კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 გოგონების მხრიდან რა შემოთავაზებებზე ამბობს უარს ლაშა მაზანაშვილი და გაყიდა თუ არა მან თავისი ნახმარი ჟაკეტი 7 000 ლარად

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

19 წლის ლაშა მაზანაშვილი საზოგადოებამ თავისი ლექსებით გაიცნო და სულ მალე „ინტერნეტ-ვარსკვლავიც“ გახდა. მის წაკითხულ ლექსებს მილიონზე მეტი ნახვა აქვს. როგორც თავად ლაშა ამბობს, ის თავის პოპულარობას,  მომავალში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმის კეთებას მოახმარს.
ლაშა მაზანაშვილი: 13 წლიდან ვწერ ლექსებს. თავიდან, უფრო გატაცება იყო. შემდეგ გამოვაქვეყნე პირველი ლექსი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მეც გავაგრძელე. პირველად რომ გამოვაქვეყნე, ვნერვიულობდი. დიდი კრიტიკაც იყო, ავღელდი, ავფორიაქდი და შემდეგ დავლაგდი. მივხვდი: არ უნდა გავჩერებულიყავი. ახლა ჩემ მიმართ იმხელა კრიტიკაა, მგონი, საქართველოში არავისზე, თან ახალგაზრდაზე, ამხელა კრიტიკა არ არის, მაგრამ არ ვაპირებ გაჩერებას. კრიტიკა უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი, უფრო კარგი, გავაკეთო.  
– რას გულისხმობ?
– ის ლექსები, რომლებიც „ფეისბუქზე“ განვათავსე, არ არის ისეთი, რომ ისტორიას დარჩეს. ჯერ მინდოდა, ისეთი ლექსები დამეწერა, რომლითაც ხალხს მოვიზიდავდი. თუნდაც, გავეკრიტიკებინე, ჩემზე ელაპარაკათ. ჯერ მასა მოვიზიდე და ახლა ხარისხზე ვიზრუნებ, იმაზე, რასაც ნამდვილი პოეზია ჰქვია. რასაც ვწერდი და დამიწერია რამდენიმე ლექსის გარდა, არ იყო ხარისხიანი და ღირებული.
–  ეს ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდი, ხალხის მოსაზიდად ხდებოდა?
– კი, ჯერ მინდოდა, ხალხი მომეზიდა. ვიცი, რომ სადღაც აუცილებლად დამაფასებენ.
– ჯერ არ ხარ დაფასებული?
– დაფასებული ბევრისთვის ვარ, რადგან არ ვჩერდები, ჩემს საქმეს ვაგრძელებ.
– როგორ რეაგირებ კრიტიკაზე?
– ვიღაც გადამთიელი ჩემზე რამეს რომ იტყვის, ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. საზოგადოების აზრს არ გავითვალისწინებ. ჩემთვის არ არსებობენ ინდივიდები, არსებობს საზოგადოება და ოჯახი, რომელსაც ჩემთვის კარგი უნდა და მირჩევს. ჩემი საქმის პროფესიონალმა რომ მომცეს შენიშვნა, გავითვალისწინებ. დედა მეუბნებოდა: ისეთი რამ გააკეთე, ხალხს მოეწონოო. იცის, რომ არ ვარ დებილი, ჭკვიანი ვარ და რაღაც მექნება ჩაფიქრებული, თავს ტყუილად არ ვალანძღინებ ხალხს. ვნახოთ, რამდენიმე წელში ხალხის რეაქცია ჩემ მიმართ.
– რა დონის პოეტად მიიჩნევ საკუთარ თავს?
– ჯერჯერობით, საკუთარ თავს პოეტად არ მივიჩნევ. საზოგადო მოღვაწე უფრო ვარ. საკუთარ აზრს მხატვრულად გამოვხატავ. თან იმდენი მსმენელი მყავს... უფრო ახალგაზრდა თაობაზე ვმუშაობ, ვიცი, რომ ახალგაზრდები ქვეყნის გადამრჩენლები არიან. ჭაობში ვართ დღეს და მინდა, რომ საუკეთესოსკენ მივუთითო მათ. ჩვენ, ახალგაზრდები, გადავარჩენთ საქართველოს, უბრალოდ, სწორი გზა გვინდა. ბევრი ფიქრობს ასე, მაგრამ არ შეუძლიათ ან ეშინიათ საკუთარი აზრის გამოხატვის. მე არაფრის მეშინია, მით უმეტეს აზრის გამოხატვის. ამაში ხელისუფლებმაც უნდა შეგვიწყოს ხელი. რადგან საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანია და სახელმწიფომაც უნდა მოგვცეს ბიძგი, რომ განვვითარდეთ. ნიჭიერებას არავინ აფასებს. ჩემს თაობას მოტივაცია სჭირდება.
– ბუნებით ხარ ეპატაჟური ტიპი?
– ბუნებით საერთოდ არ ვარ ისეთი, როგორსაც ხალხი მხედავს. ვთამაშობ იმ როლს, რომელიც მოვირგე. პერსონაჟი გამოვიგონე, რომელიც ხალხს რაღაცებს დაანახვებს. ჩემი პერსონაჟი ცდილობს, ხალხს მიუთითოს თავის ცუდ მხარეებზე, უკეთესობისკენ უბიძგოს. ხანდახან მომწონს ჩემი პერსონაჟი, ხანდახან არა – ხალხს იწვევს ხოლმე. მაგრამ, ესეც საჭიროა ყურადღების მისაქცევად.
–  აგრესია თუ ყოფილა შენ მიმართ?
– ცხოვრებაში არ ყოფილა აგრესია. „ფეისბუქზე“ რომ შეხვალ, ჩემზე ყველგან ცუდი რაღაცები წერია, აზიარებენ. სოციალურ ქსელში რამდენი ვცხოვრობთ საქართველოში და იმის 70 პროცენტი მლანძღავს, მაგრამ პირადად არაფერი ყოფილა ცუდი. მეცინება ხოლმე, რომ მწერენ: როგორ ხარ და მერე გინება.
– შენი ჟაკეტი მართლა გაიყიდა 7 000 ლარად?
– ეს ჟურნალისტებმა მოიგონეს. ხანდახან მეც ვეხმარები მათ ამ კუთხით, მაგრამ ჟაკეტზე არ დავხმარებივარ – არ გამიყიდია. ერთ საათში დაახლოებით მთელმა საქართველომ იცოდა, გაზიარებული ჰქონდა, შოკი იყო. კიდევ ერთი ნიუსი იყო, თითქოს, ხალხს ჩემთან სელფის გადაღება ავუკრძალე. ამასაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
– მართლა ღირდა შენს საღამოზე დასასწრები ბილეთი 645 ლარი?
– ესეც მოიგონეს. უფასოა ხოლმე. თუ მინდა, დავადებ 645 ლარს, მაგრამ არავინ მოვა, მხოლოდ მე ვიჯდები. ჟურნალისტებმა იციან, რომ ჩემი რაღაც სიახლის გამო მათ საიტზე მილიონობით ადამიანი გადავა. ჭკვიანები არიან.
– რას გწერენ ხოლმე გოგონები?
– ესემესებს არ ვკითხულობ. ერთი-ორჯერ გადავიკითხე და ისეთი საზიზღრობები იყო, გოგონას რომ არ შეშვენის – რაღაცის შემოთავაზებები, სექსი, მაგალითად. მერე გადადიხარ მის „ფეისბუქ-გვერდზე“ და ნორმალური გოგოა. ასეთი გოგოები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოები არიან. ჩემზე ზედმეტად რომ აფანატებენ, ასეთი გოგონებიც არ მომწონს.
– რა არ მოგწონს გოგონაში?
– გოგონაში არ მომწონს არაჰიგიენურობა, სიქაჯე, ნაზი უნდა იყოს. მომწონს სექსუალური გოგონები, ოღონდ სექსუალურობას ინტელექტით ვაფასებ. არც ზე-ლამაზი გოგო მინდა, ხმა ამოიღოს და გავიქცე. როცა მომწონს ვინმე, თამამი ვარ, მაგრამ არ ვთამაშობ – რაც ვარ, ისეთი ვარ. ურთიერთობაში უნდა დაინახოს ჩემი ცუდიც და კარგი მხარეებიც. ყურადღებიანი გოგონები მომწონს და გოგონებსაც, ალბათ, ყურადღებიანი ბიჭები მოსწონთ. თუმცა გოგონასთვის არაფერი მიჩუქებია. მათ უფრო უჩუქებიათ, პატარ-პატარა რაღაცები.
– მანქანა არ უჩუქებიათ?
– მანქანა რომ მაჩუქონ, თან გადავყვები. ლექსს კი არა, პოემას დავუწერ.
–  მითხარი, რომ ჩემს ძმისშვილს ჩემს ლექსებზე ვაძინებო.
– მაგარი ტიპია და მაგრად „ვევასები“. ეტყობა, ჩემი ლექსები არ ესმის და მაგიტომ იძინებს, „კაიფდება“ ხოლმე.
– სხვებიც დაგიძინებია?
– გოგონას თუ უთქვამს და მეც ჩავთვალე საჭიროდ, წამიკითხავს. ჩემს საღამოზე რამდენიმემ იტირა. პირადში ისეთი არაფერი მომხდარა, შეიძლება, ეშინიათ ჩემი.
– რატომ ეშინიათ?
– საშიში არ ვარ, მაგრამ ძალიან „იაზვა“, ირონიული ვარ. ეს ბევრ რამეში მეხმარება – მინუსების დასაფარად არა, ასეთი ვარ.
– შენც რომ ასე გესაუბრებიან, მოგწონს?
– მე ვერ „გამიქაჩავენ“. ვერც „იაზვობაში“, ვერც ცინიზმში, შემართებაში. ჯიუტი ვარ, მიზანდასახული. იცი, როგორი სულელები არიან ახალგაზრდები, რასაც გინდა, გააკეთებინებ. საერთოდ არ ფიქრობენ, არ არიან ჭკვიანები. დაუფიქრებლად დგამენ ნაბიჯს და ასეთი ხალხის დამორჩილება მარტივია.  მე ვცდილობ, ახალგაზრდები მივახვედრო, რომ საქართველო უნდა გადავარჩინოთ. რომ გადიხარ თბილისში, იმდენი თურქული, ირანული კლუბებია, წარწერები, აფიშები... პირველად ეგენი უნდა გავყაროთ საქართველოდან. სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, ჩამოვიდნენ ტურისტებად, მაგრამ ბარებს ხსნიან, თავის სახელობის რაღაცებს. ხალხი უნდა დავიყენო გვერდით და ერთად გამოგვივა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენია საქართველო. სიტყვით ბევრი რამ წყდება და მე მაქვს ამის ძალა. ვიცი ბევრი დამიდგება გვერდით და საქართველოს გადავარჩენთ.

скачать dle 11.3