კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რამდენად სწორია, რომ ქრისტიანი მხოლოდ აღდგომის დღეს კი არა, აღდგომიდან ორმოცი დღის განმავლობაში, მისალმებისას, წარმოსთქვამს: „ქრისტე აღდგა“?
პასუხი:
მართლმორწმუნე ქრისტიანი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში, მოყვასთან შეხვედრისას, მართლაც, „გამარჯობის“ ნაცვლად წარმოსთქვამს: „ქრისტე აღდგა“, რითაც ქრისტეს აღდგომას ახარებს სხვა მორწმუნე ადამიანს, რომლისგანაც იღებს პასუხს: „ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე“!
კითხვა: აღდგომისწინა დიდმარხვის გარდა, კიდევ რომელი მარხვების დაცვა ევალება მორწმუნე ქრისტიანს?
პასუხი:
წლის ოთხივე დროს ეკლესიისგან დადგენილია ოთხი მარხვა – ორი მარხვა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელზეა – დიდმარხვა და შობის მარხვა, ერთი – ღვთისმშობელი მარიამის სახელზე – მარიამობას, ერთიც – პეტრეპავლობის მარხვა. ამას ემატება ერთდღიანი მარხვები – ჯვართამაღლებას (27 სექტემბერს), იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს (11 სექტემბერს), ნათლისღების წინა დღეს (18 იანვარს) და ოთხშაბათობით (იესო ქრისტეს იუდას მიერ გაცემის დღეს) და პარასკევობით (მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და აღსრულების დღეს).
კითხვა: ერთხელ ვიყავი დაქორწინებული, მაგრამ ყოფილ მეუღლეზე ჯვარი არ მქონდა დაწერილი. ახლა მეორე ოჯახს ვქმნი, ხომ არ მექნება რაიმე წინააღმდეგობა ეკლესიის მხრიდან ჯვრისწერასთან დაკავშირებით?
პასუხი:
თუ პირველი ქორწინების დროს ჯვრისწერის რიტუალი არ შესრულებულა და მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდით, ახლა შეგიძლიათ ჯვრისწერა, არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს.
კითხვა: პროფესიით ვარ ექიმი. ვცდილობ, ვიცხოვრო ეკლესიურად. წავიკითხე წმიდა კოზმან და დამიანეს უვერცხლო საექიმო მოღვაწეობის შესახებ. ძალიან მინდა, მათ მივბაძო, მაგრამ, როგორ ვიცხოვრო, გასამრჯელო რომ არ ავიღო?
პასუხი:
ძმების – კოზმანისა და დამიანეს ცხოვრება იყო სულიერი გმირობა. ისინი ლოცვით კურნავდნენ ადამიანებს. რაც შეეხებათ თანამედროვე ექიმებს, მათთვის მედიცინა პროფესიაა, რაზეც დამოკიდებულია მათი არსებობა. თუ ექიმი კეთილსინდისიერად უმკურნალებს პაციენტებს, არ მოსთხოვს გასამრჯელოს უპოვრებს, ეს იქნება ადამიანებისთვის მის მიერ გაწეული დახმარება. გასამრჯელოზე მთლიანად უარის თქმა ექიმს არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფულის შოვნა სხვა გზით მოუწევს, რომ იარსებოს, რაც საზიანო იქნება მისი პროფესიისთვის.
კითხვა: რა დროიდან გადმოდის მარადიული ცეცხლი უფლის საფლავზე?
პასუხი:
პირველი ცეცხლი უფლის საფლავზე იმ დღიდან გადმოდის, როდესაც ქრისტე აღდგა. შემდეგ გოლგოთაც მოასწორეს და საფლავიც დაიკარგა. მხოლოდ მეოთხე საუკუნეში, როდესაც იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა და მისმა დედამ, წმიდა ელენე დედოფალმა საფლავის ადგილი გაწმინდეს და იქ ტაძარი ააგეს, კვლავ გამოჩნდა ცეცხლი უფლის საფლავზე. მას შემდეგ, ამ ტაძარში წმიდა ცეცხლი ქრისტეს აღდგომის ყოველ დღესასწაულზე გადმოდის და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს ხდება მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ხელით.скачать dle 11.3