№16 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 3 სექტემბერს, დილის საათებში. უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?
პასუხი: უცხოეთის ქვეყნებიდან კარგია და მისაღები: ინდოეთი, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია და ესპანეთი. სხვათა შორის, უცხოეთი თქვენი კოსმიური მისიაა და მასთან კონტაქტი აუცილებელიც კია.
კითხვა: დავიბადე 1996 წლის 4 მაისს, დილის 6 საათზე. მინდა უცხოეთში სამუშაოდ წასვლა. რომელი ქვეყნებია ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: ირლანდია, უკრაინა, პოლონეთი, კვიპროსი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი, არგენტინა, კუნძული შრი-ლანკა, გერმანიიდან – ბავარიის მხარე, ნორვეგია, შვედეთის დასავლეთი მხარე, მექსიკა, კუბა, უნგრეთი. ყველა ეს ქვეყანა წარმატების მომტანია თქვენთვის.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2000 წლის 2 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე. რა სფეროში ელის წარმატება?
პასუხი: მისთვის კარგია და წარმატებული: მედიცინის ფართო სპექტრი, კერძოდ, სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, ასევე, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა; იურისპრუდენცია, საიუველირო ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია, სადალაქო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა. თუ შრომისუნარიანი იქნება და გამოავლენს მოთმინებას, ამით გადალახავს წინაღობებსა და პრობლემებს და წარმატებას მიაღწევს საბანკო, ეკონომიკურ, კომერციულ, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობაში, სამართალდამცავ ორგანოებში, უშიშროების სფეროში, პედაგოგიკასა და მშენებლობაში.
კითხვა: დავიბადე 1972 წლის 17 მაისს. რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა პატრიოტიზმი. პატივი ეცით წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს. ასევე, დაამყარეთ სტაბილური ურთიერთობები ოჯახურ და ნათესაურ წრეში. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ ჰარმონია, სიმშვიდე და არა – აგრესია და დეპრესია. გამოავლინეთ დიპლომატია ურთიერთობებში, დაეყრდენით ინტუიციას, ხარჯეთ ფული ყაირათიანად. გამოავლინეთ ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მოთმინება, ნებისყოფა და დისციპლინა. ამ თვისებების საშუალებით, თქვენს კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ და წარმატებასაც მიაღწევთ ცხოვრებაში.