კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 სადედამთილომ იმიტომ დამიწუნა, რომ მიმტანად ვმუშაობ


ყოველთვის წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და უნივერსიტეტშიც სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე. სულ ვცდილობ, ჩემი ოჯახი ვასახელო და ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ პატიოსანი შრომა ჩემს პირად ცხოვრებას ასე დააზარალებდა. მოკლედ, ოჯახს ჩემი სწავლის ფულის გადახდა გაუჭირდა და ვიფიქრე, სწავლის პარალელურად, ვიმუშავებ და ფულს შევაგროვებ-მეთქი. სიყვარულსა და გათხოვებაზე არ ვფიქრობდი. ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში დავიწყე მიმტანად მუშაობა და საკმაოდ კარგი ანაზღაურებაც მაქვს. დირექციაც ხელს მიწყობს და თავს კარგად ვგრძნობ, არც სწავლაში მეშლება ხელი. ფინანსურმა დამოუკიდებლობამ უფრო მეტი თავდაჯერებულობა და სტიმული მომცა. ვფიქრობ, სტუდენტობის პერიოდში, ეს ყველაზე კარგი შანსია და მერე კი, უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ, ჩემი პროფესიით გავაგრძელებ მუშაობას. მოკლედ, სწორედ ამ რესტორანში გავიცანი ვახო. ხშირად მოდიოდა მეგობრებთან ერთად და ერთ დღესაც, გამიყვანა გვერდზე და მითხრა, ძალიან მომწონხარ, სერიოზულად გიყურებ და იქნებ ურთიერთობა ავაწყოთო. რასაკვირველია, ეს შეურაცხოფად მივიღე და ცივად ვუპასუხე, რომ თუ უნდოდა, პრობლემა არ შექმნოდა, ახლოს არ გამკარებოდა. იმ წუთს არაფერი უთქვამს. სამსახურის მერე კი, გარეთ დამხვდა, გამაჩერა და ბევრი მელაპარაკა. ასე იყო თუ ისე, ტელეფონის ნომერი მივეცი და იმ დღიდან, შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ღამეებს ვათენებდით ტელეფონზე საუბარში, რესტორანშიც ხშირად მნახულობდა და სამუშაოს მერეც, ვხვდებოდით ერთმანეთს. როცა ჩემი მეგობრები გავაცანი, მითხრეს, ისეთი ბიჭია, არ მოგატყუოს, ხომ იცი, ფულიანმა და მაგარმა ტიპებმა როგორ იციანო. მეგობრების ნათქვამზე მეც დავფიქრდი: მართლა მოტყუებული არ დავრჩე-მეთქი და ვახოს გამოვუცხადე, ვეღარ შეგხვდები, ნურც შენ მოხვალ ჩემ სანახავად, ვფიქრობ, ეს უბრალო გატაცებაა და ასეთი ურთიერთობა არ მინდა-მეთქი. გადაირია, გაგიჟდა, ეს როგორ მაკადრე, მე შენ სერიოზულად გიყურებ, მინდა, შენ გვერდით ბევრი წელი გავატარო და თუ ასე ფიქრობ, ახლავე ცოლად გამომყევიო. რასაკვირველია, ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ და ამიტომ, უარი ვითხარი. მაშინ, ჩემს მშობლებს გაგაცნობ, შენებიც გამაცანი, დავინიშნოთ და ურთიერთობა გავასაჯაროოთო. იმდენად მიყვარდა, ვიფიქრე, არ დავკარგო ეს ადამიანი-მეთქი და დავთანხმდი. ამ დროს, არც მის ქონებაზე და არც მის წარმომავლობაზე არ ვფიქრობდი. უბრალოდ, შემიყვარდა და შევუყვარდი. მერე რა, რომ მე მიმტანად ვმუშაობ და ის – საჯარო სამსახურში? მოკლედ, ოჯახში ამიყვანა და დედ-მამა რომ გამაცნო და უთხრა, ეს ის ადამიანია, ვინც მიყვარს და ვფიქრობთ, მომავალში ოჯახი შევქმნათო, დედამისმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, პირში მომახალა: რა ვქნა, მე შვილი მიმტანისთვის არ გამიზრდიაო. ელდა მეცა, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, თავჩაღუნული ვიჯექი, შეურაცხოფილი და დამცირებული. ვერაფერი ვუპასუხე, მაგრამ მივხვდი, ეს ადამიანი რძლად არასდროს მიმიღებდა. მესმის, საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ოჯახია და მე და ჩემი ოჯახი მათთან ვერასდროს მივალთ, მაგრამ, გულწრფელი სიყვარულიც ხომ არსებობს? ვახოც დაბნეულია, არ უნდა ოჯახს შეეწინააღმდეგოს, მეც ვერ მთმობს და ჩვენი ურთიერთობა, ნელ-ნელა, იმის გამო, რომ სწავლის ფულს ვაგროვებ და მიმტანად ვმუშაობ, ჩიხში შედის. ვხვდები, მომიწევს ვახოს დაკარგვა და გული მტკივა. მართალია, რომ ამბობენ, სიყვარული მსხვერპლს მოითხოვსო. უბრალოდ, გულსატკენია, რომ გრძნობაც ფულით იწონება.
თიკა, 22 წლის.


скачать dle 11.3