კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ნიკა ქაცარიძის ანეკდოტები


სვანს სამსახურის დაწყება უნდა და ანკეტის შევსება სთხოვეს. გრაფაში – „ოჯახური მდგომარეობა“, ჩაწერა: ჯერ, ფოტოებს ვულაიქებ!
***
გურიაში სტომატოლოგს შეუვარდა ყაჩაღი იარაღით:
– ფული და ოქრო – სასწრაფოდ!
– შენ გენაცვალე, ფული ყველა ბანკში შემაქ ყოველდღე და სახლში კაპიკი არ მაქ... რა გიყო, ათი ლარი მაქ პურიზა თლად.
– რაიო? – გადაირია ყაჩაღი, –  აბა, ტყულა მევედი?
– რა გიყო, ძამა? ისე, ნაწყენი, რომ არ წახვიდე, კბილს ამოგიღებ, თუ გინდა.
***
ხონში პაციენტს ელენთაც ამოაჭრეს, ბრმანაწლავიც, მაგრამ ყურის ტკივილი მაინც ვერ გაუყუჩეს.
***
სამუშაოდან შინ დაბრუნებულ ვალიკოს გაანჩხლებული ცოლი კართან დახვდა:
– ან ეგ კატა იქნება ამ სახლში, ან მე!
– რას ერჩი, ქალო, მაგ კატას? თაგვებს ქე იჭერს და გენოციდს ვერ მოაწყობს.
– მარტო თაგვებს? ქვაბს ხდის თავსახურს და საჭმელს ჭამს. რაი გაჭამო ახლა?
მოკლედ, ვალიკო იძულებული გახდა, კატა ოჯახიდან მოეშორებინა. მეორე დღეს, ტომარაში ჩასვა და ტყისკენ გასწია. გეზი მარჯვნივ აიღო. ორი საათი იარა და კატა გაუშვა. მაგრამ რად გინდა? სახლში დაბრუნებულს, კატა შინ დახვდა. ისევ ჩასვა ტომარაში ისევ გასწია ტყისკენ, ამჯერად მარცხნივ იარა მთელი საათი... მაგრამ ამჯერადაც, იგივე განმეორდა და ფისუნია შინ დახვდა. გაბრაზდა ვალიკო, მეორე დღეს, დილაადრიან ადგა, ტომარა ზურგზე მოიგდო და ტყეში შევიდა. ჯერ მარცხნივ იარა კარგა ხანს, მერე პირდაპირ, მერე მარჯვნივ, მერე ისევ პირდაპირ, მერე ისევ მარცხნივ და გაუშვა.
გავიდა რამდენიმე საათი და ვალიკო ცოლს ურეკავს:
– ქსენია, კატა მევიდა სახლში?
– კი, მევიდა, რავა, რა იყო?
– რა იყო და....კითხე ერთი, რა გზით მევიდა, მაგ მოსასპობი, ვეღარ ვაგნებ სახლს!
***
– ბიჭო, გაიგე, ჩვენს კლასელ ნინის სტრიპტიზიორად დაუწყია მუშაობა.
– არ გამკვირვებია.
– რატომ?
– არ გახსოვს, სკოლაშივე იძახდა – მოვა დრო და მე თქვენ განახებთო.

აჩი ფურცელაძის ანეკდოტები
მიხო ზომავს მიწას. დაადგა თავზე მარო და ეკითხება:
– რათა ზომავ, კაცო, მაგ მიწასა, რა, გაიზრდებოდა?
– დაიცა, დედაკაცო, ფული მინდა გამავიტანო და ბანკში უნდა ჩავდო.
– შე რეგვენო შენა! მიწა კი არ უნდა ჩადო ბანკში...
– აბა?
– ბანკი უნდა ჩადო მიწაში!
***
– საყვარელო, დაბადების დღეზე ბრილიანტის ბეჭედი აღარ მინდა, არ მიყიდო.
–  რა უქენი, გოგო, მანქანას?!
***
– როგორი მეგრული ამინდებია, არა?
– მეგრული რატომ?
– თბილა, მაგრამ ვერ ენდობი.
***
ტიპი მივიდა ტურისტულ სააგენტოში. უნდა ოჯახთან ერთად დასასვენებლად გაემგზავროს.
– ბატონო, დასასვენებლად ავსტრალიას გირჩევთ. იქ, რასაც ინატრებთ, ყველაფერია: თქვენთვის – ბარები, ბავშვებისთვის – ზღვა, ცოლისთვის – მზე...
– და, სიდედრისთვის?
–  ნიანგები.
***
სასაფლაოდან დაბრუნებულ ქმარს ცოლი ეკითხება:
– აბა, როგორ დაგხვდა საფლავი?
– რა როგორ დამხვდა? იმხელა ბალახი იყო ამოსული მამაჩემის საფლავზე, სურათზე ფეხისწვერებზე იდგა, რომ დამენახა.
***
ქმარი სახლში გვიან მივიდა, ისეთი მთვრალია, ფეხზე ძლივს დგას. გაჩერდა ერთ ადგილას, ვერ ხვდება, საით წავიდეს. უცბად, გონს მოვიდა და ცოლს გასძახა:
– ქალო, დროზე დაიწყე ყვირილი, საწოლს რომ მოვაგნო, დავიტანჯე!

скачать dle 11.3