№16 გამარჯვება თუ კაპიტულაცია
იცით, რითი განსხვავდება სიყვარულში გამარჯვება კაპიტულაციისგან ან რა არის საჭირო ქალის ერთგულებისთვის?
არსებობს რამდენიმე ჭეშმარიტება, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს და გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში.
დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვნით:
• თუ ქალი მამაკაცს ღალატს აპატიებს, ცოდვების შესახებ აღარ უნდა შეახსენოს. სხვანაირად, ურთიერთობის კრიზისი დაიწყება;
• თითოეულ მამაკაცს გაცილებით მეტად აინტერესებს ქალი, რომელიც მის მიმართ ინტერესს იჩენს, ვიდრე ქალი ძალიან ლამაზი ფეხებით;
• ჭკვიანი ქალი ამბობს: მე არც ისე ლამაზი ფეხები მაქვს, უბრალოდ, ვიცი, როგორ დავანახო სხვებს;
• მამაკაცისთვის უფრო ადვილია ცქერა, ვიდრე ფიქრი. ამიტომაც, მისთვის მნიშვნელოვანია ქალის გარეგნობა;
• მხოლოდ ქალს შეუძლია სხვა ქალის დათვალიერება მიკროსკოპული სიზუსტით. კაცი ამას ზერელედ აკეთებს. დაინახა – მოეწონა. მერე რა, რომ ფეხები ცოტათი დაბრეცილი აქვს;
• სიყვარულის გამო დაღვრილი ცრემლი თქვენს საიდუმლოდ უნდა დარჩეს. არ არის საჭირო ამით მანიპულირება და საქვეყნოდ გამოფენა – აქაოდა, შემომხედეთ, როგორ ვიტანჯებიო;
• ადამიანებს სიყვარულზე მეტად მეგობრობა აერთიანებს, ამიტომ საყვარელი მამაკაცისთვის საუკეთესო მეგობრად უნდა იქცეთ;
• სიყვარულში სიამაყე ქალებისთვის უფრო საშიშია. თუ მდგომარეობის გამოსწორებაა საჭირო, მამაკაცი სიამაყეს უფრო ადვილად და სწრაფად ივიწყებს;
• ჭეშმარიტი ქალი არ ღელავს, ის აღელვებს;
• მამაკაცს ურჩევნია, სახლში არეული საწოლი და ბედნიერი ცოლი დაინახოს, ვიდრე სამაგალითოდ გასწორებული საწოლი და უკმაყოფილო ცოლი. რჩევაა: გაასწორე საწოლი და იყავი ბედნიერი;
• თუ მხრებზე ფრთებს გრძნობთ, ესე იგი ქმარში გაგიმართლათ. მისი სახით ერთგული დასაყრდენი გყავთ;
• თუ სახლში საღამოს, შვიდის ნაცვლად თერთმეტზე ბრუნდები და მას ათჯერ მაინც არ დაურეკავს – ეს ნიშნავს, რომ სიყვარული დასრულდა.
ქალი უფრო
ძლიერია
შეიძლება, ერთი შეხედვით ეს არ ემჩნეოდეს, მაგრამ ქალი თავისი ფსიქიკით, ენერგეტიკით, ჭკუით, მამაკაცზე ათჯერ ძლიერია, თუმცა, ამასთან ემოციურიც. მთავარია, რისკენაა ეს ემოცია მიმართული.
ფსიქოლოგები ქალებს ურჩევენ: მესამე ათასწლეულის წარმატებული, ბედნიერი ქალბატონი რომ გახდეთ, დაანგრიეთ რამდენიმე სტერეოტიპი, რაც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია გაბატონებული.
უპირველესად, ქალი სოციალურად საინტერესო უნდა იყოს, განვითარდეს და არ უნდა იოცნებოს იმაზე, როგორ იპოვოს ისეთი პარტნიორი, რომელსაც მიეკედლება და მის ხარჯზე იცხოვრებს.
„წურბელის“ როლს მორგებული ქალი, რა გინდ ლამაზიც უნდა იყოს, ძალიან მალე ხდება უინტერესო, რადგან მამაკაცსაც სჭირდება რაღაც სამაგიერო. მხოლოდ გარეგნობა ბევრი არაფრის მომცემია და მალე მის გარშემო ყველაფერი ნგრევას იწყებს – თავად, ოჯახი, გვერდით მდგომი მამაკაცი და მისი ბიზნესი ან საქმიანობაც კი. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ქალის სილამაზე მის ენერგიაშია.
წარმატებული და ჭკვიანი ქალი თვითონ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. არ ავიწყდება, რომ ცხოვრება სასტიკი წინააღმდეგობებით არის სავსე. ასეთია რეალობა, რომელსაც არ უნდა გაექცეს, თანაც, თვითონვე უნდა იპოვოს სწორი გზა, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება...
ურყევი ჭეშმარიტებაა, რომ ქალს თავისი თავი ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიც არის. სწორედ, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ქალი სხვის შეყვარებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლის.
შეიძინეთ უნარი, რომელიც ვლინდება ექსტრემალურ სიტუაციებში. უნდა გახდეთ ქალი-ლიდერი. ბევრი დიდებული ქალბატონი ჯერ პიროვნება იყო. ქალი-ლიდერი ბანალურ საკითხებზე არ საუბრობს. ათასწლეულების განმავლობაში მთელი ჩვენი კულტურა, ფილოსოფია, ეკონომიკა, სამართალი მამაკაცის გონების გავლენით ყალიბდებოდა და მისი პროდუქტი ხდებოდა. ახლა კი, მამაკაცების შექმნილ ლოგიკურ ინსტრუმენტებს ქალებიც წარმატებით იყენებენ, თანაც ნებისმიერ სფეროში. სხვათა შორის, ქალში ჩადებულია სხვაზე გამარჯვების სურვილი. სულერთია – ქალზე თუ მამაკაცზე. ზოგიერთი ქალი თავისთვის კი არა, უფრო თამაშისთვის ცხოვრობს.
თუ ქალი საკუთარ თეატრზე უარს არ იტყვის და გააგრძელებს ემოციებით, გრძნობებით, შურისძიებით, მეტოქეობით თამაშს, მარცხს იგემებს. მისთვის აუცილებელია საკუთარ თავში გაერკვეს. ქალის ძალა მის გულწრფელობაშია.
თუ ქალი სხვას ვნებს, ეს ნიშნავს, რომ მან გაუცნობიერებლად უკვე დაანგრია საკუთარი ცხოვრება. მაგრამ, საბედნიეროდ, ქალს თავის აღდგენის საკვირველი უნარი შესწევს. თუმცა ბრძოლაში ის კარგავს თავის ინტელექტუალურ ძალას.
ქალმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე. ქალებს სწამთ, რომ ამ სამყაროში შესაძლებელია წარმატების მიღწევა მამაკაცის მანიპულირებით მაშინაც კი, როდესაც მათზე არიან დამოკიდებული. ეს შეცდომაა. გასაგებია, რომ ქალს მართვა უნდა, მაგრამ საკმარისია სიტუაციის სადავეები იგდოს ხელთ, რომ მამაკაცს ბაძავს.
ქალი მამაკაცზე ათჯერ მეტად ემოციურია, ასეა ბუნებით დაწესებული, ხოლო ემოცია – ეს ძალაა. მიეცით სწორი მიმართულება თქვენს მთავარი ძალას და გამოიყენეთ ის.
ძველი დროიდან მიჩნეულია, რომ ქალი მამაკაცს უნდა ემორჩილებოდეს. რომ მამაკაცი ოჯახის წინამძღვარია და ქალს არ აქვს უფლება, თავისი ქმრის ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. დღესაც კი ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა უკვე მრავლადაა გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა ქალს მიჰყავს „პარადი“, კაცი, კი იგნორირებულია. თუმცა ეს არ არის ქალის როლი. თუ კაცს ოჯახის გაძღოლის თავი არ აქვს, მერე ქალმა უნდა იტვირთოს ეს როლი. ბევრს მიაჩნია, რომ ოჯახში პირველობა იმაზეა დამოკიდებული, ვის შემოაქვს სახლში მეტი ფული. შემოსავლის შესაბამისად ოჯახში უფლებების განაწილება არასწორი მიდგომაა.
დაფიქრდით, რა გირჩევნიათ, მამაკაცის იმედი გქონდეთ ყოველთვის და ყველაფერში თუ ყველაფერზე ფიქრი თავად გიწევდეთ.