კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 ორჯერ ნასამართლევმა მამაკაცმა ნათესავი გოგონა გაუპატიურების შემდეგ ჩანგლით ყელში დაჭრა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

 წარსულში ორჯერ ნასამართლევ მამაკაცს  22 წლის  გოგონას გაუპატიურებისა  და მკვლელობის მცდელობისთვის  13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, რომლის მიზანიც განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობის  დადგენა იყო, 43 წლის მერაბ დ-ძე ფსიქიკურად გაწონასწორებული აღმოჩნდა – მას შეეძლო საკუთარი ქმედების კონტროლი. ამასთან ერთად,  დანაშაული, რომელიც მან მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, რადგან მამაკაცი ახალგაზრდა გოგონას გაგუდვას ცდილობდა, შემდეგ კი მას ყელის  არეში  ჩანგლით მძიმე დაზიანება მიაყენა.  
 საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ  მერაბ დ-ძე და ირინა ბ-შვილი შორეული ნათესავები იყვნენ. მერაბ დ-ძე სოფელში, სადაც ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდა, ცოლ-ქმარ ეთერ და სოსო ბ-შვილების ხშირი სტუმარი იყო. გოგონა სწორედ ამ ცოლ-ქმრის მეზობლად მდებარე ბინაში ცხოვრობდა.  მერაბ დ-ძე მას კარგად იცნობდა, გოგონა ძალიან მოსწონდა და სოფელში ყოველი ვიზიტის დროს მასთან დაახლოვებას ცდილობდა. მერაბ დ-ძე წარსულში ორჯერ იყო  ნასამართლევი, ორჯერვე მძიმე დანაშაულისთვის. გოგონას მშობლები მუდმივად აფრთხილებდნენ, რომ მისგან თავი შორს დაეჭირა. უფრო მეტიც, ამის გამო ირინა ბ-შვილის ოჯახს და მარტოხელა ცოლ-ქმარს შორის, რომლებიც თბილისელი ნათესავის იმედად ცხოვრობდნენ, რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, იმ დღეს, როდესაც   მერაბ დ-ძემ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ის სოფელში ნათესავთან წვეულებაზე  იყო ჩასული. იქ იყვნენ გოგონას ოჯახის წევრები და  მისი ნათესავი ცოლ-ქმარიც, რომლებიც წვეულებას ბოლომდე  დაესწრნენ. გამოძიების მასალების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერაბ დ-ძემ სუფრა მალე მიატოვა, იმ იმედით, რომ  სახლში დარჩენილ გოგონას დაიმარტოხელებდა. მოგვიანებით მან სამართალდამცველებთან აღიარა, რომ ამ შემთხვევას დიდხანს ელოდა. ირინა ბ-შვილის ჩვენების მიხედვით, როდესაც დაუპატიჟებელი სტუმარი სახლში მიადგა, ის ბინაში მარტო იყო. ამონაწერი გოგონას ჩვენებიდან: „მისი სტუმრობა არ მომეწონა, ნასვამი იყო. ვუთხარი, სახლიდან მივდივარ-მეთქი, რაზედაც მიპასუხა: ბიცოლაჩემის სახლში ყავა ვერ ვიპოვე, ყავა დამალევინე და წავალო. ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში გავედი, როცა ის თავს დამესხა, წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი“. დაზარალებული გოგონას ჩვენების მიხედვით, მერაბ დ-ძემ მასთან სქესობრივი კავშირი ძალის გამოყენებით სამზარეულოში დაამყარა. გოგონა მოძალადე მამაკაცისგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ  უშედეგოდ. გოგონას ყვირილის ხმა რომ ჩაეხშო, მას სახეზე ბალიშიც კი დააფარა. გონებადაკარგული გოგონა გონზე მოსვლის შემდეგ კვლავ შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, მერაბ დ-ძემ მას ჯერ ყელში წაუჭირა ხელი და მისი დახრჩობა სცადა, შემდეგ კი, როდესაც გოგონა ხელიდან დაუსხლტა, მამაკაცმა  მაგიდიდან  ჩანგალი აიღო და მას ყელში დაარტყა.
 სახლის დატოვებისას მერაბ დ-ძე შემთხვევით მეზობელ მამაკაცს გადაეყარა, რომელსაც მისი იქ ყოფნა საეჭვოდ ეჩვენა. მოწმის ჩვენების მიხედვით, როდესაც მან ჰკითხა, აქ რას აკეთებო, მერაბმა  უპასუხა, ირინას მამასთან ვიყავი საქმეზეო. მამაკაცს ნასვამი  მერაბ დ-ძის  ქცევა არ მოეწონა და როგორც კი ის თვალს მიეფარა,  მეზობლების ბინაში შევიდა. სწორედ მან აღმოაჩინა დაჭრილი და გონდაკარგული გოგონა, რომელიც მთვრალ მოძალადეს  გარდაცვლილი ეგონა. მოწმის ჩვენების მიხედვით, მამაკაცმა ჯერ მეზობლებს დაუძახა, შემდეგ კი, მათი დახმარებით, სასწრაფო გამოიძახა. ექიმებმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონას გადარჩენა შეძლეს.
სამართალდამცველებმა მერაბ დ-ძე, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, იმავე ღამეს დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული დეტალურად აღწერა, თუმცა მოგვიანებით, როცა სასამართლოზე წარსდგა, ჩვენება ნაწილობრივ შეცვალა. დაზარალებული გოგონას ოჯახის წევრებისა და ნათესავების რისხვას დაკავებული მერაბ დ-ძე  ძლივს გადაურჩა, სოფელი მისი ლინჩის წესით  გასამართლებას ითხოვდა, თუმცა დაკავებული მამაკაცი სამართლადამცევლებმა  განრისხებულ მოსახლეობას გაარიდეს და რაიონიდან მალე წაიყვანეს. ამონაწერი განასასჯელის ჩვენებიდან: „ირინა ძალიან მიყვარდა, მინდოდა, ცოლად შემერთო, მაგრამ ჩემი წარსულისა და ასაკის  გამო – მასზე ბევრად უფროსი ვიყავი,  მისი ოჯახი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. თვითონ ირინაც ჩემს გრძნობებს ცინიკურად პასუხობდა, ამიტომაც ვიყავი მასზე გამწარებული. ერთი-ორჯერ ბიცოლაჩემს ისიც კი ვუთხარი, აქ აღარ ჩამოვალ, ირინას ყურება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი ჩემს კმაყოფაზე იყვნენ და უპატრონოდ ვერ ვტოვებდი.  იმ დღეს ძალიან მთვრალი ვიყავი. როცა ბინაში მივედი, ირინამ მასხრად ამიგდო, შეურაცხყოფა მომაყენა, გამწარებულმა ასე ვიძიე მასზე შური –  თუმცა როცა მივედი, არც მისი გაუპატიურება მიფიქრია და არც დაჭრა, ეს სულიერი აღელვების გამო ჩავიდინე“. დაზარალებული გოგონას დედის ჩვენების მიხედვით, მერაბ დ-ძე გოგონას ხშირად ემუქრებოდა და ეს მუქარა სისრულეში სწორედ იმ დღეს მოიყვანა. ჩემი შვილის ცოლად მოყვანა არ უნდოდა, ამას იმიტომ იგონებს, რომ თავი გადაირჩინოსო, – აცხადებდა ირინა ბ-შვილის დედა. დაზარალებული ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა, მას, საბოლოოდ, გოგონას გაუპატიურებისა და მკველელობის მცდელობაში დასდეს ბრალი. განსასჯელს  პირველ ჩვენებაში ჰქონდა განცხადებული, რომ „გოგონა მკვდარი ეგონა“  და „შემთხვევის ადგილს გაერიდა“, თუმცა, რომ არა მეზობლის დროული დახმარება, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონასთვის მართლაც დამდგარიყო ფატალური შედეგი. სასამართლომ არ გაიზიარა მერაბ დ-ძის დაცვის მიერ მოთხოვნილი სასჯელის შემსუბუქება  და მას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
 
скачать dle 11.3