კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 მუქთად დაფინანსებულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „ბედი მომეც, პარლამენტში დამაგდეო“

პარლამენტმა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ბევრი ეცადა თუ ცოტა (უფრო ბევრი), „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, რის მიხედვითაც, პარტიას კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი მიენიჭება და საბიუჯეტო დაფინანსებაც გამოეყოფა, თუკი პარლამენტში მაჟორიტარს გაიყვანს, ხოლო ის მაჟორიტარი კი ფრაქციას შექმნის.
ცვლილებების ავტორ-ინიციატორები დეპუტატები გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე არიან. ისიცაა, რომ ამ ცვლილების კანონად ქცევის გზა მთლად ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა: ან კი როგორ იქნებოდა, როდესაც საბიუჯეტო დაფინანსებას, ჩვენთან არსებული კანონმდებლობით, ისედაც იღებენ ის პარტიები, რომლებიც საარჩვენო ბარიერებს ვერ გადალახავენ, მაგრამ არჩევნებისას ხმათა გარკვეულ პროცენტს დააგროვებენ. ოფიციალური მოტივით, იმიტომ რომ გაცხოველდეს პოლიტიკური ცხოვრება ნორჩი დემოკრატიის ჩვენს ქვეყანაში, რეალურად კი, იმიტომ რომ თითოკაციანად წოდებულმა მშობლიურმა პარტიებმა მშობლიური ბიუჯეტიდანვე ხეირი ნახონ.
ჯერჯერობით ამ ცვლილებების შედეგად კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და საბიუჯეტო დაფინანსებას „მრეწველები“ მიიღებენ, მაგრამ სავარაუდოა, რომ მომავალში სხვა მეხეირენიც გამოჩნდებიან.
საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ, თუ ამ ტემპით გაგრძელდა საბიუჯეტო დაფინანსებების ჩამორიგება პოლიტპარტიებისთვის, არც ისაა გამორიცხული, საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად არჩევნებში მონაწილეობა საერთოდაც აღარ იყოს საჭირო.
скачать dle 11.3