კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ ერთიანდებიან ადამიანები სხვადასხვა სექტაში და არიან თუ არა ამაში დამნაშავე მართლმადიდებელი ქრისტიანები

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ეკლესია არ ცნობს არავითარ ლიბერალურ მართლმადიდებლობას, ეკლესია ცნობს ერთადერთ მართლმადიდებლობას – იმას, რომელსაც ჩვენამდე მოაქვს მოციქულთაგან მომდინარე საეკლესიო გადმოცემის არსი და სული. როგორია ამ საკითხის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– არ არსებობს არც ლიბერალური და არც თეოსოფიური მართლმადიდებლობა. რელიგიური თანასწორობის მეთოდი, რომლის ცრუ სწავლების თანახმადაც, ყველა ადამიანი ცხონდება, სულ ერთია, რას იწამებს ის – ტყუილია და მიუღებელი. დღეს, სამწუხაროდ, მართლმადიდებელი ქრისტიანები სხვადასხვა სექტაში ერთიანდებიან და გაბრწყინებული სახეებით ქადაგებენ. როცა ოცდამეერთე საუკუნეში ქრისტიანი ისლამს იღებს, ან სხვა სარწმუნოებას, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ კარგი ქრისტიანები, კარგი მქადაგებლები, ყველაფერი ხიბლის მდგომარეობაშია.
– რისი ბრალია ეს ყველაფერი?
– საჭიროა, დავფიქრდეთ ერთ რამეზე: თუ გვგონია, რომ რაღაც ვიცით, კარგად დავფიქრდეთ, ეს ნამდვილად ვიცით თუ არა. თუ ხარ მართლმადიდებელი, იცი კი, რას გასწავლის ეკლესია, ვინ ხარ და რა გევალება, საიდან მოდიან შენი წინაპრები, რა არის კეთილი და ბოროტი? თუ ადამიანს არ გააჩნია ცოდნა და არც უნდა, რომ გაიგოს, ისწავლოს რამე, მაშინ, ჯობია, მას გაერიდოთ, რადგან, ყველასთვის არ არის სიბრძნე. სიბრძნე იმისთვის არის, ვინც ეძებს, რადგან, ვინც ეძებს, ის პოულობს. ის, ვინც არ იცის, მაგრამ, იცის, რომ არ იცის – ესენი აცხადებენ, რომ არ იციან რაღაც, მაგრამ, შეუძლიათ ამის აღიარება და სურთ, ისწავლონ. არ რცხვენია იმის აღიარების, რომ რაღაც არ იცის, რომ უმეცარია და იწყებს სწავლას. იმას კი არ ამბობს, რომ 10 თუ 20 წელია, ეკლესიაში დადის, ამდენჯერ ეზიარა, ამდენჯერ თქვა აღსარება, პირიქით, ამბობს: ვკითხულობ ბიბლიას, საეკლესიო სწავლებებს და ვხვდები, როგორი უმეცარი ვარ, ამიტომ მასწავლე. ეს არის გულმართალი მდგომარეობა. ხშირად ადამიანები ბევრ რამეში ვერ ერკვევიან, მაგრამ ამას ხმამაღლა არასდროს ამბობენ. ამპარტავნები არიან და იმის ხმამაღლა აღიარების რცხვენიათ, რომ რაღაც არ იციან ან ვერ გაიგეს. დღეს, როგორც ეკლესიაში, ისე ერში, ძალიან ბევრი რამ არის სამარცხვინო და ეს უნდა ვიცოდეთ, ვიფიქროთ ამაზე. თუ ამ ცოდნას არ ჩავწვდებით, არ გავიაზრებთ იმას, რაც იყო წარსულში, მოტყუებულები დავრჩებით აწყმოშიც და მომავალშიც. დასაფიქრებელია ის, თუ როგორ იქცევიან თანამედროვე მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, სასულიერო პირები: არ უყვართ საქართველო, ქადაგებენ საკუთარ აზრს, სისულელეს, ეჭვქვეშ აყენებენ წმიდა მამების სიწმიდეებს; ხოლო მართლმადიდებელი ქრისტიანები სჩადიან მკრეხელობას, მრუშობის ცოდვაში არიან და ეს უარესია, ვიდრე რომელიმე სექტაში ყოფნა. ამიტომაც, უნდა ამხილო ის, ვინც შენსავით არის შემოსილი, გაბრწყინებული პანაღია უკეთია და მკრეხელობას ქადაგებს – ეს ცუდი კი არ არის, რადგან, სანამ ის ჯოჯოხეთში აახელს თვალს, მანამდე უნდა დაისაჯოს, შეინანოს; უნდა ილოცო მისთვის, რომ მისი სული გადარჩეს და ერი ბოლომდე არ გაირყვნას.
– ხშირად ადამიანები ერთმანეთში მუდმივად რაღაცას ეძებენ, ელოდებიან. ასეა ხშირად ღმერთთან ურთიერთობაშიც.
– ადამიანი, რომელიც ცბიერია, ატყუებს საკუთარ თავს და ღმერთს. თუმცა, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს. აღსარებაშიც ყვებიან ხოლმე, რომ გარშემო ყველა ცუდია, ყველა რაღაცას აშავებს, მხოლოდ ის არის მართალი. თუ ჩვენ, სასულიერო პირები, არ ვიქნებით გულწრფელები, თავს არ დავანებებთ ცბიერებას, მაშინ მრევლს ვერ მოვთხოვთ. დღეს ბევრი მოძღვარი სხვებს ეუბნება: მკაცრად იმარხულეთ, დაიცავით მცნებები, იკითხეთ დაუჯდომლებიო და თვითონ არაფერს აკეთებენ. მრევლი ბრკოლდება და მიდის ეკლესიიდან. არ უნდა დაგავიწყდეთ მზაკვარი ადამიანები ყველგან არიან. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ, რომ მერე იმედგაცრუებული არ დარჩეთ. იოანე იქროპირი მარხვაში მიმართავს ქრისტიანებს: „ენა ყოველთა ღმერთის სადიდებლად და მისი ქების სათქმელად ვავარჯიშოთ“. ჩვენი ენა რაზე ვარჯიშობს: რა ხდება მეზობლის ოჯახში, ქვეყანაში, მიწაზე, ცაში. ნელა და გარკვევით ილოცეთ, თითოეულ სიტყვაში ჩააქსოვეთ გრძნობა, რომ ყველა სიტყვა შენ თვითონ გაიგო. თუ კარგად ილოცებ, მერე გადი მეზობლებთან, ახლობლებთან და იქადაგე მათთან, ოღონდ არა ისე, რომ ვინმე დააბრკოლო. უნდა მოვისმინოთ ღვთის სიტყვა, სახარება იქნება თუ მისი განმარტებანი. თუ შენი მოძღვრის ქადაგება არ მოგწონს, სხვას მოუსმინე, პატრიარქს მოუსმინე. „გონება სულიერ საკითხებზე ფიქრით დავტვირთოთ“. სულიერი საკითხები რა არის: მე რომ აღსარება ვთქვი, რამე ხომ არ გამომრჩა?! ნეტავ, ყველა ცოდვას მივაგენი, რაც ჩემშია?! მამაომ კარგად გაიგო, რაზე ველაპარაკე, ჩემს სულიერ მდგომარეობას მიხვდა თუ არა?! რა მჭირს მე? – ეს არის ჩემი პირველი სულიერი ნაბიჯი. ზღვის ქვიშასავით აურაცხელ ცოდვას რომ დაინახავ შენს თავში, ეს ნიშნავს, რომ სწორად ვითარდები. და არა ის, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, მამაო, ვეზიარო? სათქმელი იმდენია, როგორ შეიძლება, არ გქონდეს სათქმელი? იმიტომ არ გაქვს სათქმელი, რომ ვერაფერს ხედავ შენს თავში.
– რას მიჰყავს დღევანდელი ქრისტიანები დაცემულ, არასწორ მდგომარეობამდე?
– თუ ადამიანმა საკუთარი თავი არ იცის, ეს ნიშნავს იმას, რომ ამპარტავნებაშია. იოანე პეტრიწი ამბობს: ადამიანს სჭირს ორი უგუნურება, ორი უმეცრება: ერთი ის, რომ უმეცარია და მეორე – არ იცის, რომ უმეცარია. ამპარტავნების საწყისია საკუთარი თავის არცოდნა.  ეკლესია რომ ავიღოთ, ასეთი ადამიანი ცდილობს, სხვას მიუთითოს, ასწავლოს, თვითონ კი, შეიძლება, უარესს აშავებს. ეკლესიის ერთი წმიდა მამა ასეთ ადამიანებს უწოდებს „წმიდა ჯადოქრებს“, რომლებიც საკუთარი ლოცვითი მდგომარეობის, საკურთხევლისთვის ცქერის, ლოცვის მოსმენის გარდა, აკვირდებიან სხვებს, როგორ ლოცულობენ, როგორ ან როდის დაიჩოქებენ, რა აცვიათ და ასე შემდეგ. ვინ როგორ იქცევა, რას აკეთებს – ეს შენი საქმე არ არის. მაგრამ, თუ ხედავ, რომ ადამიანი იღუპება, ცუდ მდგომარეობაშია, მაშინ შეგიძლია, რჩევა მისცე მოკრძალებულად, მშვიდად. არა ისე, რომ ჭკუის დარიგება დაუწყო – რჩევის მიცემა სხვა არის და ჭკუის დარიგება – სხვა. ძალიან ნაცნობი მდგომარეობაა, როცა ადამიანი სხვის სურვილებს ეწინააღმდეგება, ურისხდება და ემტერება. ასე ხშირად ხდება როგორც მშობლებისა და შვილების, ისე, ცოლისა და ქმრის ურთიერთობაში, რაც, საბოლოოდ, დაპირისპირებაში გადადის.  ადამიანი, რომელიც თავის ძალებს ვერ საზღვრავს, იწყებს რაღაც საქმეებს, რომელსაც ვერ ამთავრებს, რადგან მის ძალებს აღემატება, არ შეუძლია, ბოლომდე ვერ მიჰყავს და მძიმე მდგომარეობაში ვარდება. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არავინ არაფერს ეკითხება, მაგრამ მაინც ერევა, თუნდაც ცოლ-ქმრის ურთიერთობაში. ბევრი კი ურცხვად აქებს და ადიდებს საკუთარ თავს – ეს საკმაოდ ხშირად ხდება, თუნდაც. სამაგიეროდ, მხილება და დარიგება არ უყვართ და თავი სულ მართალი ჰგონიათ – ასეთი ძალიან ბევრი გვინახავს, განსაკუთრებით, სასულიერო პირები: სულ მართლები არიან, არაფერში ცდებიან და სხვებს მიუთითებენ იმაზე, რომ ისინი ტყუიან, თავად კი არაფერი ეშლებათ.

скачать dle 11.3