კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ანგარებიანი სიყვარული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ჯიბეშენახულები

​თბილისი რომ იქცა ავტომანქანების ქალაქად, ამას უკვე დიდი მეტრანსპორტეობა არ სჭირდება.
ატომანქანებია ყველგან: ტროტუარებით დაწყებული და სკვერებით დამთავრებული. ამას გარდა, ავტოფარეხებიც ოხრადაა (ფრიად ცუდი შესახედებიც და ფრიად უაზრო ადგილმდებარეობით, აღარაფერს ვიტყვი, რომ უმეტესად უკანონოდ აშენებულები) და ისეთებიც, რომლებშიც ავტომანქანები არც დგას, რადგან ან საქეიფო ადგილებია მოწყობილი, ან სამუშაო, ან სულაც, საცხოვრებელი.
ჰოდა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, თბილისის მერმა თბილისელებს მოუწოდა – ავტოფარეხების ადგილებში გავაშენოთ მწვანე ნარგავები, ანუ კიდეც გავალამაზოთ დედაქალაქი და ჰაერიც გავასუფთაოთო.
მოქალაქეებმა, ცხადია, მაშინვე იკითხეს, მერედა, ჩვენ რაო (თითქოს სუფთა და მწვანე გარემოში ცხოვრება უკვე დიდი რამე არ იყოს), მოტივით: მიყიდია, მომიტანია, ჩამომიკიდია, გამიტყავებია (ანუ ავტოფარეხების აშენებაში ფული გადაგვიხდიაო).
მეორე მხრივ, ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც განგაშის ზარებს შემოჰკრავენ ხოლმე, თუ რატომ არ იმცირებენ ჩინოვნიკები ხელფასებს და აღშფოთებას ვერ მალავენ, რას მიქვიან თვეში რამდენიმე ათასიო. არადა, იმ ჩინოვნიკებსაც უყიდიათ, მოუტანიათ, ჩამოუკიდიათ და გაუტყავებიათ და ამიტომაც არ ეთმობათ.
აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია, რომ ქვემოთაც და ზემოთაც თითქმის ერთნაირები ბრძანდებიან, რადგან, ვისაც რაზეც მიუწვდება ხელი, იმით ხეირობს: მოქალაქეებს ავტოფარეხები არ ეთმობათ, ჩინოვნიკებს – ხელფასები.
შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, სანამ მისი კარგად ყოფნა ჩვენს ჯიბეს არ შეეხება.
скачать dle 11.3