№15 როგორი ხართ სამსახურში
წარმოიდგინეთ თქვენი ერთი დღე სამსახურში. როგორია ის? გააკეთეთ ეს ტესტი და ნახეთ შედეგები – ზოგადად, როგორი ხართ სამსახურში და რა უნდა გაითვალისწინოთ მომავლისთვის. იყავით გულახდილი.
1. როგორი ავტომობილით დადიხართ სამსახურში?
ა) ბიზნესკლასის, სრული კომფორტით;
ბ) საშუალო ზომის „ჯიპით“;
გ) საოჯახო ტიპის, დიდი ტევადობა რომ ჰქონდეს;
დ) საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
2. როგორია თქვენი ჩაცმის სტილი სამსახურში?
ა) კლასიკური მკაცრი, სადა;
ბ) ექსტრავაგანტული და ძალიან გამომწვევი;
გ) მოხერხებული, კომფორტული;
დ) კონსერვატორული, სადა და კარგი ხარისხის.
3. როგორ ფორმაში ხართ (ფიზიკურად)?
ა) ვვარჯიშობ. სხეულის ფორმებზე სულ ვზრუნავ;
ბ) სპორტულ ფორმაში ვარ, დაკუნთულიც;
გ) ცოტა ზედმეტი წონა მაქვს;
დ) ჩვეულებრივში. ამაზე არ ვზრუნავ.
4. სათვალეს ატარებთ?
ა) არა. კონტაქტურ ლინზებს;
ბ) დიახ. ძვირფასი ჩარჩოს გამო სტილს ვქმნი;
გ) დიახ. მხედველობის პრობლემა მაქვს;
დ) არა. არ მჭირდება.
5. თქვენი საყვარელი ფერები სამოსში:
ა) მუქი ნაცრისფერი, შავი;
ბ) წითელი, შინდისფერი, იისფერი;
გ) ყავისფერი, კრემისფერი;
დ) მუქი ყავისფერი, ვერცხლისფერი, ლიმონისფერი.
6. როგორია თქვენი სამეტყველო ლექსიკა სამსახურში?
ა) მოკლე, მკაფიო და კონკრეტული;
ბ) სწრაფად და ხმამაღლა ვლაპარაკობ;
გ) ბევრს ვლაპარაკობ, პერმანენტულად და ქაოსურად;
დ) მშვიდი და კონსტრუქციული ტონი მაქვს.
7. როგორია თქვენი სამუშაო ოთახი?
ა) მინიმალისტური. არაფერი ზედმეტი, მხოლოდ აუცილებელი;
ბ) დემონსტრაციული, ბევრი ფოტოთი და აქსესუარებით;
გ) სულ ქაოსია და უწესრიგობა, მათ შორის, ჩემს მაგიდაზეც;
დ) ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
ნახეთ შედეგები:
თუ პასუხების უმეტესობა არის „ა“: თქვენთვის სამუშაო პირველ ადგილზეა. სამსახურში დადიხართ იმიტომ, რომ იმუშაოთ. სხვა არაფერი გაინტერესებთ და სხვებისგანაც ამას ითხოვთ. ყველა შანსი გაქვთ, რომ მაღალ პოზიციას მიაღწიოთ.
„ბ“ ვარიანტი: სწრაფად და სხარტად იგებთ ყველა დავალებას. შესანიშნავი შემსრულებელი ხართ. ზოგჯერ ახალი იდეებიც მოგდით. მაგრამ არასტაბილურობა გახასიათებთ, რაც სამსახურებრივ და კარიერულ წინსვლაში შეგიშლით ხელს. გაითვალისწინეთ. თუმცა, სპონტანურობა ზოგჯერ კარგიც არის.
„გ“ ვარიანტი: თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს კლიმატს სამსახურში და კოლეგებთან ურთიერთობას. „ერთი გუნდი – ერთი ოჯახი“ – ასეთია თქვენთვის იდეალური სამუშაო ადგილი. სამსახურში ყველაზე ძალიან კორპორაციული წვეულებები და ღონისძიებები გიყვართ.
„დ“ ვარიანტი: დილიდან საღამომდე სამსახურში ჯდომა თქვენთვის მიუღებელია. „ცოცხალი“, კრეატიული და მოძრავი სამუშაო გიზიდავთ. გაფასებენ თქვენი ორიგინალური იდეებისთვის. წარმოუდგენელია, დაგავალონ რამე და არ შეასრულო ან ცუდად შეასრულოთ. არც მადლობა გჭირდებათ და არც დაწინაურებას მოითხოვთ.