№15 რა მოხდა ამ დღეს
9 აპრილი
1930 – საზოგადოებას პირველად წარუდგინეს ვიდეოტელეფონი.
1966 – ვატიკანმა გააუქმა აკრძალული წიგნების ინდექსი.
1991 – აღსდგა საქართველოს დამოუკიდებლობა.
10 აპრილი
1710 – ინგლისში ძალაში შევიდა კანონი საავტორო უფლებების შესახებ (პირველად მსოფლიოში).
1925 – ქალაქ ცარიცინს ეწოდა სტალინგრადი.
11 აპრილი
1909 – დაარსდა ქალაქი თელ-ავივი.
12 აპრილი
1606 – ინგლისის მეფის, ჯეიმს პირველის ბრძანებით, მიიღეს დიდი ბრიტანეთის დროშა, რომელიც წარმოადგენს ინგლისისა და შოტლანდიის დროშების კომბინაციას.
1961 – ადამიანის პირველი გაფრენა კოსმოსში.
1995 – გაეშვა დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-საძიებო სისტემა YAHOO!
13 აპრილი
1204 – მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე რაინდებმა მუსლიმანთა წინააღმდეგ გალაშქრების მაგივრად აიღეს და გაძარცვეს კონსტანტინოპოლი.
1934 – არქტიკაში დასრულდა ოპერაცია ჩელუსკინელთა გადასარჩენად.
14 აპრილი
1865 – ვაშინგტონის თეატრში სასიკვდილოდ დაჭრეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი.
1927 – შვედეთში გამოვიდა პირველი ავტომობილი „ვოლვო“.
1956 – ჩარლზ გინსბერგმა, ჩარლზ ანდერსენმა და რეი დოლბიმ წარმოადგინეს თავიანთი გამოგონება – პირველი ვიდეომაგნიტოფონი.
15 აპრილი
1912 – ჩაიძირა გემი „ტიტანიკი“. დაიღუპა 1513 ადამიანი.
1919 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვიდა მსოფლიოში პირველი საავტომობილო გზების რუკა.
1951 – ლონდონში ჩატარდა პირველი კონკურსი „მის მსოფლიო“. „მის მსოფლიო“ გახდა გერმანელი გოგონა.