კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ვინ ხართ საკუთარი თავისთვის

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

ძალიან ხშირად ადამიანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია. თუ შენს „მესთან“ სრულ თანხმობაში არ ცხოვრობ, პრობლემებს ვერ აირიდებ, ვერც კონკრეტულ წარმატებას მიაღწევ. უპასუხეთ შეკითხვებს და ნახეთ შედეგები.
1. ადგენთ თუ არა თქვენი მუშაობის გრაფიკს?a
დიახ – 1 ქულა, არა – 0 ქულა;
2. კმაყოფილი ხართ ადამიანებთან თქვენი ურთიერთობებით?
დიახ – 0 ქულა, არა – 1 ქულა;
3. იცით, რა გინდათ ცხოვრებაში?
დიახ – 0 ქულა, არა – 1 ქულა;
4. უმკლავდებით ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ოჯახი და სამსახური გიყენებთ?
დიახ – 1 ქულა, არა – 0 ქულა;
5. გეშინიათ, რომ სამსახურს დაკარგავთ?
დიახ – 1 ქულა, არა – 0 ქულა;
6. კრიტიკის მიმართ მშვიდი ხართ?
დიახ – 0 ქულა, არა – 1 ქულა;
7. ხშირად გიცრუებენ იმედებს?
დიახ – 1 ქულა, არა – 0 ქულა;
8. უკმაყოფილო ხართ ცხოვრებაში მიღწეულით?
დიახ – 1 ქულა, არა – 0 ქულა;
9. გაქვთ უნარი, თქვენზე კომპეტენტურს სთხოვოთ დახმარება?
დიახ – 1 ქულა, არა – 0 ქულა;
10. გიყვართ თქვენი სამუშაო?
დიახ – 0 ქულა, არა – 1 ქულა;
11. ხშირად გაქვთ მომენტები, როცა თავს შინაგანად დაცარიელებულად გრძნობთ?
დიახ – 1 ქულა, არა – 0 ქულა;
12. გჯერათ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ?
დიახ – 0 ქულა, არა – 1 ქულა;
13. ადვილია თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა?
დიახ – 1 ქულა, არა – 0 ქულა.


ნახეთ შედეგები:
0-5 ქულა: საკუთარი თავის ჭეშმარიტი მოკავშირე ხართ. ზუსტად გესმით თქვენი „მე“-ს ხმა. გაქვთ შინაგანი კონტროლის მაღალი დონე, გეგმავთ მომავალს და საქმე გამოგდით. მოკლედ, ასეთი ჰარმონიით საკუთარ თავთან ბევრს მიაღწევთ.
6-10 ქულა: ზედმეტად ხომ არ ზღუდავთ საკუთარ თავს? ზოგჯერ მოუსმინეთ შინაგან ხმას, ის კარგი მრჩეველია და ერთგული მეგობარი. არც საკუთარ სურვილებზე უარის თქმა არის კარგი საქციელი. ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდებით, თუკი ამ რჩევებს გაითვალისწინებთ.
11-13 ქულა: ეს შედეგი მოწმობს იმას, რომ მთელი თქვენი ცხოვრება საკუთარ თავთან ჭიდილია, რაც დაუსრულებელ პრობლემათა ჯაჭვს ქმნის. არ არის საჭირო, თქვენი ნიჭი და უნარი ცხოვრებასთან ერთად ფუჭად გაფლანგოთ. ჯერ საკუთარი თავი მიიღეთ და შეიყვარეთ ისეთი, როგორიც ხართ.
скачать dle 11.3