№17 ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები
იმერეთში თბილისიდან ესტუმრათ ნათესავი. მასპინძელმა დაიწყო მზადება ქეიფისთვის. ბავშვი დასდევს ქათამს ეზოში დასაჭერად და ვერ ეწევა. სტუმარმა უყურა, უყურა და ბოლოს გასძახა:
– შვილო, ხომ ხედავ როგორი სწრაფია და ვერ იჭერ მაგ ქათამს, გახედე, ხის ძირში, როგორ წყნარად წევს გოჭი...
– ბიძია, სტუმრიზა ქათმის დაკვლა ჩვენში წესია, თუ არა, ძაღლი თლა დაბმული გვყავს თუ გინდა...
***
– რა იყო რეზოია, რატომ ხარ გამოუძინებელი?
– უჰ, წუხელ მთვრალი ძმაკაცი მომადგა და პოლიტიკური თავშესაფარი მთხოვა.
– მერე, მიეცი?
– კი მივეცი, მარა, ერთ საათში მოვარდა მისი ცოლი და ყველა საერთაშორისო ნორმა ფეხქვეშ გათელა.
ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები
შვილი ეკითხება მამას:
– მამი, ვაკვირდები და სომხებს დიდი ცხვირი რატომ აქვთ?
– ჰაერი უფასოა, შვილო.
***
– სად გარბიხარ, ლიკუნა, ასე გვიან?
– ქმარმა მითხრა: ლოგინზე მიმაბი და რაც გინდა გააკეთეო.
– მერე?
– მივაბი და ღამის კლუბში გავრბივარ.
***
ტიპს გოგო მოეწონა და ეუბნება:
– გოგონი, ჭიქა ყავაზე გპატიჟებთ.
– დამანებე თავი, რა... მაგ ყავისგან უკვე ოთხი შვილი მყავს.
***
– როგორც იქნა, მივაღწიე ფინანსურ სტაბილურობას.
– ვა, როგორ?
– ფული არ მქონია, არ მაქვს და არც მექნება!
***
მამა-შვილი კედელზე კიდებენ თაროს. მამას ლურსმანი უჭირავს. შვილი გააქანებს ჩაქუჩს და მთელი ძალით ჩასცხებს მამას თითებში. გამწარებული კაცი, ბოლო ხმაზე იღრიალებს:
– უხ, შენი დედა მ...!
დედა გამოყოფს თავს სამზარეულოდან:
– კაცო, რამდენჯერ გითხარი, ბავშვს ტყუილად ნურაფერს პირდები-მეთქი.
***
ცოლი სახლში მივიდა, ბრილიანტის ბეჭედი უკეთია. ქმარი დაინტერესდა:
– საიდან გაქვს?
– მოვიგე.
მეორე დღეს, ახალი ქურქით დაბრუნდა. ქმარი ეკითხება:
– საიდან?
– მოვიგე.
მესამე დღეს გაჩნდა ახალი მანქანა, მერე – ახალი ავეჯი, ბინა... და, ერთ დღესაც, ცოლმა მოიტანა საგზური და წაიყვანა ქმარი ზღვაზე. შევიდა ცოლი წყალში და აღარ გამოდის. უყურა ქმარმა და ბოლოს მიაძახა:
– გოგო, დროზე ამოდი წყლიდან, ხომ ხედავ ამინდი აირია და ლატარია არ გაგიცივდეს.
***
– მეზობლის ცოლი, ჩემი ოცნების ქალია.
– ასეთი კარგია?
– სულ ვოცნებობ, რომ ასეთი ცოლი არ მყავდეს.
***
ტიპი საყვარელი გოგონას მშობლების გასაცნობად მივიდა.
– აბა, მოგვიყევით რამე თქვენს ოჯახზე.
– მამა პიანისტია, დედა – მსახიობი და ბალერინა...
– ინტელიგენტი ოჯახიდან ყოფილხართ.
– ინტელიგენტობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ეს „კლიჩკები“, პირველივე „სროკზე“ შეარქვეს.
***
– ბიჭო, ანის რატომ დაშორდი?
– ვკითხე, რატომ გიყვარვარ-მეთქი.
– მერე, ამის გამო?
– ჰო, დაფიქრდა. ისე, შენც მართალი ხარო და წავიდა.
***
გურულ ექიმთან მივიდა პაციენტი და შესჩივლა:
– ექიმო, არ მყოფნის ძილი და რატომ?
– მაი, აფერი... ალბათ, ძალიან სწრაფად გძინავს.
***
გურულ ქალს ეუბნებიან:
– ნაბეღლავი დალიე, არ გინდა?
– კი მინდა, მარა, გაზიანია, მბერავს და მერე ჩემი ქმარი ეჭვიანობს.