№16 რა ენერგიას ფლობს თქვენდამი არაკეთილგანწყობილი ადამიანის მიერ ნაჩუქარი ნივთი
ყოველდღიურობაში, უბრალოდ და შემთხვევით არაფერი ხდება. ამაში კოსმიური ენერგია და პლანეტების განლაგებაც ახდენს გავლენას. ასევე, ჩვენზე ზემოქმედებს ნებისმიერი, ჩვენ ირგვლივ არსებული ნივთი. მაგალითად, ნებისმიერი ადამიანისგან ნაჩუქარი ნივთი გარკვეულ ენერგიას ფლობს და მისი ზემოქმედებით, შესაძლოა, წარუმეტებლობა, გარდაუვალი გახდეს. ამიტომ, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიაქციოს ყურადღება და სიფრთხილით მიუდგეს, ამა თუ იმ ნაჩუქარ ნივთს. თუ ვინმეს არ ემეტება და უბრალოდ, იძულებულია გაჩუქოთ, იმ ნივთმა შეიძლება, უარყოფითი ენერგია შემოიტანოს ბინაში და ასეთივე გავლენა მოახდინოს თქვენზე. ცუდი ზრახვების ტრანსფორმირება საგნებშიც ხდება და თითოეული იმავე ენერგიას ასხივებს, რასაც მისი ყოფილი პატრონი ავლენდა კონკრეტული ადამიანის მიმართ. ასე რომ, რაც უნდა ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ იმ ადამიანისგან, ვისაც გულზე არ ეხატებით, მომავალში ის, თქვენი წარუმატებლობისა და უიღბლობის გარანტი გახდება. თუ ასეთ ნივთს გააჩუქებთ და ისეთ ადამიანს მისცემთ, ვინც იმ მჩუქებელს არ იცნობს, მაშინ ის ძალას კარგავს. ამიტომ, თუ სახლში ასეთი ნივთები გაქვთ, ნუ დაგენანებათ და სასწრაფოდ გააჩუქეთ.
ზოგადად, ჩვენ ირგვლივ არაფერი ხდება უბრალოდ, ყველა ქმედებაში გარკვეული კოსმიური კანონზომიერებაა ჩადებული და თუ მოვლენებს საღი გონებით დააკვირდებით, საკუთარ ბედს საფრთხეს არ შეუქმნით. „ქარის მუსიკა“, რომელიც ჩინურ მაღაზიებში იყიდება, სასურველი ნივთია ყველა ადამიანის სახლში, რადგან ის ცუდისგან გვიცავს და პოზიტიური ენერგიებით გვამარაგებს. მზადდება რკინისა და ბუმბულისგან, საკმაოდ სასიამოვნო ხმას გამოსცემს და სწორედ ამ ხმით გვიცავს ნეგატიური და ბოროტი ენერგიებისგან და ხელს უწყობს პოზიტიური ენერგიების მოზიდვას. თუ გინდათ, მან სიკეთე მოგიტანოთ, სახლის ჩრდილო-დასავლეთის ან ჩრდილოეთის მხარეს უნდა დაკიდოთ. რაც შეიძლება, ხშირად შეეხეთ მას, რომ აჟღარუნდეს, ხმა გამოსცეს და სახლში ნეგატიური ენერგია გაანეიტრალოს. თუ გსურთ, თქვენს მეგობარს ბედნიერება მიანიჭოთ, აჩუქეთ ბაყაყის სტატუეტი, რომელსაც პირში ოქროსფერი მონეტა უდევს. ის სიმდიდრისა და წარმატების მომტანია. სტატუეტი სახლის შესასვლელში, კუთხეში, კარისკენ ზურგით, იატაკზე უნდა დადოთ. ხოლო, თუ ადამიანის კარიერული წარმატება გსურთ, აჩუქეთ სპილოს სტატუეტი, რადგან, მისი სახლში ქონა სიმდიდრეს ნიშნავს, ბიზნესის დამცველად მიიჩნევა და კარგია, თუ საქმიანი ადამიანი სამუშაო მაგიდაზე დადგამს. ოღონდ, დააკვირდით, სპილოს ხორთუმი მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული. არ აჩუქოთ ადამიანს სარკე, ცხვირსახოცი და საპონი, თუ არ გსურთ მასთან კამათი მოგივიდეთ და ეს თქვენი დაშორების მიზეზი გახდეს.
ასტროლოგიაში არსებობს ხერხები, რითაც შეგიძლიათ, საცხოვრებელში იღბალი მიიზიდოთ. მაგალითად:
* საცხოვრებელი ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთის სექტორი ჩვენს კარიერულ წინსვლასა და კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. ეცადეთ, ეს კუთხე ყოველთვის მოწესრიგებული და დასუფთავებული გქონდეთ;
* ბინის ჩრდილო-აღმოსავლეთით დადგით კუს გამოსახულება, რომელიც წყალში იქნება მოთავსებული;
* საცხოვრებლის ჩრდილო-დასავლეთი სექტორი, განსაკუთრებით წარმატებების მომტანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად წერს და კითხულობს, მაგალითად, ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის. ამიტომ, სწორედ ამ კუთხეში დადგით თქვენი სამუშაო მაგიდა ან სავარძელი, სადაც ხშირად იჯდებით, წაიკითხავთ ან დაწერთ. ამ ადგილას თქვენს ნიჭსა და ინტელექტს მეტი გასაქანი ენიჭება.;
* სამხრეთ-დასავლეთი მხარე კი, ჩვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე აგებს პასუხს. ამიტომ, თუ ამ სფეროში პრობლემები გაქვთ და გინდათ, სიტუაცია მოიწესრიგოთ, დადგით ამ ზონაში ბროლის გამჭვირვალე ნივთები ან დაკიდეთ ბროლის ჭაღი. კარგია, თუ კუთხეში დადგამთ ბროლის ლარნაკს ცოცხალი ყვავილებით და ხშირად შეახებთ მათ ხელს.