№17 საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებელი და წონაში დასაკლები ჭარხლის დიეტა
   თათია ფარესაშვილი      ნონა დათეშიძე  
    
 თუ ჭარხლის დიეტას, სწორად დაიცავთ, თვეში, მინიმუმ, 9-10 ზედმეტ კილოგრამს მოგაკლებინებთ და ამავდორულად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობასაც მოგიწესრიგებთ. მაგრამ, გაითვალისწინეთ, დიეტა კვირის განმავლობაში მხოლოდ სამი დღე უნდა დაიცვათ.

დიეტისთვის დაგჭირდებათ: 1,5 ლიტრი კეფირი; 1 კილოგრამი მოხარშული წითელი ჭარხალი, 1 კონა სალათის ფურცლები  და 1,5 ლიტრი მინერალური წყალი.
მოხარშული ჭარხალი და კეფირი დააბლენდერეთ, დააქუცმაცეთ სალათის ფურცლები, მოასხით ცოტა ძმარი და გადაანაწილეთ მთელ დღეზე – მიირთვით, როცა მოგშივდებათ. ამ დიეტის დასაცავად გამოყავით კვირის ნებისმიერი სამი დღე. არ დაგავიწყდეთ მინერალური წყალი. კვირის ბოლოს კი, თავად დარწმუნდებით, რომ ორგანიზმი შემსუბუქდება, ამასთან, საგრძნობლად მოწესრიგდება კუჭის მოქმედებაც.