კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ბოსტნეულის წვნიანის 4-დღიანი დიეტა და მინუს 3 კილოგრამი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ბოსტნეულის წვნიანის დიეტა მათთვისაა, ვისაც სწრაფად სურს წონაში დაკლება და ამავდროულად, ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით შევსება. თან, ადვილად  მოსამზადებელია.
საჭირო ინგრედიენტებია: 2 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა, 4 თავი პატარა ხახვი, 1 თავი პატარა კომბოსტო (შეგიძლიათ მის მაგივრად ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტოც გამოიყენოთ), 1 კონა ნიახური, 2 ცალი პომიდორი.
მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი დაჭერით, დაასხით ცივი წყალი და დარბილებამდე ადუღეთ ნელ ცეცხლზე.
1 თეფში წვნიანი, შეიცავს, დაახლოებით, 100-120 კილოკალორიას.
მიირთვით 4 დღე, დღეში 3-4 თეფში.
დიეტის დროს აუცილებელია დღეში 2 ლიტრი სითხის მიღება. აკრძალულია გაზიანი და ტკბილი სასმელი.
ასევე, თუ შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, შეიძლიათ მიირთვათ, დღის განმავლობაში:
პირველ დღეს: ვაშლი, კივი ან ფორთოხალი;
მეორე დღეს: სალათის ფურცლები ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით;
მესამე დღეს: ვაშლი, გრეიპფრუტი ან კიტრი.
მეოთხე დღეს: სალათის ფურცლების სალათა ლიმონის წვენით.скачать dle 11.3