კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 საიდუმლო ორგანიზაცია

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13-14 (901)


​მიუხედავად იმისა, რომ გოგიჩა პირველად იყო მოსკოვში და ქუჩების განლაგების არაფერი გაეგებოდა, მშვენივრად მოახერხა ორიენტირება და ისე გაძვრა-გამოძვრა ძველებურ ჩიხებსა და სადარბაზოებში, რომ კუდზე არავინ დაჯდომია. შემდეგ ტაქსი გააჩერა, სასტუმრო „როსიასკენ“ გაემართა და მის ახლომდებარე ტერიტორიაზე ისეთი „შხვართი“ მოხსნა, რომ უკეთესს ვერ ინატრებდა კაცი.
– ჩემთან წავიდეთ, – შესთავაზა გოგონამ ნოდარს და წყვილი ტაქსით გაემართა მეძავის ბინისკენ.
გაქცევიდან საათ-ნახევარიც არ იყო გასული, ის-ის იყო სექსი უნდა დაეწყოთ, რომ საძინებელ ოთახში ტარასი გამოჩნდა და მშვიდად შეათვალიერა წყვილი.
– აკი თავზე არ წამოგადგებიო? – მშვიდად, ყოველგვარი მღელვარების გარეშე უთხრა ტარასს გოგიჩამ, რომელსაც მოთვალთვალის გამოჩენა არ გაჰკვირვებია.
– ხომ გითხარით, ახლომახლო ვიქნები-მეთქი. ხელს აღარ შეგიშლით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სირბილს აზრი არ აქვს და ვერსად დაგვემალებით, – უთხრა ტარასმა გოგიჩას, მან კი მიუგო:
– მე, უბრალოდ, თქვენი ოპერატიულობის შემოწმება მსურდა, გაქცევა არც კი მიფიქრია.
– მერე და, რა დასკვნა გამოიტანეთ?
– ცოტა სიტლანქეს აქვს ადგილი. საათ-ნახევარში გამოწვრთნილ ობიექტს მრავალი მიმართულებით შეუძლია აორთქლება.
– დარდი ნუ გაქვთ, ყველა მიმართულებას ვაკონტროლებთ და ვერცერთი გაწვრთნილი თუ გაუწვრთნელი ობიექტი ვერ აგვიორთქლდება.
– გილოცავთ! ქების ღირსი ხართ, ტარას. ახლა კი გთხოვთ, დაგვტოვოთ.
– დიახ. რა თქმა უნდა. წავედი და შორიახლო გელოდებით, – უთხრა ტარასმა გოგიჩას და მეძავის ბინა ისევე უჩუმრად დატოვა, როგორც გამოჩნდა.
ნოდარი არ ცრუობდა, როდესაც თქვა, – არსად გაქცევას არ ვაპირებდიო. გოგიჩას, უბრალოდ, აინტერესებდა, თუ რამდენად მობილურ ადამიანებთან ჰქონდა საქმე და როცა მას ტარასი მეძავის საძინებელში წამოადგა თავზე, დარწმუნდა, რომ ამ ხალხთან ხუმრობა არ ღირდა. აშკარა იყო, რომ გოგიჩას რადიოსიგნალის მიხედვით მიაგნეს, თანაც, ორიენტირი, ანუ ჩიპი, რომელიც სიგნალს გადასცემდა ნოდარს ტანსაცმელში კი არა, სხეულში ჰქონდა ჩამონტაჟებული. თემური ამას იმით მიხვდა, რომ სანამ მეძავთან წავიდოდა, სასტუმრო „როსიას“ მაღაზიაში ახალი „შმოტკები“ შეიძინა და ძველები კი იქვე დატოვა.
„შხვართთან“ გართობა დილამდე გაგრძელდა. ინათა თუ არა, გოგიჩამ გოგონას სამი ათასი დოლარი დაუტოვა, გამოემშვიდობა და კარისკენ გაემართა. გოგონამ გასძახა:
– სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა. მე რიტა მქვია და შეგიძლია, პირდაპირ აქ მომაკითხო. ეს ჩემი ბინისა და მობილურის ნომრებია, – გოგონამ ნოდარს სავიზიტო ბარათი მიაწოდა და დაემშვიდობა.
სადარბაზოში რომ გავიდა, გოგიჩამ სავიზიტო ბარათი ნაკუწებად აქცია და ლიფტის შახტაში ჩაყარა. ტელეფონის ნომრები და მისამართი კი, ყოველი შემთხვევისთვის, დაიმახსოვრა.
***
კონსპირაციულ აგარაკზე გოგიჩა „მერსედესით“ დაბრუნდა, თუმცა მთელი გზა მას მეორე „მერსედესი“ აცილებდა, რომელშიც ტარასი და მისი „არწივები“ ისხდნენ. ხოლო, როგორც კი ნოდარი აგარაკის ეზოში შესრიალდა, მოთვალთვალეებმა იქაურობა სწრაფად და უხმაუროდ დატოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დილის შვიდი საათიც არ იყო, გრიგორიმ გოგიჩას უთხრა:
– სერჟი გეძახით. თავის ოთახში გელოდებათ.
გრიგორის ოფიციალური ტონის მიხედვით, ნოდარმა ივარაუდა, რომ სერჟთან არასასიამოვნო საუბარი მოუწევდა და არც შემცდარა. როგორც კი კაბინეტში შევიდა, სერჟი მას არც კი მისალმებია, დაჯდომაც არ შეუთავაზებია, უთხრა:
– ჩვენ აქ საიდუმლო ორგანიზაცია გვაქვს და არა საბავშვო ბაღი. თქვენი გამოხტომა კი ჩვენი წესების უხეში დარღვევაა. ხოლო ვინც ჩვენს წესების უხეშად არღვევს, მას უმკაცრესად ვსჯით და ეს სასჯელი საკუთარ სიცოცხლესთან გამოთხოვებაა. დაიხსომეთ, ჩვენ მხოლოდ ერთადერთხელ ვაფრთხილებთ წესის დამრღვევს. თქვენ ეს გაფრთხილება უკვე მიიღეთ და ამ წესებს არავისთვის არანაირი გამონაკლისი არ აქვს. გასაგებია?
– სავსებით გასაგებია, ბატონო სერჟ, – თქვა გოგიჩამ.
– ბატონი არაა საჭირო. უბრალოდ, სერჟი დამიძახეთ.
– გასაგებია.
– კეთილი. შეგიძლიათ, წახვიდეთ და დაისვენოთ. მე თვითონ გამოგიძახებთ. ნახვამდის.
– ნახვამდის, სერჟ, – მიუგო გოგიჩამ და კაბინეტიდან გამოვიდა.
როგორც კი ნოდარი გაისტუმრა, სერჟს მეორე კარიდან გრიგორი ეახლა და უთხრა:
– გისმენთ, შეფ, რისთვის დამიძახეთ?
– ცენტრიდან რამე ახალი შეტყობინება ხომ არაა ჩვენს ოპერაციასთან დაკავშირებით?
– არა, შეფ. ჯერჯერობით ახალი არაფერია. როგორც ეტყობა, იქაც გაცხოველებული მზადება მიმდინარეობს და ყველაფერს რომ დაალაგებენ, შემდეგ შეგვეხმიანებიან.
– კარგი იქნება, თუ მალე იზამენ. ორი დღე არაა, რაც ეს სუბიექტი აქაა და უკვე ყელში ამომივიდა. ჩემი ნება რომ იყოს, ახლავე პირველივე ტოტზე ჩამოვახრჩობდი, – ზიზღნარევი სახით თქვა სერჟმა. გრიგორიმ კი დაამატა:
– მართალს ბრძანებთ, შეფ, აუტანელი ტიპია და არც მე დავინდობდი, ისე წავაცლიდი თავს, მაგრამ არ შეიძლება. ცენტრი მას თითქმის წელიწადნახევარი ამზადებდა და უამრავი ფული დაახარჯეს. ოპერაციის წარმატება მთლიანად ამ სუბიექტზეა დამოკიდებული და სამწუხაროდ, ხელს ვერ ვახლებთ.
– ვიცი, ვიცი. ოპერაციის დასრულებამდე ხელშეუხებელია და თუ ცოცხალი გადარჩა, იმედია, მის ლიკვიდაციას ჩვენ დაგვავალებენ, – თქვა სერჟმა.
– იმედია, შეფ, იმედი და სიამოვნებით შევუსრულებ კიდეც, – დააყოლა გრიგორიმ.
– კეთილი. წადი, საქმეს მიხედე და თუკი რამე ახალი იქნა ცენტრიდან, დაუყოვნებლივ მაცნობე, – უთხრა სერჟმა გრიგორის და დაამატა, – და, მიუხედავად შენი ზიზღისა ამ სუბიექტის მიმართ, არაფერი აგრძნობინო და გულთბილად მოექეცი. დაე, იფიქროს, რომ ჩვენგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
– გასაგებია, შეფ. მასე ვიზამ, – თქვა გრიგორიმ და კაბინეტის მეორე კარიდან გავიდა.
***
თავის ოთახში დაბრუნებულ, ღამენეთევ, დაღლილ გოგიჩას, მართლა ძალიან ეძინებოდა, მაგრამ თავს იკავებდა და იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ დაეღწია თავი ტყვეობიდან, რომელიც მას კარგს არაფერს უქადდა.
მართალია, ნოდარ გოგიჩაიშვილი ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ ამ ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მრავალი რამ გადახდა თავს და დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ამას თან ერთვოდა ის თოთხმეტთვიანი სპეცმომზადებაც, რომელიც მან ეგზოტიკურ კუნძულზე გაიარა, თუმცა, არ იცოდა, რისთვის ამზადებდნენ. ყმაწვილი გრძნობდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მისია ელოდა წინ და ფიქრობდა, როგორც კი ამ მისიას შეასრულებდა, მას წირვას გამოუყვანდნენ. სწორედ ამიტომ უნდოდა ბიჭს, იქაურობას გასცლოდა და იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გაეკეთებინა ეს.
„აშკარაა, რომ სერჟს თვალში არ მოუვედი, – ფიქრობდა ნოდარი, – არც ამ მოღიმარ გრიგორის ვეხატები გულზე. ალბათ, სიამოვნებით დამაჭედებდნენ ტყვიას შუბლში, მაგრამ ჯერჯერობით ვჭირდები. ასე რომ არ იყოს, ასე გულმოდგინედ ამდენ ხანს არ მომამზადებდნენ და ამ მომენტით უნდა ვისარგებლო და აქედან ავორთქლდე“.
რადგან გოგიჩა დარწმუნდა, რომ სასიგნალო ჩიპი სხეულში ჰქონდა მოთავსებული, ის იმაზე ფიქრობდა, როგორ გაენეიტრალებინა ეს საფრთხე და თუკი ამას მოახერხებდა, მაშინ გაქცევასაც შეძლებდა და შემდგომ კი დრო და ბედისწერა უჩვენებდა მას, თუ რა მოხდებოდა. ამ ფიქრებში ჩაეძინა და სიზმარში ხედავდა, თუ როგორ შეიჭრა თბილისის ცენტრში მდებარე ბანკში, როგორ დაუხოცეს მას მეგობრები, თვითონ კი ცოცხალი გადარჩა, თუმცა მთელ სხეულზე ცეცხლი ეკიდა და წყალში გადახტომას ვერ ახერხებდა, რომ შვება ეგრძნო...
***
გოგიჩას კონსპირაციულ აგარაკზე მიყვანიდან მეხუთე დღეს, სერჟს კაბინეტში გრიგორი ეახლა  და უთხრა:
– შეფ, ცენტრიდან ბრძანება მოვიდა?
– რა ბრძანება? – გამოცოცხლდა სერჟი.
– იური კოხოვსკი უშუალოდ ოპერაციისთვის უნდა მოვამზადოთ. ორ კვირაში ყოველმხრივ მზად უნდა იყოს და ცენტრს  დაველოდოთ. ხოლო, როგორც კი ბრძანება იქნება, კოხოვსკი ადგილზე უნდა გადავისროლოთ სამოქმედოდ.
– როგორც იქნა, როგორც იქნა... – ხელები მოიფშვნიტა სერჟმა და დააყოლა, – დღეიდან აგარაკზე დახურული რეჟიმი ცხადდება შესვლა-გამოსვლა გამკაცრდება და ზედმეტი ხალხი არ დავინახო. გრიგორი, პასუხისმგებელი შენ იქნები, და აბა, შენ იცი, როგორ გაუძღვები საქმეს!
– გასაგებია, შეფ. ყველაფერი რიგზე იქნება, არ შეგარცხვენთ, – უთხრა გრიგორიმ.
– კარგი. შენი იმედი მაქვს. ახლა კი იური კოხოვსკის უხმე და რეჟიმს მიხედე, – უთხრა სერჟმა გრიგორის და კაბინეტიდან გაისტუმრა.
ათიოდე წუთის შემდეგ სერჟის კაბინეტში ნოდარი შევიდა. სერჟი მას მოღიმარი სახით შეხვდა. სკამზე მიუთითა, დაჯექიო და ჰკითხა:
– როგორ გრძნობთ თავს?
– ნორმალურად, – მიუგო გოგიჩამ.
– დღეიდან აგარაკზე დახურული რეჟიმი ცხადდება და თქვენს მომზადებას ვიწყებთ მომავალი ოპერაციისთვის. აქ კი იმიტომ დაგიბარეთ, რომ ყველაფერი დეტალურად გაგაცნოთ.
– გასაგებია. გისმენთ, სერჟ.
– დღეს კოსმეტოლოგებს შეგახვედრებთ, რომლებიც თქვენი გარეგნობის კორექტირებაზე იმუშავებენ.
– პლასტიკური ოპერაცია უნდა გამიკეთონ? – იკითხა ნოდარმა.
– რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ მცირეოდენ კორექტირებას მოახდენენ და სულ ესაა, – უთხრა სერჟმა გოგიჩას.
– ვინმეს უნდა მიმამსგავსონ?
– დიახ. ეს ჩვენი ოპერაციის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ყურადღებით მომისმინეთ და დეტალებს გაგაცნობთ.
– გისმენთ. ბრძანეთ, – უთხრა გოგიჩამ სერჟს და მთელი გულისყურით მიაჩერდა.
სერჟმა სიგარა გააბოლა და ნოდარს უთხრა:
– დიახ. თქვენ ძალიან  ჰგავხართ ერთ ადამიანს, რომელსაც თქვენ ჩაანაცვლებთ საჭირო დროს  და სწორედ მაშინ შეასრულებთ იმ მისიას, რომელიც გეკისრებათ.
– სულ ესაა, რაც უნდა გეთქვათ?
– ეს ჩონჩხი იყო. ახლა კი დეტალებზე გადავიდეთ.
– გადავიდეთ, გისმენთ.
– ადამიანი, ვისაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავხართ, ვლადიმირ ზლობინია. თქვენი ასაკისაა და მაღალი კლასის, პროფესიონალი პირადი მცველია. ჩაანაცვლებთ და მისი დაცვის ობიექტს მოკლავთ. ლიკვიდაციისთვის კი გამოიყენებთ სპეციალურ სატყორცნ მოწყობილობას, რომელიც ტოქსიკურ სითხეს ისვრის. სალიკვიდაციო ობიექტს აუზზე, ცურვის დროს უნდა ესროლოთ. ორმოცდარვა საათში ტოქსინი ობიექტის ორგანიზმში რეაქციას დაიწყებს და ის ინფარქტით გარდაიცვლება. თქვენ კი ამ დროს უკვე სამშვიდობოზე იქნებით. ნამდვილი ვლადიმირ ზლობინი კი – გოგირდმჟავაში განზავებული და უკვალოდ გამქრალი. გასაგებია?
– ბოლომდე არა.
– მაინც, რა ვერ გაიგეთ?
– მთავარი. ვინაა ჩემი სამიზნე? – იკითხა ნოდარმა და სერჟს თვალი  თვალში გაუყარა.
სერჟმა პაუზა გააკეთა და გოგიჩას უთხრა:
– თქვენი სამიზნე რუსეთის პრეზიდენტია.
ნოდარ გოგიჩაიშვილი ყველაფერს მოელოდა, მაგრამ ასეთ პასუხს – არა. შეცბა, თვალები დაჭყიტა და გაიმეორა:
– ჩემი სამიზნე რუსეთის პრეზიდენტია და ის უნდა მოვკლა?
– დიახ. სწორედ მასეა, – დაუდასტურა ნოდარს სერჟმა და დაამატა, – ასე გადაწყდა ზემოთ.
თავისი სამიზნის ვინაობის ხელმეორედ გაგონების შემდეგ ნოდარს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ განწირული იყო. გოგიჩას აზრით, მასაც ისევე უკვალოდ გააქრობდნენ, როგორც ნამდვილ პირად მცველს – ვლადიმირ ზლობინს. ასეთი რამ კი ნოდარს ნამდვილად არ სურდა და კიდევ უფრო განუმტკიცდა აზრი კონსპირაციული აგარაკიდან გაქცევის შესახებ. ნოდარმა მხრები აიჩეჩა და სერჟს უთხრა:
– გადაწყდა და გადაწყდა. რა გაეწყობა... თუმცა, ეს დავალება საკმაოდ რთული შესასრულებელი ჩანს და უმცირესი შეცდომაც კი საბედისწერო იქნება.
– შეცდომის დაშვება გამორიცხულია. სრულფასოვანი მომზადებისთვის სამი კვირა გვაქვს და ყველაფერი ძალიან დეტალურად, სკურპულოზურად უნდა განვიხილოთ. უმაღლესი კლასის მომზადება გაქვთ გავლილი. ყველა ინსტრუქტორი ყველა დისციპლინაში უმაღლესი ქულებით გაფასებთ და არ გაგიჭირდებათ. სამაგიეროდ, როგორც კი ყველაფერი დასრულდება, ფული და კარგი ცხოვრება არ მოგაკლდებათ. თქვენს გემოზე იცხოვრებთ და ჩიტივით თავისუფალი იქნებით.
„ჰო, თავისუფალი ვიქნები სისცოცხლისგან“, – გულში თქვა გოგიჩამ, სერჟს კი უთხრა:
– მშვენიერი პერსპექტივაა, მაგრამ ჯერ დავალება უნდა შესრულდეს.
– აუცილებლად უნდა შესრულდეს, იური, აუცილებლად, – თქვა სერჟმა.
– რომ არ გამოვიდეს? – მოულოდნელად იკითხა ნოდარმა.
სერჟი შეცბა. თვალები გაუფართოვდა და გოგიჩას უთხრა:
– ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთი რამ ჯერ ჩვენთან არ მომხდარა.
– რომ მოხდეს? ხომ იცით, რომ ცხოვრებაში ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს.
– მაშინ, იური, ყველანი, ვინც კი ამ ოპერაციაში ვართ ჩართულები, თავებს უნდა გამოვემშვიდობოთ, რადგან ცოცხალს არავინ დაგვტოვებს. ჩვენთან რაც იგეგმება, ყოველთვის სრულდება და სხვაგვარად არ ხდება. ამიტომ, ეს გადაწყვეტილებაც აუცილებლად შესრულდება. ჩვენ რომ ვერ გავართვათ თავი, მაშინ სხვები გააკეთებენ. ამიტომ, ჯობია, ჩვენ შევასრულოთ.
– შეიძლება, ერთი რამ გკითხოთ?
– მკითხეთ.
– ვინ არიან ის ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებას იღებენ, როგორც თქვენ ამბობთ – ზევით, – ნოდარმა ზევით აიშვირა ხელი, ანუ მსოფლიო მთავრობა?
სერჟმა თავი გააქნია. მხრები აიჩეჩა და თქვა:
– ეს ერთეულებმა იციან და ჩვენ მხოლოდ მათი გადაწყვეტილების შემსრულებლები ვართ. ჩვენი საქმეა შესრულება და უფლება არ გვაქვს, უარი ვთქვათ ან გავაპროტესტოთ რომელიმე გადაწყვეტილება. არც ასეთი ცნობისმოყვარეობის გამოჩენაა სასურველი. რაც უფრო ნაკლებად დაინტერესდები, ნაკლებს ილაპარაკებ და მეტს იმუშავებ, უკეთესია.
– გასაგებია, – თქვა გოგიჩამ და დაამატა, – შემიძლია, წავიდე?
– წადით, მაგრამ მალე გამოგიძახებთ და საქმეს მივხედოთ, – უთხრა სერჟმა გოგიჩას.
***
თავის ოთახში დაბრუნებული ნოდარ გოგიჩაიშვილი საწოლზე წამოწვა და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ დასხლტომოდა ხელიდან საიდუმლო ორგანიზაციის კლანჭებს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი უნდა მოეკლა და ეს სწორედ ნოდარს უნდა გაეკეთებინა.
გოგიჩა გაქცევის უამრავ ვარიანტს განიხილავდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მთავარი დაბრკოლება მის სხეულში ჩამონტაჟებული ჩიპი იყო, რომლითაც მისი მოძებნა არ გაუჭირდებოდათ. ხოლო თუ როგორ გადაელახა ეს ბარიერი, ნოდარ გოგიჩაიშვილმა არ იცოდა და ამის გამო ლამის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.
„ნუთუ ასე ცხვარივით უნდა შევეწირო ამ საიდუმლო ორგანიზაციას და არანაირი გამოსავალი არ არსებობს?“ – ფიქრობდა ნოდარი და ტუჩს იკვნეტდა. ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, გადაწყვიტა, უკიდურესი ზომები მიეღო – სერჟი გაეკოჭა და მისგან გაეგო, თუ სად ჰქონდა ჩაკერებული ჩიპი, რათა თავადვე ამოეღო და ტოტალური თვალთვალისგან გათავისუფლებულიყო. გოგიჩა სერჟისგან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაგებასაც აპირებდა. მანამდე კი კარგად უნდა შეესწავლა კონსპირაციული აგარაკი, რათა იქიდან მშვიდობიანად გაღწევა მოეხერხებინა. გოგიჩას აზრით, ათ დღეში ის შეძლებდა  გაქცევისთვის მომზადებას, სერჟის „დაკაჩავებას“ კი, გაქცევამდე რამდენიმე საათით ადრე გეგმავდა.
მართალია, გოგიჩას გეგმა იდეალური არ იყო, არაერთი მინუსი ჰქონდა, მაგრამ უკეთესი ვარიანტი არ ჩანდა და ნოდარი ამაზე შეჩერდა. შემდეგ ოდნავ დამშვიდდა, თვალები დახუჭა და დასვენება გადაწყვიტა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3