კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ გაიმარჯვა ქართულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე და რატომ არ მიიჩნევს თავს კარგ მსახიობად რევაზ ხეცურიანი, რომელმაც „საუკეთესო შემსრულებლის“ ჯილდო მიიღო

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

სომელიეთა ასოციაციის მიერ ღვინის შესახებ გადაღებულმა ქართულმა ფილმმა, „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, რომლის რეჟისორიც ნანა ჯორჯაძეა „ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე“ ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა. მათგან ერთ-ერთი „როლის საუკეთესო შემსრულებლის“ სტატუსი რევაზ ხეცურიანმა მოიპოვა.
რევაზ ხეცურიანი:
„ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე“ ჟიურის წევრები დოკუმენტურ ფილმებს საკმაოდ მკაცრად აფასებენ. ჩვენი ფილმი რომ გავაგზავნეთ, რამდენიმე თვეში მიღების დასტური მოგვივიდა, კიდევ რამდენიმე თვეში კი – გამარჯვებულად გამოგვაცხადეს. დაჯილდოების ცერემონიალს წელიწად-ნახევარში ერთხელ ატარებენ და შესაბამისად, პრიზები ახლა გადმოგვცეს. ფილმმა, საერთო ჯამში, ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო საერთაშორისო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი – ნანა ჯორჯაძე, საუკეთესო სცენარის ავტორი – თამარ ბართაია, საუკეთესო პროდიუსერი – შალვა ხეცურიანი, საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი – მიხეილ კვირიკაძე და როლის საუკეთესო შემსრულებლის სტატუსი მე მერგო. დაჯილდოებაზე საოცარი გარემო იყო, რთულია იმ განცდების აღწერა. ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა საქართველო პირველად სწორედ ამ დაჯილდოებაზე აღმოაჩინა. კითხულობდნენ ჯორჯიას შესახებ და ეგონათ, ამერიკის შტატიდან ვიყავით, მაგრამ ყველას ვუხსნიდით, რომ სინამდვილეში ეს ამერიკის შტატი კი არა, სხვა ქვეყანაა. სტუმრები შოკში იყვნენ, როცა ქართული ღვინოს რვაათასწლიანი ისტორია ვახსენეთ. მათთვის აღმოჩენა იყო ის ფაქტი, რომ სწორედ საქართველოა ღვინის აკვანი.
– ფილმზე მუშაობის პროცესში თუ ელოდით ამხელა წარმატებას?
– თავიდან მხოლოდ დოკუმენტური ფილმის გადაღება იყო ჩაფიქრებული, შემდეგ მხატვრული ელემენტებიც დაემატა. ქალბატონი ნანა ჯორჯაძე ნამდვილი გენიოსია და მის ხელში ყველაფერი შესაძლებელი ხდება, ამიტომ, გარკვეული მოლოდინები თავიდანვე გვქონდა. გარდა ამისა, ფილმმა კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე მოიპოვა გამარჯვება. მათ შორის: ესპანეთში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის“ სტატუსი დაიმსახურა. საფრანგეთში, ასევე, ღვინის კინოფესტივალზე OENOVIDEO ჟიურის სპეციალური პრიზი – „წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმისთვის”. ჰოლივუდში Wine Country Film Festival-ზე – საუკეთესო რეჟისურისთვის. ფილმმა უკვე დაასრულა საფესტივალო ცხოვრება და მისი პრემიერა საქართველოში 19 ივნისს გაიმართება, რაც დაემთხვევა სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში ტარდება. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან სომელიეთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს პირველად ეწვევა. სომელიეთა გენერალური ასამბლეა აქამდე მხოლოდ „ძველი სამყაროს ქვეყნებში“ ტარდებოდა. როგორც მოგეხსენებათ ღვინის სამყაროში,  ქვეყნები ძველი და ახალი მსოფლიოს ქვეყნებად იყოფა. ის საქართველოში პირველად ტარდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მსოფლიოში ხუთასიათასამდე სომელიე არის. სომელიე ნიშნავს იმ ადამიანს, ვისაც ღვინოსთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს და ვინც ღვინოს ყიდის. წელს ეს ადამიანები საქართველოსა და ქართულ ღვინოზე ბევრს გაიგებენ და შემდეგ სხვებს მოუყვებიან.
– ეს ფილმი სომელიეთა ასოციაციამ გადაიღო. აქამდე თქვენ რა შეხება გქონდათ მასთან?
– ასოციაცია შალვა ხეცურიანის, ანუ მამაჩემის, დაფუძნებულია. მასთან შეხება ყოველთვის მქონდა, მაგრამ წინა წლიდან ასოციაციის წევრი ვარ. გარდა ამისა, ვსწავლობდი თბილისის ღვინის სკოლაში, რომელიც სომელიეთა ასოციაციას ეკუთვნის. თუმცა ამ ფილმამდე ღვინოსთან ასეთი მჭიდრო შეხება არ მქონია. მუშაობის პროცესში გავიგე, რამდენად საკრარული მნიშვნელობა აქვს ქართულ ღვინოს.
– როგორი იყო ფილმზე მუშაობის პროცესი?
– თავიდან, ღვინოზე დოკუმენტური სერიების მომზადება იყო დაგეგმილი, რომელშიც წამყვანის ამპლუას თავად შალვა მოირგებდა. მაგრამ შემდეგ მასვე გაუჩნდა იდეა, რომ ჯობდა, ფილმის სცენარში ახალგაზრდა ჩაერთოთ, რაც მაყურებლისთვის უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო. თან ის იქნებოდა არა უბრალოდ ამბის მომყოლი, არამედ აღმომჩენი და ასეცაა. რეალურად, ფილმში ჩემი გმირი ბევრ რამეს აღმოაჩენს, ისევე როგორც მაყურებელი ამ ფილმის ყურების დროს. ეს ფილმი საქართველოზე, ქართველობაზე, ქართულ ტრადიციებსა და კულტურაზე ძალიან ბევრ რამეს ყვება. რაც მთავარია, გადმოცემულია ქართული ღვინის ტრადიცია, რომელიც მსოფლიოში უძველესია. თუმცა, მასში არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ღვინის ისტორიაცაა. ჩვენ გადაღებები გვქონდა ინგლისში და შევხვდით უდიდეს ღვინის მწერლებს, რომელთა სიტყვასაც მთელი ღვინის სამყარო უსმენს მსოფლიო მასშტაბით. ასევე ვიყავით საფრანგეთის უდიდეს შატოებში, რომლებიც საუკუნეებია, არსებობს და მსოფლიო იცნობს მათ ტრადიციებსა და კულტურას. ძალიან მადლიერები ვართ მათი, რომ ასე კარგად მიგვიღეს და საშუალება გვქონდა, თავად შატოების მფლობელებთან ჩაგვეწერა ინტერვიუები და მათი აზრი მოგვესმინა ქართულ ღვინოზე.
– თქვენი სამსახიობო კარიერა როგორ დაიწყო?
– ფილმის გადაღებები რომ დაიწყო, ახალი ჩაბარებული მქონდა აგრარულ უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირებაზე. სამსახიობო გამოცდილება ძალიან მცირე მქონდა. ვთამაშობდი ჩვენი უნივერსიტეტის თეატრში, ჩვენი რეჟისორი გოგა გეგელია იყო. მსახიობობა მან შემაყვარა. მცირე გამოცდილება მქონდა და ამიტომ არ გამიჭირდებოდა დოკუმენტურ ფილმში თამაში. თუმცა, ამ ფილმზე მუშაობისას მივხვდი, რომ ყველაფერზე ძალიან მეღვინეობა მაინტერესებდა. გადაღებები რომ მორჩა, გერმანიაში ღვინის ბიზნესის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მისი დასრულების შემდეგ, წინა წელს საქართველოში დავბრუნდი და ჩვენს საოჯახო „მარან ხეცურიანში“ დავიწყე მუშაობა. ასე რომ, ამ ფილმმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს სამომავლო გეგმებზე. მამის ღვინისადმი სიყვარულსა და მზრუნველობას ბავშვობიდან ვუყურებდი, მაგრამ მაინც სხვა პროფესია ავირჩიე. თუმცა ამ ფილმმა საოცრად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით კი, ლონდონსა და საფრანგეთში უდიდესი ისტორიის მქონე შატოების მონახულებამ. წარმოიდგინეთ, ერთი ოჯახი ხუთასი-ექვსასი წელი აწარმოებს ღვინოს. მათი ნაწარმოები ღვინის ერთი ბოთლი 600-700 ევრო ღირს და მთელ მსოფლიოში ცნობილია. ღვინოს ისე უვლიან, როგორც საკუთარ შვილს.
– ამ როლით მსახიობის პროფესიას გამოეთხოვეთ?
– რთულია ამაზე პასუხის გაცემა. სამწუხაროდ, კარგი მსახიობი არ ვარ. ეს დოკუმენტური ფილმი იყო, რომელშიც სხვანაირი მსახიობობაა საჭირო, არა იმ დონის, რა დონეც მხატვრულში მოგეთხოვება. გარკვეული შედეგის მისაღწევად ძალიან დიდი შრომა დამჭირდა – ბევრი მცდელობის შემდეგ ქალბატონმა ნანამ მოახერხა ჩემი სწორ გზაზე დაყენება ამ როლის შესასრულებლად. ახლა ზუსტად ვიცი, რომ მეღვინეობას გავყვები, მაგრამ მსახიობობას რაც შეეხება, თუ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში რამე გამოჩნდება, რატომაც არა?! ყოველი ახალი ფილმი ხომ ახალი სამყაროს გაცნობაა.
– ცოტა თქვენი პირადი ცხოვრების შესახებაც ვისაუბროთ, რამდენადაც ვიცი, დაქორწინებული ხართ.
– კი, მეოთხე წელია დაქორწინებული ვარ. მე და ჩემი მეუღლე თანაკლასელები ვიყავით და ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ამიტომ აღარ გავაჭიანურეთ და სამი წლის წინ დავქორწინდით, შემდეგ ერთად წავედით მოსკოვში, სადაც სომელიეს კურსებზე დავდიოდი. ჩემი მეუღლე ინტერიერის დიზაინითაა დაინტერესებული და დიზაინის კურსებზე სწავლობდა. მოსკოვის შემდეგ გერმანიიდან მომივიდა დასტური, რომ მიმიღეს და სწავლა იქ გავაგრძელეთ. ახლა ორივე საქართველოში დავბრუნდით. მეუღლე ფილმის გადაღებების დროსაც ჩემ გვერდით იყო და მგულშემატკივრობდა. რამდენიმე კადრში ისიცაა გადაღებული.
скачать dle 11.3