კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ჩავარდა შოკში ვერკა ჯაჯანიძის მეუღლე და ვინ ცდილობდა მათი ურთიერთობის არევას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ვერკა ჯაჯანიძე და ირაკლი შალიკაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია და ისინი პატარა, უსაყვარლეს დემეს ერთად ზრდიან. ვერკაც და ირაკლიც საკმაოდ დატვირთულები არიან და როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებათ, მაშინვე პატარა დემესთან ერთად ატარებენ.
ვერკა ჯაჯანიძე:
დემე დედაჩემმა გამიზარდა, რადგან მე ძალიან დაკავებული ვარ სამსახურში. ამან ცოტა გამათამამა და დღის განმავლობაში ზოგჯერ ისე ხდება, რომ შეიძლება, ვერც დავრეკო: როგორ არიან, რას აკეთებენ. ძალიან ცელქია და დედაჩემი უკვე გაძლებაზეა. მეუბნება: მეორე შვილს მე ვერ გაგიზრდით, ჩემი იმედი არ გქონდეთო. ამიტომ მეორეს მაშინ გავაჩენ, როცა შევძლებ, თავად გავზარდო. ძნელია ასეთ რეჟიმში ყოფნა, გული მწყდება. ზოგჯერ ტირილი მინდება ხოლმე.
– ვერ ახერხებ გრაფიკის შეცვლას?
– ვერაფერს შევცვლი. დღეს სამსახურზე ვინ იტყვის უარს. თეა გობეჯიშვილთან ვარ და 17 ჯგუფს ვასწავლი, რადგან ლათინის განხრით ერთი ვარ. ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი, ვამზადებ, მერე კონკურსებზე გამყავს. მათ კონკურსები სულ ენატრებათ ხოლმე. მე კი, დიდი ხანია, აღარ მაქვს ეს მონატრება. ყოველდღიურად რესტორანშიც ვმუშაობ, ფორმაში ვარ და ასე ვთქვათ, ცეკვა არ მენატრება.
– ირაკლი, შენ არ გაქვს ცოლის მონატრება ასეთი დაკავებული რომ არის?
ირაკლი შალიკაშვილი: მეც დავიწყე მუშაობა და ახლა უფრო ნაკლებად ვნახულობთ ერთმანეთს. დილიდან საღამომდე ვმუშაობ და საღამოს ბავშვი ისე მენატრება, გაქცევაზე ვარ ხოლმე.
– დაანებე ფეხბურთის თამაშს თავი?
– ვეღარ შევძელი თამაშის გაგრძელება. ამასთან შეგუება დღემდე მიჭირს. წარმოიდგინე, მთელი ცხოვრება ფეხბურთელი ხარ, ყველაფერს იმ გადასახედიდან უყურებ და უცებ მთავრდება. თამაშის ყურებაც კი მიჭირს, ისე „ვიგრუზები“, რომ აღარ შემიძლია... საქართველოს ჩემპიონატებზე აღარც დავდივარ: მეც მინდა, რომ იქ ვიყო და ფიზიკურად არ შემიძლია.
ვერკა: ახლა სადაც მუშაობს ირაკლი, საკმაოდ კარგად გამოსდის. მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ირაკლი ასეთ სამსახურში. სულ ვეჩხუბები: არ გინდა, სხვა სამსახური მოვძებნოთ-მეთქი? ის კიდევ მეუბნება: რა გინდა, ადამიანო, დამაცადე, ჯერ დავიწყოო. ძალიან მონდომებული რომ არის, მომწონს. დემეც ჩემს პროფესიაზეა გადმორთული.
– ირაკლი, წინააღმდეგი ხარ, რომ მოცეკვავე იყოს?
ირაკლი: კი. ტანვარჯიშზე აუცილებლად მივიყვანთ. ისე, მომღერალი იქნება, ეჭვი არ მეპარება. ძალიან მაგარი სმენა აქვს და სულ მღერის. მოცეკვავე არ მინდა, რადგან ეს ცეკვები, ჩემი აზრით, ქალს უფრო უხდება, ვიდრე კაცს. რაც შეეხება ფეხბურთს, შევხედავ, თუ ექნება მონაცემები, ცოტა ხანი ვატარებ, დავაკვირდები. თან გადავხედავ ჩემი საძმაკაცო თუ იქნება იმ დროს ქართულ ფეხბურთში, რომ არ დამეჩაგროს ბავშვი, როგორც ხდება ხოლმე.
– ვერკამ გაჯობა, გენების მხრივ.
– კი, მაგრამ სულ მღერის. ძალიან მხიარულია, კონტაქტური, უკომპლექსო. უცხოობა არ იცის, ძალიან თბილია.
– მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიბადა, თქვენს ურთიერთობაში რა შეიცვალა?
ვერკა: უფრო მეტად შევიკარით. ორივე მეოჯახეები აღმოვჩნდით. თან, ყველაფერი სიახლე აღმოჩნდა ჩვენთვის: დავოჯახდით, ახალი ბინა ვიყიდეთ, ბავშვი და ყველაფერში ერთად ვართ ჩართულები.
ირაკლი: ოჯახი ყველაზე მთავარია და ჩემი ოჯახის წინ ვერაფერს დავაყენებ. მე და ვერკა საერთოდ აღარ ვკამათობთ, ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. შეყვარებულები რომ ვიყავით, ამ გადასახედიდან, ალბათ, იმ ურთიერთობას უხდებოდა ჩხუბი, კამათი.
ვერკა: მაშინ ყველაფერი პრობლემა იყო, ცეკვაც კი.
ირაკლი: მე და ვერკა ერთმანეთს იმედით ვუყურებთ. ბაბუა, ბებია მეუბნებოდნენ ხოლმე: ცოლ-ქმარი ერთმანეთისთვის არისო და მართლაც ასეა. ყოველდღიურად მყარდება ურთიერთობა, როცა სხვადასხვა ეტაპები იწყება, სხვადასხვა მომენტები, უფრო მეტად სასიამოვნოა ერთად ყოფნა.
ვერკა: ჩვენ ჩვენი ადგილი ვიცით ოჯახში, ვინ რა უნდა გააკეთოს. თუ რაღაც ჩემი გადასაწყვეტია, მითმობს.
ირაკლი: მეც და ვერკასაც არ გვჭირდება იმის თქმა, ვინ რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ყველაფერს ერთმანეთს ვეკითხებით: რა ჯობია, ასე ჯობია...
ვერკა: სამზარეულოზე ვიკამათეთ ბევრი. მე მინდოდა კლასიკური ყოფილიყო, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება. თან პატარა ფართში კეთდებოდა და დიდი თანხა ჯდებოდა.
ირაკლი: თან, დალაგებული ფულით არ ვაკეთებდით რემონტს, ბანკიდან გვქონდა გამოტანილი. ამიტომ ვეუბნებოდი: ბიუჯეტს გადავხედოთ და ისე გავაკეთოთ-მეთქი. იმდენი მეხვეწა, მერე დავფიქრდი: შენი სახლია და რაც უკეთესს გააკეთებ, უფრო კარგია. თან, სამზარეულო ქალის თემაა, უნდა იტრიალოს და დისკომფორტი რომ არ ჰქონოდა, დავთანხმდი. გავაკეთეთ და ძალიან ლამაზი გამოვიდა.
ვერკა: სითეთრე მინდოდა: პლინტუსი, კარი თეთრი, შპალერი ცოტა მუქი, თეთრი გარდერობები, შოკში ჩავარდა.
ირაკლი: ისე არ გააკეთო, თავი საგიჟეთში მეგონოს-მეთქი.
ვერკა: ძალიან ბევრს ვკამათობდით და ბოლოს კმაყოფილი დარჩა. ერთი, საძინებელზე ვერ შევთანხმდით, როგორიც მას უნდოდა ისეთი გავაკეთეთ, დავუთმე. ერთ დღეს მივდივარ სახლში და სამზარეულოს დიდად აქვს ამოტეხილი. ვაბრალებთ დემეს და არ ვიცით, რა მოხდა.
ირაკლი: დამხვდა ტირილით, კივილით. ხელოსანს დავურეკე: მიშველე, ფანჯრიდან ხტება, გაგიჟდა-მეთქი. მოვიდა და გააკეთა.
– როგორი მეუღლეები ხართ?
ვერკა: ძალიან კარგი მეუღლეა. თბილი. როგორსაც ვფიქრობდი, იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, რა შედარებაა. შეყვარებულობისას, ერთი პერიოდი, ირაკლიმ ძალიან აურია, განსაკუთრებით ჩემს ცეკვაზე ჰქონდა პრობლემა – თავი დაანებეო. ყველა მეუბნებოდა: კარგი ბიჭი ჩანს, გაყევი და თუ არ მოგეწონება, გაშორდიო. ასე არ მინდა-მეთქი. საბოლოო ჯამში ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდით. ახლა ირაკლი ისე უყვართ, რომ მის გარეშე არსად დავდივარ. გიჟდებიან ჩემი მეგობრები ირაკლიზე. ძალიან თბილია და კარგი.
– ცეკვაზე რატომ გქონდა მაშინ ასეთი გართულება?
ირაკლი: ახლანდელი გადმოსახედიდან – მაშინ არ იყო ნდობა, რადგან საკმარისი ურთიერთობაც არ გვქონდა. ახლა სრული ნდობაა და საერთოდ არ მაქვს პრეტენზია.
ვერკა: ირაკლის ტყუპისცალი ჰყავს. მივიდოდი სტუდიაში, მშობელი მეუბნება: შენი მეუღლე ვიღაც გოგონასთან ერთად კუს ტბაზე დასეირნობდა. შვილიან გოგონასთან ერთად იყო, იქ იყო, აქ იყოთ... ყველაფერი რომ უნდა აგირიონ, ჭორაობენ. არა, ეს ჩემი მაზლია, ქმარი არ არის-მეთქი. არასდროს მიეჭვიანია, უბრალოდ, ვუთხარი: აღარ გახვიდე მარტო, ხომ ხედავ რა ხდება-მეთქი.
ირაკლი: ვერკა ემოციურია. დედაჩემიც ემოციურია და როცა რამეს იტყოდა ემოციურად, მამა სამივე ძმას გვეუბნებოდა: ცოლი ასე რომ იზამს, დაწყნარება აცადე. იმ გონებაზე კი არ არის, რასაც ამბობს, ემოციების ბრალია და თუ პასუხია გასაცემი, საძინებელში გაეციო. ვერკაც ემოციურად გეტყვის რაღაცას, შეიძლება ახტეს-დახტეს და ამ დროს ვიცი, ასე არ ფიქრობს და მერე, რომ დაწყნარდება, საძინებელში გვარდება ყველაფერი.
ვერკა: რომ მეტყვის საღამოს მანქანის დისკები უნდა შევცვალოო, დავიწყებ: რად გინდა, ხომ გაქვს. ერთ დღეს სამსახურში ადრე წავიდა, დავურეკე: ასე ადრე რატომ წახვედი-მეთქი. თურმე, დისკები შეუცვლია და საღამოს მაჩვენა: ნახე, ახალი დისკები მაქვსო. საერთოდ ვერ მივხვდი, ვერც კი გავიგე განსხვავება.
ირაკლი: არადა, ისეთი მაგარი დისკები დავაყენე და წინაც ასეთი არ იყოო. რომ ვუთხრა: ბანკიდან ფული გამოვიტანე, სკამი ვიყიდე-მეთქი, არაფერს გეტყვის. მაგრამ რომ ვუთხრა, დისკები გამოვცვალე, მანქანას რაღაც გავუკეთე-მეთქი, არ მოსწონს. ამიტომ არ ვეუბნები, ვაკეთებ და პირდაპირ მივაყენებ ხოლმე.

скачать dle 11.3