კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 როგორ სჯის ჭკვიანი ქალი ღალატის შემდეგ ქმარს

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

ღალატი ძალიან ბევრი ქალისთვის ნაცნობი თემაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ უნდა მოიქცეს მსგავს სიტუაციებში. ბრაზი და აგრესია ცუდი მრჩეველია – შეცდომას შეცდომაზე დაგაშვებინებს. შეიძლება, კატასტროფამდეც კი მიგიყვანოს. პატიებას თუ ახერხებ, ეს ორივესთვის შანსია, მაგრამ ღალატისთვის ადამიანი უნდა დაისაჯოს იმ დოზით მაინც, რომ იგრძნოს საკუთარი დანაშაული.

თიკო (37 წლის): მე არ ვიქნები გამონაკლისი, თუკი ვიტყვი, რომ ქმარმა მიღალატა. ჰო, ეს მოხდა და გული ისევე მეტკინა, როგორც იმ ქალებს, რომელთათვისაც უღალატიათ. როცა გავიგე ამის შესახებ, შოკშიც კი ვიყავი და მეგონა, ცხოვრებაში კარგი აღარაფერი მოხდებოდა. პირველი, რაც ვიფიქრე, უნდა გავეყარო-მეთქი.
– მალევე გაიგეთ ღალატის შესახებ?
– არ ვიცი. ანუ, არ ვიცი, რამდენხნიანი ურთიერთობა ჰქონდა იმ თანამშრომელთან, რომელთანაც გავშიფრე. არც გამომიტყდა და არც მე დავაძალე. პრინციპში, მნიშვნელობაც არ ჰქონდა. შვებას ნამდვილად ვერ ვიგრძნობდი, თუ მეტყოდა, მარტო ერთხელ მოხდა ჩვენ შორის ესო. მოხდა – მთავარი ფაქტია, საშინელი დამანგრეველი ფაქტი. მერე   საკუთარ თავს ვკითხე: უნდა ვიბრძოლო ორგული ქმრის ოჯახში დასაბრუნებლად თუ სამუდამოდ მივუხურო კარი. საყვარელი თუკი ჰყავს, აქვს კიდევ აზრი მის გვერდით დარჩენას-მეთქი... მოტყუებული ცოლები ხშირად სრულიად არაადეკვატურები ხდებიან – ეს არ მინდოდა, რომ დამმართნოდა. გასაგებია, რომ ამ ყველაფერში მთლად უდანაშაულო არც მე ვიყავი.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ალბათ, უფრო ფხიზლად უნდა ვყოფილიყავი. როცა ქმარი გღალატობს, გატყუებს, თვალი გაძვრომაზე უჭირავს და რაღაც დეფიციტს სხვა ქალთან ივსებს, რაღაცაში შენც ხარ დამნაშავე. მე ვერ ვიტყვი, ქმარი მთელი ქორწინების განმავლობაში მღალატობდა-მეთქი, იმიტომ, რომ არ ვიცი, რეალურად ასე იყო თუ არა. ეტყობა, სულელი და მიამიტი ვიყავი. როგორ შეიძლება, კაცს ასე ენდო. მით უფრო – ქმარს. ოცდაშვიდი წლის ასაკში, როცა ვთხოვდებოდი, სიყვარულის მჯეროდა. მაგრამ მჯეროდა ზოგადად და არა კონკრეტულად.
– ეგ რას ნიშნავს?
– ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ზოგადად, სიყვარულის მჯეროდა. მისი არსებობის... მე თუ ვუყვარდი ჩემს მომავალ მეუღლეს, აღარ გამირკვევია.
– ფიქრობთ, რომ არ უყვარდით?
– არ შემიძლია, კონკრეტულად რამეში დარწმუნებული ვიყო. ალბათ, ვუყვარდი. თუმცა, რა „დოზით“ და რა ხარისხით, ძნელი გასარკვევია. ფაქტია, რომ არ გიჟდებოდა, თორემ რატომ მიღალატებდა?
– ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მამაკაცებს უჩნდებათ რაღაც ახლის გასინჯვის სურვილი.
– იმიტომ დარბოდა „მივლინებებში“ – ახლის გასინჯვის სურვილით? „ახალი“ რომ დიდი ვერაფერი „ნაშაა“? ერთი უპირატესობა აქვს ჩემთან შედარებით – პასპორტში ნაკლები წლები უწერია, თორემ სილამაზით ვერ დაიკვეხნის. არ ვიცი, რა მოეწონა მასში, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. საკუთარ მეორე ნახევართან უნდა გაარკვიო ურთიერთობა და არა ვიღაც გადამთიელთან.
– ანუ მესამე შუაში არ არის?
– შუაში როგორ არ არის, მაგრამ პრეტენზია ჯერ შენსას უნდა წაუყენო, მერე იმ უცხოს, ვინც თქვენს ცხოვრებაში სწორედ შენმა შემოიყვანა. კაცის სახლიდან გაგდებას და ყველაფრის დანგრევას რა უნდა? დამენანა მთელი ეს წლები, ბედნიერი წუთები და ჩვენი ურთიერთობა. ამიტომაც გადავწყვიტე, მეპატიებინა. მაგრამ რომ უნდა დამესაჯა, ამის პირობა მაშინვე მივეცი საკუთარ თავს.
– რას ნიშნავს, დაგესაჯათ?
– დიახ, დასჯას ნიშნავს. სწორად გაიგეთ, მაგრამ მე ვეძებდი სასჯელის ისეთ ფორმას, რომელიც ჩემს ქმარს სინანულშიც ჩააგდებდა და თავის საქციელზე დააფიქრებდა. საკუთარი თავი ძალიან ჭკვიანი არ მგონია, მაგრამ რაღაცას მივხვდი, ანუ გავაანალიზე ის, რომ შეცდომა არ უნდა დამეშვა და მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული, როგორ გავაგრძელებდი ქმართან ურთიერთობას. არ მოგატყუებთ – ზეგავლენა ჩემმა ახლობლებმაც მოახდინეს: ვის უტოვებ შენს ქმარს, ვიღაც ლაწირაკი გოგოს გულისთვის ცხოვრება რატომ უნდა აირიოო. მოკლედ, განქორწინებაზე  ხელი ამაღებინეს. ამასობაში ჩემი ქმარიც დაბრუნდა თავისი, ეგრეთ წოდებული, „მივლინებიდან“. საჩუქრები ჩამომიტანა... ისეთი ჩამტკბარი იყო... ადამიანს დანაშაულის განცდა რომ აწუხებს და გელაქუცება. ერთი სული მქონდა, თავზე დამემხო  მისთვის ყველაფერი, მაგრამ სცენარს უნდა მივყოლოდი. თავი მოვიკატუნე, ვითომ მისი ყველა სიტყვის მჯეროდა. დაიწყო წუწუნი, რომ დაიღალა ამდენი მივლინებით. ოჯახთან, ჩემთან ერთად უნდა ყოფნა. არ ელოდებოდა იმას, რაც მოვუმზადე. უცებ ვუთხარი: გადავწყვიტე, მარტო აღარსად გაგიშვა. შევძლებ, სამსახურში დრო გამოვითავისუფლო და მეც შენთან ერთად ვიარო მაგ მივლინებებში, ჩვენს ურთიერთობას მოუხდება კიდეც, თავს ისევ შეყვარებულებად ვიგრძნობთ, ცხოვრებაც გადაგვიხალისდება-მეთქი. ვტკბებოდი მისი რეაქციით – კინაღამ ენა ჩაუვარდა. შტერივით მიყურებდა. უცებ ძალიან გავმხიარულდი. ისეთ გუნებაზე დავდექი... როგორ გითხრათ... მომინდა, მაგრად „მეკაიფა“ და ბუნებრივად გამომივიდა მის ნერვულ სისტემაზე თამაში. ვეღარც უკან იხევდა, თვითონ დაიწყო და უკან როგორ დაიხევდა. ხაფანგში მომწყვდეულივით იყო. მაშინ ზუსტად მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი. ერთი სიამოვნება იყო მისი საცოდაობის ცქერა. ისეთ ჩიხში შევიდა, ვეღარაფერი უშველიდა. მე ბოლომდე შევედი როლში. არც მეგონა, ასეთი მსახიობური ნიჭი თუ მქონდა. ცელქი გოგოსავით ავცქმუტდი. მე სასტუმროს დავჯავშნი, კარგად გავერთობით-მეთქი. ერთი სიტყვით, მომდევნო მივლინება „გავუჩალიჩე“. საერთოდ არ აპირებდა არსად წასვლას, მაგრამ რაღა უნდა ექნა. სამჯერ მოვუწყვე „ტანჯვის კორიდორი“.
– ანუ, არანაირი საქმიანი მივლინებები არ ჰქონდა და ტყუილად დადიოდა ქალაქ-ქალაქ?
– ზუსტად. თანაც, ჩემთან ერთად. იმ ქალთანაც აერია ურთიერთობა. ეს ყველაფერზე დაეტყო. მოკლედ, კარგად გავუმწარე რამდენიმე თვე და დავუნგრიე კიდეც „ამურული“ ურთიერთობა.
– დაუფრთხეთ „ამურები“?
– მერე როგორ. ყველაფრის ხალისი გავუქრე, თან, ეტყობა, თავიდან აღმომაჩიდა, რუტინა რაღაც ახლით შეიცვალა და ეს სიახლე მოეწონა. მოკლედ. დამიბრუნდა. მე ვისიამოვნე იმით, რომ დავსაჯე და უფრო ადვილად ვაპატიე.

скачать dle 11.3