№17 ბრძნული აზრები
მონტესკიე: წესრიგი წესრიგის გამო – ეს არის ცხოვრების დამახინჯება.
საფო: ნამდვილი სიყვარული იქ იწყება, სადაც სამაგიეროს არ ითხოვენ.
ლაროშფუკო: გაათავისუფლე ადამიანი და ის შექმნას დაიწყებს.
ბალზაკი: შენ შენს საქციელებში ცხოვრობ და არა სხეულში. შენ ხარ შენი ქმედებები და არ არსებობს სხვა შენ.
კლიუჩევსკი: შენ ყოველთვის პასუხს აგებ მათ წინაშე, ვინც რამე გასწავლა.
ცვაიგი: ჩემი მეგობარი არასოდეს არაფერს მიხსნიდა. შეიძლება, ფიქრობდა, რომ მეც ისეთი ვარ, როგორიც თვითონ.
საადი: განა შეიძლება, გიყვარდეს სიცივე? საჭიროა – სიცივე სითბოს მადლს გასწავლის.
თაგორი: რამდენია, რომ იცის კარგი ცხოვრება, მაგრამ რა ცოტამ იცის ბედნიერად ცხოვრება.
ეზოპე: ადამიანს არ შეუძლია, ყველას სიკეთე გაუკეთოს, მაგრამ მას აქვს უნარი, არავის მოექცეს ცუდად.
ფიხტე: ნუ იცხოვრებ მოგონებებით. ამისთვის წინ მთელი სიბერე გაქვს. შექმენი მოსაგონარი.
ჰიუგო: ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც არავინ დაეხმარა გამოფხიზლებაში.
რემარკი: შენიანი არაა ის ადამიანი, ვინც შენთან ერთად კარგად გრძნობს თავს, არამედ ის, ვინც შენ გარეშე ცუდად არის.
ჟვანეცკი: სუფთა სინდისი ცუდი მეხსიერების ნიშანია.
ტვენი: არასდროს გააზვიადოთ მტრების ბოროტება და მეგობრების ერთგულება.
როლანი: მონა იწყებს ასე: „ისინი არიან დამნაშავენი იმაში, რომ მე...“ თავისუფალი ადამიანი: „მე ვარ დამნაშავე იმაში, რომ მე...“
სკოტი: სინდისი გქონდეს და გააკეთე, რაც გინდა.
უაილდი: თქვენ მანამ იქნებით უბედური, სანამ განაგრძობთ ფიქრს, რომ ბედნიერად სხვა გაქცევთ.
ადისონი: სიტყვები ხშირად უშლიან ხელს ადამიანებს, ერთმანეთს გაუგონ.
მოლიერი: ძლიერი ქალები სუსტ მამაკაცებზე თხოვდებიან.
მოპასანი. ქალს სჭირდება მამაკაცი, მამაკაცს – ქალები.