კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 შეუძლია თუ არა ქალს, გაერთოს „უსაფრთხო“ ფლირტით, როცა ქმარს მისთვის არ სცალია

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ბევრი რამ იცვლება, სტერეოტიპული მიდგომები, ძირითადად, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე მაინც რჩება. მაგალითად, დღემდე ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რაც ქალს არ ეპატიება, მამაკაცისთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. ანუ, თუ ქალი კაცს ცოლად გაჰყვება, ის მისი საკუთრება ხდება და გვერდზეც არ უნდა გაიხედოს. სამაგიეროდ, კაცს ბევრის უფლება აქვს, ზოგჯერ ღალატიც კი ეპატიება. როგორ ან სად იპოვოს ქალმა ნუგეში, თუკი მისთვის ქმართან ურთიერთობა მხოლოდ ტვირთია.

მაკა (38 წლის): ვერ შევამჩნიე, როდის ან როგორ გაცივდა ჩემი ქმართან ურთიერთობა. ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის. კარგი წყვილი ვიყავით. შვიდი წელია, ცოლ-ქმარი ვართ. შეიძლება, ნელ-ნელა წავედით იმ მოლიპული გზისკენ, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა.
– ქალები ხშირად უჩივიან გათხოვების შემდეგ მეუღლის მხრიდან უყურადღებობას. თუმცა, ზოგს სხვა, უფრო სერიოზული პრობლემებიც აქვთ ხოლმე.
– გეთანხმებით. არსებობენ ქმრები, რომლებიც ცოლებს სცემენ და რა ვიცი, კიდევ უარესებიც ხდება, მაგრამ მე ნორმალურ ადამიანებზე და ნორმალურ ურთიერთობებზე ვლაპარაკობ. ანუ, ცივილიზებულ ყოფაზე. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც კაცისგან უხეშობას, დამცირებას აიტანს. მგონი, ყველა ქალი სწორედ ასეთი უნდა იყოს.
– იმის თქმა გინდათ, რომ ქალი ქმარს არ უნდა ემორჩილებოდეს?
– მორჩილება – არც ისეთი უწყინარი სიტყვაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება, ჩანდეს. ჯერ ერთი, მორჩილება-არდამორჩილება რა შუაშია, როცა სიყვარულზეა ლაპარაკი. მაგრამ რა მოხდა, იცით? ოღონდ მართლა ვერ ვხვდები, რას დავაბრალო. ძალიან გავუცხოვდით. შეიძლება, ორივეს ძალიან ბევრი საქმე გვქონდა; შეიძლება, რაღაც გამოგვეპარა; შეიძლება, მეც მიმიძღვოდა ბრალი. მოკლედ, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩვენ შორის ყინული გაჩნდა, თანაც მყარი ყინული. დღეები ისე გადიოდა, არ მელაპარაკებოდა და ვერც მამჩნევდა. თავიდან ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდი, მაგრამ ნელ-ნელა ძალიან შემაწუხებელი გახდა.
– იქნებ, თქვენც „შეუწყვეთ“ ხელი, ანუ არ იჩენდით ყურადღებას და კაცების „სენიც“ ხომ ისაა, ჩვენგან ითხოვენ ყველაფერს.
– გეთანხმებით, შეიძლება, ჩემგან უნდოდა ყურადღება და ამიტომაც გამინაწყენდა, მაგრამ მე, როგორც ქალს, ძალიან მაწუხებდა გულგრილობა საყვარელი მამაკაცის მხრიდან. არ ვითხოვ, რომ ვინმემ გამამართლოს. ჩემი ამბავი მინდა გაფრთხილება  იყოს ზოგიერთი უგუნური ქმრისთვის –კაცებო, ქალს თუ უყურადღებოდ დატოვებთ, ის იძულებული გახდება, გული რაღაცას გადააყოლოს.
– ღალატი გულის გადაყოლებაა?
– მე არც ვლაპარაკობ ღალატზე. ეს არც მიფიქრია და არც მიგულისხმია. მოდი, ქმარს ჯიბრით ვუღალატებო, – ასეთი რამ საერთოდ არ მესმის. მაგრამ ქალს ჰაერივით სჭირდება, თავი სასურველად იგრძნოს. მისთვის კომპლიმენტებიც, აღტაცებული მზერაც და სასიამოვნო სიურპრიზებიც აუცილებელია.
– ეს ყველაფერი ქმართან აღარ გქონდათ?
– სამწუხაროდ, აღარ. მე მართლა არ ვიცი, კონკრეტულად რა გახდა მიზეზი. ალბათ, რაღაც დოზით მეც ვიყავი დამნაშავე. მაგრამ მიზეზების გაანალიზება არ დამიწყია. გადავწყვიტე, რომ ნამდვილად მქონდა უფლება, ცოტა საკუთარ სიამოვნებაზე მეზრუნა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავის გამართლება მჭირდება. რადგან ეს გადაწყვეტილება მივიღე, სინდისსაც აღარ შევუწუხებივარ. თან, სერიოზული განზრახვა არ მქონია. ცოტა გართობა მინდოდა. ფლირტისთვის ვიყავი მზად, ღალატზე  საერთოდ არ მიფიქრია.
– ფლირტი ღალატი არ არის?
– რა თქმა უნდა, არ არის. ფლირტი უნდა იცოდე და „დაუკრეფავში“ არ უნდა გადახვიდე. მე მქონდა საკუთარი თავის იმედი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ვიცოდი, სადამდე ვიყავი წამსვლელი. ამას სრულიად სერიოზულად ვამბობ. მე მქონდა უფლება, მომეძებნა ისეთი გასართობი, რომელიც ოჯახის შენარჩუნებაში დამეხმარებოდა. შეიძლება, უცნაურად გეჩვენებათ, რომ ამისთვის ფლირტი ავარჩიე ჩემს ერთ ნაცნობ მამაკაცთან, მაგრამ ქალს კაცის ყურადღება ისე სჭირდება, როგორც  სუფთა ჰაერი. ჩემს ქმარს აშკარად აღარ ეცალა ჩემთვის. ამას ვხედავდი, ან სულ უნდა მეჩხუბა მასთან, ან რაღაც ისეთი გზა უნდა გამომენახა, რაც ჩემში „აგრესიის მექანიზმს“ გამორთავდა. მე გეტყვით, რა დადებითი ეფექტი აქვს სწორად დაგეგმილ ფლირტს – ჯერ ერთი, ძალიან ერთობი. მოტივირებული ხარ, რომ სულ კარგად გამოიყურებოდე. მერე თავს, რაღაცნაირად, სხვანაირად გრძნობ – მსუბუქად, ბედნიერად, რაღაც გიხარია. წვრილმანი პრობლემები ნაკლებად ან საერთოდ აღარ გაღელვებს. ქმარსაც, რა თქმა უნდა, მშვიდი, მხიარული და გაღიმებული უფრო ურჩევნიხარ.
– და, არ აინტერესებს, რომ ცოლის მხიარულების მიზეზი სხვა მამაკაცია.
– ქმარმა არ უნდა იცოდეს  შენი კარგი განწყობის მიზეზი. რა საჭიროა, ზედმეტად გააღიზიანო და პრობლემები შეიქმნა. ვერ გაიგებს, რომ ეს ყველაფერი ისევ ოჯახის კეთილდღეობისთვის და ურთიერთობის გადასარჩენად მჭირდება. ამიტომაც, ჩუმად ვარ და ვიღებ სიამოვნებას.
– თქვენმა ქმარმაც რომ ასეთივე გადაწყვეტილება მიიღოს და ფლირტით გაერთოს სხვა ქალთან?
– არ გამოვა ეგ ამბავი, იმიტომ რომ კაცებს ფლირტზე გაჩერება არ შეუძლიათ. „ტორმუზები“ არ უჭერთ. მე ვერცერთი კაცი ვერ დამაჯერებს, რომ როცა ქალი მოსწონთ, მასთან ფლირტის მეტი არაფერი მოუნდებათ და არ „იჩალიჩებენ“. ჭკვიანმა ქალმა იცის, როდის გაჩერდეს. კაცს ეს არ შეუძლია.
скачать dle 11.3