კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 მამაკაცები ცდებიან...

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


მამაკაცები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ ქალს მამაკაცისგან მხოლოდ ძვირფასი საცვლები, საიუველირო ნაწარმი, კრუიზი ან სხვა მსგავსი ფუფუნება სჭირდება. თუ ქალებში გამოკითხვას ჩაატარებთ, მათი სურვილები ძალიან რომანტიკული და არამატერიალური აღმოჩნდება.
მაგალითად, ქალი უარს არ იტყვის და ძალიან  ბედნიერიც იქნება,  თუკი:
1. მამაკაცი  თვალებს აუხვევს და ისეთ ადგილას წაიყვანს, სადაც სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება;
2. შეუქმნის რომანტიკულ გარემოს  და სასიამოვნო სიურპრიზით  გააოცებს;
3. რაც შეიძლება, ხშირად ეტყვის, რომ ის ყველაზე მშვენიერია მათ შორის, ვინც კი ოდესმე შეხვედრია (აქ არ უნდა გადააჭარბოთ, თორემ არ დაგიჯერებთ);
4. მეუღლე საკუთარი ხელით მოუმზადებს ყავას (ჩაის);
5. გააღვიძებს  კოცნით;
6. სამსახურში გაუგზავნის თაიგულს, ან შოკოლადის ნაკრებს (მტრის გულის გასახეთქად);
7. მის გემოვნებასა და კულინარიულ შესაძლებლობებს კომპლიმენტებით შეამკობს.

შეუძლიათ  თუ არა
 ქალსა და მამაკაცს
 მეგობრობა


დღემდე სრულად ვერავინ გასცა პასუხი კითხვაზე – შესაძლებელია, თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა?
 რეალურად,  ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
იმასაც ამბობენ, რომ კაცი არასოდეს გახდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს მისი საყვარელი გახდეს. რა უფრო ძვირფასია ქალისთვის, მეგობრობა თუ სიყვარული? ესეც პასუხგაუცემელი შეკითხვაა. არც იმაზე გვაქვს პასუხი, თუ რატომ გვეშინია, რომ რაღაც დამთავრდება ან დაიწყება.
ქალისა და კაცის მეგობრობას ბევრი უარყოფს, ბევრიც თავგამოდებით იცავს. მიუხედავად ყველაფრისა, მეგობრობა განსხვავებულ სქესს შორის არსებობს, თანაც, არსებობს  ქალისა და მამაკაცის მეგობრობის რამდენიმე სახეობა:
ასეთი რამ ხდება მაგალითად, თუ ბიჭი ინფანტილურია,    „გაიყინა“ მამაკაცური თვისებების განვითარებაში, ხოლო გოგონას, პირიქით, მამაკაცური ხასიათი აქვს. მათ შორის შეიძლება, აღმოცენდეს მეგობრობა. მაგრამ ასეთი მეგობრობა გოგოსთვის მძიმე ხვედრია. მეგობრობა შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის და პაწაწინა უწმინდური ზრახვანიც კი არ ახლდეს. და მაინც, ქალი მამაკაცში ყოველთვის ხედავს კაცს, და, პირიქით, მამაკაცი ქალში ხედავს ქალს.
მამაკაცთან მეგობრობას აქვს დადებითი მხარეები. მას არასოდეს შეშურდება შენი ახალი კაბა, ვერც მომატებულ 200 გრამს შენიშნავს და არც დაგცინებს. იგი შენი კონკურენტი არასოდეს იქნება. როდესაც პაემნების შესახებ უამბობთ, კომპეტენტურ რჩევას მოგცემთ, იმიტომ რომ კაცია და იცის, რას ფიქრობენ კაცები ქალებზე.
საქმიანი თანამშრომლობა – ძალიან პროდუქტიული მეგობრობაა. ხანდახან ბიზნესპარტნიორი შესაძლოა, ქალი იყოს. ქალს და კაცს შორის შეიძლება მეგობრობა, თუ მათ ერთნაირი ინტერესები აქვთ.
დრო ყველაზე კარგად ფილტრავს ადამიანურ ურთიერთობებს, თუ მეგობრობა ნამდვილი არ არის, დროს ვერ უძლებს.
უბრალოდ, მეგობრობა – თქვენ პატივს სცემთ ერთმანეთს, საინტერესოდ ატარებთ დროს, გაქვთ სალაპარაკო თემები და სულაც არ გიქმნით უხერხულობას ის ფაქტი, რომ სხვადასხვა სქესის ადამიანები ბრძანდებით. თქვენი საუბრები ეხება ცხოვრებას და საერთო ინტერესებს. თქვენ ორივეს გყავთ შეყვარებული, მაგრამ არც ერთი არ ეჭვიანობთ, არც თქვენ და არც თქვენი შეყვარებულები, რადგან აშკარად ჩანს, რომ თქვენ, უბრალოდ, მეგობრები ხართ და არ ძვრებით ერთმანეთის პირად ცხოვრებაში. ასეთი რამ იშვიათად ხდება, მაგრამ ხდება. ეს ერთგული მეგობრობაა. ქალსა და კაცს შორის შეიძლება, არსებობდეს ჯანსაღი, სუფთა და გულწრფელი ურთიერთობა, მაგრამ არავინ იცის, რა დროს რა გრძნობა გაჩნდება...

როდისაა მამაკაცი
 შეყვარებული

იმის გამოცნობა, უყვარხარ თუ არა მამაკაცს, ადვილი არ არის. ძნელია, ურთიერთობის პირველ ეტაპზე მიხვდე გაგრძელდება თუ არა თქვენი  სიყვარული  სამუდამოდ. მაგრამ ადვილი გამოსაცნობია, რეალურად როდის არის მამაკაცი თქვენით აღფრთოვანებული (ან თითქმის შეყვარებული):
*  თვალებით კონტაქტი – თუ მამაკაცი გამუდმებით გიყურებთ თვალებში, ეს იმის ნიშანია, რომ უყვარხართ. როცა მამაკაცს რაიმე არ აინტერესებს ის, უბრალოდ, გვერდზე იხედება;
*  თუ მამაკაცი უღრმავდება თქვენს პიროვნებას და აინტერესებს თქვენი სურვილები, ოცნებები და საიდუმლოებებიც კი, ანუ ყველაფერი, რაც თქვენ აღგაფრთოვანებთ, ის აშკარად მოხიბლულია;
* გულში გიკრავთ – გეხვევათ და ცდილობს, ახლოს ჰყავდეთ;  გეხებათ – თმებზე, ხელებზე, ნიკაპზე, ამით ცდილობს იმის გამოხატვას, რომ ის თქვენ გვერდითაა;
* გაცნობთ მეგობრებს – შეყვარებულ მამაკაცს არ ეშინია, წარგადგინოთ მეგობრებთან. მისთვის მეგობრების აზრს უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ცდილობს, დაანახოს მათ, რომ ის თქვენთან ბედნიერია;
* უმნიშვნელოვანესი მომენტია, როდესაც მამაკაცი გაცნობთ მშობლებს, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ თქვენზე სერიოზულად ფიქრობს, მოკლედ, შეყვარებულია;
* გამუდმებით გირეკავთ ან გწერთ, მოკლედ, თქვენთვის დრო ყოველთვის აქვს – გაგიმართლათ! ყოველ დილით, გხვდებათ სასიამოვნო ტექსტი მობილურზე და სამუშაო დღის ბოლოს ყოველთვის ცდილობს, გაგამხნევოთ, ტკბილი სიტყვებით განგტვირთოთ, არასოდეს ელოდება, რომ პირველი მისწერთ;
* ურთიერთობაში დგება მომენტები, როდესაც ერთფეროვნება ისადგურებს და თქვენ მოწყენილი ხართ, მას კი ნებისმიერ დროს შეუძლია, გულიანად გაგაცინოთ. ცდილობს, ყოველთვის შემოიტანოს ხალისი თქვენს ცხოვრებაში;
*  თავისუფალ დროს თქვენთან ერთად ატარებს – არ აქვს მნიშვნელობა, სადილი იქნება ეს თუ სამსახურის შემდგომ გასეირნება, ვახშამი თუ კინოთეატრი, როდესაც მამაკაცი შეყვარებულია,   მისთვის მთავარია, თქვენ მის გვერდით იყოთ;
* ეჭვიანობს – კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ აღელვებთ;
* საუბრობს მომავალზე – გაცნობთ მომავლის გეგმებს და ღიმილით შენიშნავს, რომ წლების შემდეგ ერთად ბევრს მიაღწევთ;
* ცდილობს, დაგანახოთ, რომ მისთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, ამიტომაც გითმობთ;
* ზრუნავს და გმფარველობთ – ღელავს, როდესაც უიმისოდ მიდიხართ სადმე, აუცილებლად გირეკავთ და ამოწმებს, ყველაფერი რიგზეა, თუ არა;
* დიდხანს ვერ გიბრაზდებათ – შეუძლია, მაშინაც კი მოიხადოს ბოდიში, თუ დამნაშავე ის არ არის. უბრალოდ, უყვარხართ და სხვანაირად არც შეუძლია;
* აღგიქვამთ, როგორც პიროვნებას და პატივს გცემთ, შეუძლია, მოგისმინოთ მაშინაც კი, თუ ეს მისთვის მოსაბეზრებელია.скачать dle 11.3