კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ჭეშმარიტი სარწმუნოება

უდიდესი მსხვერპლი
ეპისკოპოსი წმიდა პავლინი იმდენად მოწყალე იყო, რომ მთელი თავისი ქონება მისცა თავის მემამულეთა ღარიბებს ვანდალებისაგან ტყვეთა გამოსახსნელად. ბოლოს, როცა მას არ დარჩენია არა თუ ფული, არც ტანისამოსი, რომლის გაყიდვა შეიძლებოდა, მასთან მივიდა ერთი ღარიბი ქვრივი დედაკაცი და შემწეობა სთხოვა, რომ გამოეხსნა ერთადერთი შვილი. ღვთის მონამ, პავლინმა სულ ერთიანად გაჩხრიკა თავისი სახლი და, რაკი ერთი გროშიც ვერ იპოვა, უთხრა გულამოსკვნით მტირალ დედას: „ჩემს თავს გარდა არაფერი მაქვს, ამიტომ წამიყვანე მე და როგორც მონა შენი – მიმეც შვილის მაგიერ“... ქვრივმა იფიქრა, რომ მღვდელმთავარი დამცინისო და შინ წასვლა დააპირა; მაგრამ წმიდა პავლინმა გააჩერა. დაარწმუნა, რომ მართალს ეუბნებოდა და დაბეჯითებით უმეორებდა, რომ ის შვილის მაგიერ მიეცა. აქ ჩვეულებრივი ადამიანი გაკვირდება და წმიდა კაცის საქციელს ჩათვლის არაკეთილოგონიერად; იტვის, თუ მაშინ არ შეეძლო პავლინს ერთი ყმაწვილის გამოსყიდვა, სხვა დროს შეძლებდა რამდენიმე კაცის მონობიდან გათავისუფლებას, მაგრამ ვინც ამას იფიქრებს, წაიკითხოს მაცხოვრის სიტყვები: „უფროსი ამისა სიყვარული არავის აქვს, რათა სული თვისი დასდვას მეგობართა თვისთათვის“ (იოან. 15,13). გარდა ამისა, დაინახოს, თუ რამდენად ნაყოფიერი იყო შედეგი ეგრეთ გაბედური საქციელისა. წმიდა პავლინი და ქვრივი დედაკაცი ფარულად გავიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ ვანდალებთან. ქვრივი ვანდალების მეფის, რიკსის სიძის წინ დაეცა და ევედრებოდა მას, რომ მონა წაეყვანა შვილის მაგიერ. დიდხანს არ დათანხმდა გულქვა ბატონი, დიდხანს არა სცა პატივი დედის ცრემლებს, მაგრამ როცა გაიგონა, რომ პავლინი დახელოვნებული მებაღე არისო, მიიღო მოხუცი ჭაბუკის მაგიერ. ქვრივი შვილიანად დაბრუნდა სამშობლოში, პავლინმა კი დაიწყო შრომა ბატონის ბაღში და მიიღო ბრძანება, რომ მას ყოველდღე ენახა იგი. ერთხელ წმიდა პავლინმა თავის ბატონს უთხრა საიდუმლოდ: „მალე შეგხვდება შენ ჩინებული გარემოება: მეფე რიკსი უეცრად მოკვდება, თვალყური გეჭიროს, სატახტო ქალაქს არ მოშორდე, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ვინმე ხელთ იგდებს უფლებას და სამეფო გვირგვინს“. ეგეთ უცხო წინასწარმეტყველებით გაკვირვებული მთავარი ერწმუნებოდა კიდეც და არც ერწმუნებოდა მართლის სიტყვებს; მაგრამ რადგანაც მეფეს ძლიერ უყვარდა, იმ საათშივე წავიდა მასთან და უთხრა ყოველივე, რაც გაიგონა თავის მებაღისაგან – „მე თვითონ მსურს, ვნახო ის კაცი, უთხრა მეფემ, უბრძანე მას ჩემს მაგიდაზე მოიტანოს მწვანილი და ხილი“. როგორც კი პავლინი, თანახმად ბრძანებისა, შევიდა სასახლეში, რიკსი ათრთოლდა... მერე როცა გონს მოვიდა, მოუწოდა სიძეს და უთხრა მას: მისი სიტყვები მართალია, წუხელ მე ვნახე სიზმარი: ვითომ ჩემს წარჩინებულ კარისკაცთ რჩევა ჰქონდათ და ეს კაცი იყო თავმჯდომარედ მათდა: რამდენიმე ხანს ილაპარაკეს და მერე დაადგინეს განაჩენი, რათა წამართვან მე სამეფო; ამის გამო ჰკითხე მას, ვინ არის და საიდან არის? მე არ ვფიქრობ, რომ ეს მოხუცი უბრალო კაცი იყოს“. მაშინ მეფის სიძემ გაიყვანა წმიდა პავლინი განზე, დააფიცა ღმერთი, რომ მას თავისთავზე ეთქვა ყოველივე სიმართლე. ის არაფრისთვის არ გამოააშკარავებდა თავის ვინაობას, მაგრამ, რადგანაც ღმერთი დააფიცა, სთქვა, რომ ის არის ეპისკოპოსი. რიკსს და მის სიძეს თავზარი დაეცათ; „მომიტევე მე, ღვთის კაცო! – უთხრა მას დიდებულმა, რომ მე უცნობლობისა გამო გატვირთვინე შენ მონის შრომა, მთხოვე მე, რაც გნებავს, განაგრძო მეფემ და დაბრუნდი შენს ქვეყანას დიდი საჩუქრით“. „ერთსა გთხოვ შენ, – თავმდაბლად უპასუხა წმიდა პავლინმა, გაუშვი ტყვეები, წამოყვნილნი ჩემი სამშობლოს ყველა კუთხიდან, ეს იქნება უდიდესი საჩუქარი, რომელიც შეგიძლია, რომ მისაგზლო“. მაშინვე ყველგან გაგზავნეს მეფის წერილობითი ბრძანება, ყველა ტყვე შეკრიბეს ერთ ადგილას და მისცეს წმიდა პავლინს. მართალი პავლინი დიდი პატივით დაბრუნდა სამშობლოში და დაუბრუნა მყუდროება და სიხარული მამათა და დედათა, მეუღლეთა და ჩვილთა, ნათესავთა და მეგობართა.
თვით უფალი იფარავს იმის სიცოცხლესა და თავისუფლებას, ვინც ახლობლის ცხოვრებისა და თავისუფლების დასახსნელად სწირავს თავის სიცოცხლეს და თავისუფლებას.
„ისწავლეთ კეთილის ქმნა. იხსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქვრივი“ (ისაია 1,17). „მსახურება წმიდა და შეუგინებელ ღვთისა მიერ და მამისე ესე არს: მიხედვა ობოლთა და ქვრივთა ჭირსა შინა მათსა“ (იაკ. 1,27). „ამით ვსცნათ სიყვარული მისი (ქრისტესი), რამეთუ მან სულით ვისი ჩვენთვის დასდვა, და ჩვენცა თანა გვაძს ძმათათვის სულთა ჩვენთა დიდება“ (1 იოან. 3,16).

скачать dle 11.3