№17 როგორ მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე თმის შეჭრა არასასურველ დღეს
ასტროლოგია შეისწავლის ყველაფერს, რასაც ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ უმნიშვნელოსაც, რადგან თმის შეჭრამაც კი შეიძლება, იმოქმედოს თქვენს ბედზე. დააკვირდით მთვარის დღეებს, შეარჩიეთ ისეთი დღე, რომელიც სასურველია ვარცხნილობის შესაცვლელად და აიცილეთ ზედმეტი პრობლემები თავიდან, რადგან მათ შეუძლიათ მოახდინონ როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გავლენა. აუცილებლად გაითვალსიწინეთ, რომ ახალმთვარეობის პირველ დღეს, თმის შეჭრას ადამიანის სიცოცხლის შემოკლება შეუძლია. თმა კოსმოსიდან იჭერს ენერგიას და ინფორმაციას შემდეგ მისი მფლობელის სასიკეთოდ იყენებს. გრძელი თმა ქალებში მეტ მგრძნობელობას ავითარებს, უფრო მიმზიდველს და სექსუალურს ხდის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. გრძელი თმის წყალობით, შეგიძლიათ, ისე მოხიბლოთ მამაკაცი, რომ მისი სიუხეშე, აგრესია და სიხისტეც კი შეასუსტოთ. ასე რომ, გრძელი თმა ნამდვილად დიდ როლს ასრულებს ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობაში. ეს ფაქტია. სხვათა შორის, გრძელი თმის წყალობით, ადამიანს შეუძლია, საზოგადოებაში ადვილად დაიმკვიდროს ადგილი და ჰარმონიული ურთიერთობაც კი დაამყაროს კოლეგებთან და გარშემო მყოფებთან.
ადამიანი იმიჯისა და ვარცხნილობის შეცვლით ცდილობს, გალამაზდეს ან დეპრესია დაამარცხოს, ცუდი განწყობა გამოიკეთოს და არ აკვირდება, კვირის რომელ დღეს აკეთებს ამას. კვირის ნებისმიერ დღეს, თმის შეჭრა სასურველი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით ადამიანი გარკვეულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს.
მაგალითად, პარასკევ და კვირა დღეს თქვენი და თქვენი მფარველი ანგელოზის კავშირი მაქსიმალურ ზღვარს აღწევს. ამის გაწყვეტა და შესუსტება თმის მოჭრით და იმიჯის შეცვლით სწორედ ამ დღეებში ხდება და ამას არ გირჩევთ. მაგრამ, თუ არ გაითვალისწინებთ და მაინც შეიჭრით თმას, ამით ზეციურ ძალებთან დაარღვევთ კავშირს და ეს თქვენზე უარყოფითად აისახება. ბევრმა ისიც არ იცის, რომ თმის საკუთარი ხელით შეჭრა არ შეიძლება – ამას უბედობა და პრობლემები ახლავს თან და საგრძნობლად ამცირებს ადამიანის სასიცოცხლო პოტენციალს. ასევე, რომელ დღესაც დავიბადეთ, იმ დღეს არ ღირს თმის მოჭრა, რადგან, ამით თქვენსავე ბედნიერებას აქცევთ ზურგს.
ზოგადად, თმა ადამიანის ცხოვრების სწორად დაგეგმვასა და მოწესრიგებაში ეხმარება. თმის ღერი ინახავს ჩვენს წარსულსა და აწმყოს, ეს ყოველივე კი ჩვენს ენერგეტიკაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ასე რომ, არასასურველ დღეს თმის შეჭრა, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. თუ თმის შეჭრა-გალამაზება გადაწყვიტეთ, აუცილებლად ის დღე უნდა შეარჩიოთ, როცა სილამაზის სალონში წასვლა თქვენთვის საშიში არ არის. კვირის გარკვეულ დღეებში თმის შეჭრით კი, საფრთხეს უქმნით საკუთარ სიცოცხლეს.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პარასკევს სილამაზის სალონში ვიზიტის დაგეგმვა და რამის შეცვლა ვარცხნილობაში. ასევე, არც კვირა დღეს ვარგა თმის შეჭრა. პარასკევსა და კვირა დღეს თმის მოჭრა იმიტომ არ ვარგა, რომ ამით საკუთარ სიცოცხლეს, ბედ-იღბალსა და კარიერას გარკვეულ საფრთხეს უქმნით. მაგრამ, თუ თმას შეიჭრით ორშაბათს, დარდისა და უსიამოვნო მოგონებებისგან გათავისუფლდებით. ამ დღეს შეჭრილ თმას თან გაჰყვება უარყოფითი ემოციები. თუ ვარცხნილობის შეცვლას სამშაბათ დღეს გადაწყვეტთ, მაშინ თავს შესაძლო უსიამოვნო ამბებისა და გაურკვეველი სიტუაციებისგან დაიცავთ. ოთხშაბათს თმის შეჭრა და შეცვლილი ვარცხნილობა დაგეხმარებათ, ადვილად მოაგვაროთ პრობლემები სამსახურსა თუ ოჯახში; ასევე, შეგიწყობთ ხელს ადვილად დაარეგულიროთ დაძაბული ურთიერთობები საქმიან პარტნიორებთან. თუ თმას ხუთშაბათს შეიჭრით, შეცვლილი იმიჯი მომხიბვლელს გაგხდით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. პარასკევს სილამაზის სალონში ვიზიტსა და ვარცხნილობის შეცვლაზე კი უარი უნდა თქვათ. სწორედ ამ დღეს, ადამიანის ორგანიზმში შედარებით შენელებულია ბიოქიმიური პროცესები და თმის შეჭრა თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს დაასუსტებს. თანაც, ამ დღეს შეჭრილი თმა ნელა იზრდება და სტრუქტურულ შემადგენლობასაც იცვლის. კვირის დღეებიდან თმის შეჭრა კარგია შაბათს, რადგან, ამ დღეს შეცვლილი იმიჯი დაგეხმარებათ, ადვილად დაძლიოთ დეპრესია, ასევე, სასიყვარულო გრძნობების თამამად გამოვლენაშიც შეგიწყობთ ხელს.
სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელობა აქვს მთვარის ფაზებსაც. თუ თმას შეიჭრით მზარდი მთვარის პერიოდში, ის მალე გაიზრდება; ხოლო, თუ კლებადი მთვარის ფაზაში შეიჭერით – შედარებით გვიან. არასდროს შეიჭრათ თმა ახალმთვარეობასა და სავსემთვარეობაზე. აგრეთვე, მზისა და მთვარის დაბნელებისას და მთვარის მე-9, მე-15, 23-ე და 29-ე დღეს.