანი უნდა იყოს სიკეთისადმი, ღვთაებრივისადმი მიმართული ღვთაებრივი განგების ძალით. სწორედ ეს „უნდა“ არის ის აუცილებლობა, რასაც ნამდვილი თავისუფლება შეიძლება, ეწოდოს. შესაბამისად, ადამიანის ნება მხოლოდ მაშინაა თავისუფალი, როცა შერწყმულია ღვთის ნებასთან, მისით არის სავსე და თავის თავს მისით წარმართავს. ხსნა, ცხონება ერთეულ ადამიანებს ეძლევათ ღვთის დახმარებით და ეს დახმარება არის მადლი. ღვთიური მადლი ჯერ განაწყობს ადამიანს სინანულისკენ, შეინანებს, აღვიძებს ღვთაებრივი დახმარების საჭიროების ცნობიერებას და, ამ საფეხურზე არის მოსამზადებელი წინასწარი მადლი. მეორე საფეხურზე მადლი, თავისი მოქმედებით, ადამიანში აღვიძებს ქრისტეს სიყვარულს, რითაც ურთიერთობას ამყარებს ქრისტესთან, მისი მეშვეობით კი ცოდვები მიეტევება და სიკეთის ძალას იძენს. ეს მოქმედი მადლია. მხოლოდ ახლა შეუძლია ადამიანს, თავისუფლად წარმართოს თავისი თავი სიკეთისკენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხორციელი სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ ის წყვეტს ჩვენს მარადიულ ბედს, ანუ მომავალს. ყველაფერი, რასაც აქ, დედამიწაზე ვაკეთებთ, რისკენაც ჩვენი სურვილებით მივილტვით, რასაც მთელი გულით ვეკვრით, უკვალოდ კი არ დაიკარგება, არამედ საუკუნოდ დარჩება, განუყოფელ მონაპოვრად, ამასთან, ისეთ მონაპოვრად, რომელიც განაპირობებს ჩვენს მარადიულ სიმშვიდესა და ნეტარებას ან უსასრულო წამებასა და ტანჯვას.
скачать dle 11.3