№16 ბრძნული აზრები
პეტრარკა: მამაცობა არის შიშის მართვა და არა შიშის არარსებობა.
როხასი: გახსოვდეს ყოველი დღე პირველია შენს დარჩენილ ცხოვრებაში.
კორნელი: როდესაც ადამიანს ჩუქნი ნდობას, ეს ნიშნავს, რომ ხელში აძლევ დანას, რომლითაც შეუძლია, დაგიცვას ან გაგანადგუროს.
რუსო: ყველას მიაჩნია ბედნიერებად ის, რაც მას არ აქვს.
ტვენი: არავის ესროლოთ ჭუჭყი. ჭუჭყმა შეიძლება, მიზნამდე ვერ მიაღწიოს. თქვენ კი ხელებს გაისვრით.
როლანი: სხეულით თუ დაეცემი, წამოგაყენებენ; სულით თუ დაეცემი, გაგანადგურებენ.
ჩეხოვი: საკუთარი თავის პოვნა შეუძლებელია, საკუთარი თავი უნდა შექმნა.
ლინკოლნი: ნამდვილი ლიდერი უკან უნდა მოდიოდეს, ამას ნებისმიერი მწყემსი დაგიდასტურებთ.
საადი: ხშირად თუ გავიხსენებთ წარსულს, დავკარგავთ მომავალს.
ლემი: არ არსებობს ურთიერთობები კამათისა და წყენის გარეშე. ძლიერი ადამიანები კამათობენ და ბრაზდებიან, მაგრამ ადგილზე რჩებიან. სუსტები შემცვლელს ეძებენ.
ბერკი: სიმდიდრეზე თუ გავიმარჯვებთ, მდიდრები და თავისუფლები გავხდებით.
მონტენი: ცუდ ადამიანს რომ ნახავ, გაიფიქრებ, სად მინახავსო, ხოლო კარგს როცა ნახავ, გგონია, თითქოს, პირველად ნახე.
ვოლტერი: ნუ დაკარგავ საკუთარ თავს, იმიტომ რომ სხვა იპოვე.
კლიუჩევსკი: ნუ ცდილობთ ბავშვის აღზრდას, ის მაინც თქვენ დაგემსგავსებათ.
კონფუცი: როდესაც მართალი ხარ, არავის ახსოვს, საკმარისია, შეგეშალოს რამე, არავის დაავიწყდება.
ჟვანეცკი: თუ ფიქრობთ, რომ ღმერთი ზის და ფიქრობს, როგორ მოგივლინოთ პრობლემები და დაავადებები, ესე იგი, თქვენ განდიდების მანიამ შეგიპყროთ.
ჩესტერფილდი: კარგად მოისმინე, რას ამბობენ შენი მტრები. მათ იციან ყველა შენი ნაკლი და შეცდომა.
ადისონი: ვერაფერს ისწავლი ადამიანისგან, რომელიც ას პრობლემას შეისწავლის. ისწავლე ადამიანისგან, რომელსაც ერთი პრობლემა ასჯერ აქვს შესწავლილი.
მოლიერი: ქალი შეიძლება, არ გიყვარდეს, მაგრამ მასთან ერთად მშვიდად იცხოვრო. მაგრამ შეუძლებელია, მშვიდად იცხოვრო, თუ გიყვარს.
მოპასანი: მე მივხვდი, რატომ ვერ ვპოულობთ ჩვენ საერთო ენას. ვკამათობთ და ვჩხუბობთ, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა რამ გვინდა: მე – შენ და შენ – მე.