№15 კითხვა-პასუხი
კითხვა: მინდა, სახეზე ბოტოქსის გაკეთება. მაინტერესებს იწვევს თუ არა ბოტოქსი შეჩვევას და რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია მას? ხომ არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის?
პასუხი: ბოტოქსის დოზა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ორგანიზმს არავითარ საფრთხეს არ უქმნის. ის პლასტიკური ქირურგიის კარგი ალტერნატივაა, რადგან სახის ამგვარი კორექცია მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია მსურველთათვის, უმტკივნეულოა და გააჩნია მყისიერი ეფექტი. ეფექტურად ასწორებს და ათანაბრებს სახის კანს, აცილებს ღრმა ნაოჭებს სახესა და შუბლზე. ინიექციის კვალის ალბათობა მინიმალურია. ბოტოქსზე ალერგიის განვითარების რისკი დაბალია, მაშინაც კი, თუ კანი ჩხვლეტის მიმართ მგრძნობიარეა. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ინიექციის ადგილას მცირე უზუსტობამ შეიძლება, ქუთუთოს ან წარბის ჩამოშვება გამოიწვიოს. მართალია, ეს დროებითია, მაგრამ უხერხულობის შემქმნელია. შესაძლოა სახის ზოგიერთი კუნთის დროებითი დამბლაც აღინიშნოს. რადგან ბოტოქსის ეფექტი თანდათანობით ქრება, პროცედურის გამეორება ყოველ 3-4 თვეშია საჭირო. ეფექტი დროებითია და შესაძლებელია, ბოტოქსმა საერთოდ არ იმუშაოს. სახის ზოგიერთი ნაოჭი არ არის დამოკიდებული კუნთის მუშაობაზე. მაგალითად, შეუძლებელია, ამ გზით გასწორდეს ცხვირ-ტუჩის ნაოჭი. ამისთვის ჰიალურონის მჟავასა და კოლაგენის ინიექცია გამოიყენება. ბოტოქსი კატეგორიულად უკუნაჩვენებია ღვიძლისა და ფილტვების დაავადებებისას, ცილოვან პრეპარატებზე ალერგიისა და ახლომხედველობისას. ასევე, იკრძალება ანტიბიოტიკებისა და კალციუმის პრეპრატების მიღებისას. ინიექციამდე საჭიროა ბოტულინოტოქსინზე თავსებადობის შემოწმება, რადგან ის ცოცხალ ორგანიზმში სინთეზირებული ერთ-ერთი რთული ცილაა. რაც შეეხება შეჩვევას, შეჩვევის ეფექტი ნამდვილად არ არსებობს. ის მხოლოდ მაშინ ვითარდება, როცა ერთ სრულფასოვან პროცედურას რამდენიმეჯერად ყოფენ. მაგალითად, ერთ სეანსზე შუბლის ნაოჭს იცილებენ, ერთი თვის შემდეგ, სხვა მიდამოს კორექცია ხდება, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი, წარბებშუა ნაოჭებს ისწორებენ. თუ შესაბამისი ინიექციები ერთ სეანსზე გაკეთდება და მათ შორის ინტერვალი არ დაირღვევა, ყველაფერი რიგზე იქნება. ბოტოქსს სახის ყველა უბანზე ნუ გაიკეთებთ. მოერიდეთ პირის ირგვლივ ზონას, ლოყებსა და ნიკაპს. ამ ადგილებში ნაოჭების აღსაკვეთად ბიოპოლიმერული გელები გამოიყენეთ.
კითხვა: როგორ შევარჩიო ტონალური კრემი სწორად? რამდენიც შევიძინე, მათ შორის, ძვირად ღირებული და ცნობილი ბრენდის ნაწარმი, არ მომიხდა და არ მომეწონა მისი ეფექტი.
პასუხი: ტონალურის სწორად შესარჩევად, აუცილებელია, იცოდეთ, რა ტიპის სახის კანი გაქვთ. ტონალურის ყიდვისას დააკვირდი მის შემცველობას და ფორმულას. ზეთოვანი ფორმულის მქონე ტონალურები კარგია აკნესკენ მიდრეკილი ან ზეთოვანი კანისთვის. დამატენიანებელი ფორმულის შემცველი ტონალური კი, კარგია მშრალი და ნორმალური კანისთვის. ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს, ისეთი ტონალური უნდა მოიძიოს, რომელშიც არაკომედოგენურია ანუ აკნეს გამომწვევი არ არის ან ჰიპოალერგიული ფორმულისაა.
მოამზადა