№15 ბრძნული აზრები
თაგორი: ძუნწ ადამიანზე მხოლოდ ფულით გაიმარჯვებ. ამაყ, ამბიციურ ადამიანზე – ჭკუით, ხოლო ბრძენ ადამიანზე – მხოლოდ სიმართლით.
ლაო ძი: ხალხი საცოდავ და უგუნურ მმართველს ლანძღავენ, ჩვეულებრივი მმართველი უყვართ, ხოლო ბრძენს და დიდებულს ვერ ამჩნევენ.
შექსპირი: სისულელეც და სიბრძნეც ისევე ადვილად გადმოგედება, როგორც დაავადება. ამიტომაც, სწორად შეარჩიე შენი მეგობრები.
შოუ: ის, რასაც ეწინააღმდეგები, მაინც რჩება.
მიხეილ ჯავახიშვილი: ერიდეთ ყველას, ვინც არც იცინის, არც მღერის, არც სვამს და არც არშიყობს. ასეთი კაცი სამოთხეში შეგვიპატიჟებს და ჯოჯოხეთში გვიკრავს თავს.
ბუდა: დიდი ხნით სამი რამ არ შეიძლება დაიმალოს: მზე, მთვარე და სიმართლე.
ლინკოლნი: არც მონობა მსურს და არც მონათმფლობელობა, არ მესმის დემოკრატია.
მამა გაბრიელი: თვალი სულის სარკეა. თუ სულს არ უნდა, ცუდისკენ არ გაიხედავს.
ვოლტერი: ცხოვრების სიმწარე აადვილებს სიკვდილს.
მონტენი: კარგი ადამიანი არის ის, ვინც ცუდს სიამოვნების გარეშე აკეთებს.
ჭაბუა ამირეჯიბი: ცხოვრება ისაა, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა.
დუმბაძე: პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ დღეში გაგიაროს. პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გჭირდეს და მასთან ერთად უნდა ჩავიდეთ სამარეში.
ნაპოლეონი: ომი ბარბაროსების ბიზნესია.
აპულეი: ძლიერი ადამიანი დაბრკოლებას გადალახავს, ხოლო ჭკვიანი – მთელ გზას.
საადი: არ შეგეშინდეს, რომ არ იცი, გეშინოდეს, რომ არ სწავლობ.
კონფუცი: მოგზაურობიდან არავინ ბრუნდება ისეთი, როგორიც მანამდე იყო.
ბუასტი: არავინ იგრძნობს თავს თქვენთან ერთად კარგად, თუ თქვენ მარტოობაში არ ხართ კარგად.
სენეკა: მასწავლებლის მოვალეობაა, კარი გაგიღოთ, შემდეგ თქვენ თვითონ აგრძელებთ გზას.
მოლიერი: მამაკაცი რაც უფრო ხშირად ფიქრობს ღალატზე, მით უფრო ნაკლებია შანსი, ზღვარს გადავიდეს, ხოლო ქალებში პირიქითაა.
შილერი: მამაკაცი ირჩევს სწორ გზას ცხოვრებაში, ხოლო ქალი – მამაკაცს, რომელიც სწორ გზაზე დგას.