კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ თქვა უარი თავის ტიტულზე 65 წლის ცნობილმა ქურდმა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ანონიმური ზარი
65 წლის გურამ ხოშტარია კრიმინალურ სამყაროში „ბიტის“ მეტსახელით იყო ცნობილი და კანონიერი ქურდის სტატუსს ფლობდა. სამჯერ ნასამართლევ რეციდივისტს ციხეში 22 წელი ჰქონდა გატარებული და უმაღლესი კლასის „მედვეჟატნიკი“, ანუ სეიფების გამხსნელი იყო. არ არსებობდა ისეთი საკეტი, „ბიტის“ რომ არ დამორჩილებოდა. 1970 წლის 30 აპრილს „ბიტის“ ბინაში ტელეფონმა დარეკა და ანონიმმა მამაკაცმა მას ბოხი ხმით უთხრა:
– „ბიტი“, შენი ფოსტის ყუთში წერილია. წაიკითხე და ზუსტად  ისე მოიქეცი, როგორც იქ წერია. ისტერიკაში არ ჩავარდე და პანიკას არ აჰყვე.
გურამ ხოშტარიას ფოსტის ყუთში ჩაგდებული წერილი გაზეთებიდან ამოჭრილი ასოებით იყო შედგენილი და ეწერა: „შენი შვილიშვილი სალომე ჩვენთანაა. დაგიბრუნებთ იმ შემთხვევაში, თუკი ლენინის მოედანზე მდებარე საიუველირო მაღაზიას გაძარცვავ 15 მაისს, ახალი ტავარის მიღების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს შვილიშვილ ნაწილ-ნაწილ გამოგიგზავნით. დაგირეკავთ და გეტყვით, სად უნდა გაგვიცვალო ტავარი ბავშვში“.
ხოშტარია უკიდურესად იყო თავზარდაცემული, რადგან მის ერთადერთ შვილიშვილს, 5 წლის სალომეს, დიდი საფრთხე ელოდა. თუმცა, მან ნებისყოფა მოიკრიბა, ახლობლები დაამშვიდა და მოქმედებას შეუდგა.
საიდუმლო შეთანხმება
კრიტიკულ თარიღამდე ორი კვირა იყო დარჩენილი. „ბიტი“ მოსკოვში გაემგზავრა და 2 მაისს მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მურის“) უფროსს, გენერალ კორნეევს ფარულად შეხვდა. ვლადიმირ კორნეევი კარგად იცნობდა ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს და გაოცებულმა ჰკითხა:
– ასეთი სახელოვანი ქურდი ასე ფარულად რამ მოგიყვანა მილიციის გენერალთან?
– ვლადიმირ ფეოდოროვიჩ, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვიღაც ნაძირლებმა შვილიშვილი მომტაცეს, – თქვა ხოშტარიამ, გენერალს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და წერილი უჩვენა, თან დაამატა, – ამ საქმეში მილიციელები იქნებიან გარეულები და სავარაუდოდ, იმ საიუველრიო მაღაზიის ერთი თანამშრომელი მაინც, რომლის გაძარცვასაც მთხოვენ. მიშველე. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ თბილისის მილიციას არ ვენდობი და დავიწვები. ეს კი შეიძლება, ჩემი შვილიშვილის სიცოცხლედ დამიჯდეს. დამეხმარები?
– ჩემგან რას მოითხოვ?
– ზემდგომებს უნდა შეუთანხმდე, რომ ოპერაცია ჩაგატარებინონ. საიუველირო უნდა გამაძარცვინოთ და ის ნაძირლები დაიჭიროთ, ვინც შვილიშვილი მომტაცა.
– აზრი კი კარგია, მაგრამ მისი განხორციელებაა ძნელი. დამთანხმდება კი მინისტრი ამაზე? თუმცა, შევეცდები, რომ ნიკოლაი ანისიმოვიჩი დავიყოლიო, – უთხრა კორნევმა „ბიტის“.
შინაგან საქმეთა საკავშირო მინისტრმა ნიკოლაი შჩოლოკოვმა თანხმობა მისცა „მურის“ უფროსს, ვლადიმირ კორნეევს, რომ სპეციალურ ოპერაციულ ჯგუფს, საიდუმლო შეთანხმების საფუძველზე, თბილისში „ბიტისთან“ ერთად განეხორციელებინა ძარცვა.
ოპერაცია „ძარცვა“
საიუველირო მაღაზიის ძარცვისა და ბოროტმოქმედების ხაფანგში გამომწყვდევის ოპერაციას „ძარცვა“ ეწოდა. ოპერაცია პირადად მინისტრ ნიკოლაი შჩოლოკოვის მიერ იყო სანქცირებული და მასში მონაწილეობა უნდა მიეღო „მურის“ ხუთ ოპერატიულ თანამშრომელს, რომლებიც ხოშტარიას დაეხმარებოდნენ. ამ ოპერაციის შესახებ საქართველოს იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ედუარდ შევარდნაძესაც შეატყობინეს. შჩოლოკოვმა მკაცრად გააფრთხილა თავისი ხელქვეითი, რომ „ძარცვის“ ამბავი არავისთვის გაემხილა.
1970 წლის 15 მაისს ლენინის მოედანზე მდებარე საიუველირო მაღაზია (ამჟამად იქ სასტუმრრო „მარიოტია“) ღამით გაიძარცვა.  ბოროტმოქმედებმა სეიფიდან 475 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. ეს ამბავი უმალვე მოედო დედაქალაქს. შემთხვევის ადგილი მილიციელებითა და ექსპერტ-კრიმინალისტებით გაივსო. იქვე იმყოფებოდნენ საიუველირო მაღაზიის თანამშრომლებიც. მათ შორის იყო მთავარი საქონელმცოდნე, 39 წლის კირა სილაქონიძე, რომელსაც სახეზე მიტკლის ფერი დასდებოდა...
იმავე საღამოს „ბიტის“ ბინაში ანონიმმა მამაკაცმა დარეკა და ხოშტარიას უთხრა: „შენი დის ბინის ფოსტის ყუთში წერილია. წაიკითხე და ზუსტად ისე მოიქეცი, როგორც იქ წერია“.
გურამ ხოშტარია წერილის ამოსაღებად დის სახლისკენ გაემართა.
განაჩენი
ფოსტის ყუთიდან ამოღებულ წერილში ეწერა: „ერთი საათის შემდეგ ძვირფასეულობით სავსე ჩანთით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ლუდის ბართან ფეხით გაიარე. შეგხვდებით და გამოგართმევთ. მზაკვრობას ადგილი არ ჰქონდეს, თორემ შენს შვილიშვილს ცოცხალს ვეღარ იხილავ“.
ერთი საათის შემდეგ ხოშტარია ლუდის ბართან დინჯად მიაბიჯებდა ძვირფასეულობით სავსე ჩანთით. „მურის“ თანამშრომლები სათოფეზე არ გაეკარნენ იქაურობას. ისინი „უაზში“ ისხდნენ და რადიოსიგნალს აკვირდებოდნენ, რომელიც ერთ-ერთ ძვირფას ბეჭედში იყო ჩამონტაჟებული. ორასიოდე მეტრი რომ გაიარა, გურამ ხოშტარიას შლემიანი მოტოციკლისტი წამოეწია, ძვირფასეულობით სავსე გამოართვა და დიდი სიჩქარით გაიქროლა დიღმის მასივის მიმართულებით.
დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო. „მურელებმა“ იოლად დაადგინეს ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი და მესამე კვარტლის ერთ-ერთი „ხრუშჩოვკის“ მეორე სართულზე ორი ადამიანი აიყვანეს. იქვე აღმოაჩინეს გატაცებული გოგონაც, ქურდის შვილიშვილი სალომე. დაკავებულები მილიციის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. მათ აღიარეს, რომ პოდპოლკოვნიკ გენო სილაქონიძის დავალებით მოქმედებდნენ, რომელსაც მილიციის სამმართველოში საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა. ამხილეს კირა სილაქონიძეც – გენოს და, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა.
გენო სილაქონიძემ საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი. კირა და ორი მილიციელი კი, გაასამართლეს და ციხეებში გამოამწყვდიეს. თუმცა, სამივე მათგანი პატიმრებმა მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, გურამ ხოშტარიამ  ქურდის ტიტული ნებაყოფლობით დათმო, რაც მილიციასთან თანამშრომლობით ახსნა.
скачать dle 11.3