კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 ვინ და რატომ აყურყუტა საავადმყოფოში მამუკა კიკალეიშვილი და მისი მეგობრები რადიაციულ შემოწმებაზე

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ცნობილი მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „1986 წლის ზაფხულში ჩემს ორ მეგობართან ერთად მოსკოვში ვიმყოფებოდი. ახალგაზრდები ვართ. რომ იტყვიან, სისხლი გვიდუღს. რა დასამალია და სამი მაგარი „ნაშა“ „მოვხსენით“. რა თქმა უნდა, რესტორანში უნდა წავიყვანოთ. ფულის ნაკლებობას არ განვიცდიდით, მაგრამ პრობლემა თავისუფალი ადგილი იყო. როგორც წესი, მოსკოვის ყველა რესტორანში, ისევე როგორც კულტურულ დაწესებულებებსა თუ სავაჭრო ცენტრებში ყოველთვის გრძელი რიგები იდგა. ყველა მორჩილად ელოდა თავის რიგს და ურიგოდ ვერ შეხვიდოდი. გვინდოდა, ახლა „ნაშებთან“ ერთად თავმომწონე ქართველებს რიგში დგომა რესტორანში შესასვლელად? არა. და იმის საშუალებაც არაა, რომ შვეიცართან მიხვიდე, ხუთი თუმანი ჩაუდო და ადგილი „გაგიჩითოს“. ვფიქრობ, რა ვქნა, რა ვქნა-მეთქი და ერთი აზრი მომივიდა თავში. გადავედი რკინეულობის მაღაზიაში. ვიყიდე რკინის წებო. ხელზე დავისხი. დავაცადე, სანამ გახმა. შემდეგ კი ჩემს მეგობრებთან და „ნაშებთან“ ერთად რესტორნის რიგს მივუახლოვდი. საბრალო სახე მივიღე. ხელიდან გამხმარ წებოს ვიძრობ (ვითომ კანს), თან, ვამბობ, გაგვატარეთ, მოქალაქეებო, ურიგოდ გვეკუთვნის. ჩერნობილიდან გუშინ ჩამოვედით-მეთქი. ამ ფრაზის გაგონებასა და ამძვრალი კანის დანახვაზე, უზარმაზარი რიგი უმალვე დაიშალა, რომ რადიაცია არ გადაგვედო და რესტორანში ამოვყავით თავი. დავსხედით, შეკვეთა მივეცით და მხიარულად ვსაუბრობთ. უცებ გავიხედე და რას ვხედავ – რესტორანი ნელ-ნელა იცლება სტუმრებისგან. თან ჩვენ გვიყურებენ, ხოლო მიმტანები (ოფიციანტები) კი, სათოფეზეც არ გვეკარებიან, რომ არ დასხივდნენ. როცა ყველაფერს მივხვდი, უკვე გვიან იყო. მილიცია და რადიაციული სამსახური ერთდროულად მოვიდა. ექვსივე საავადმყოფოში გაგვაქანეს და მანამდე გვაყურყუტეს იქ, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ არ ვასხივებდით. ასე ჩაგვმწარდა „ნაშებიც“, რესტორანიც და სულ კბილების ღრჭიალით წამოვედით საავადმყოფოდან.
скачать dle 11.3