კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ანთების საწინააღმდეგო, რევმატიზმების სამკურნალო საშუალება, რომელსაც კიბოს პროფილაქტიკისთვის იყენებენ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ანწლი, იგივე დიდგულა, არა მარტო კურნავს დაავადებებს, არამედ კარგია მათი პროფილაქტიკისთვისაც. ამ მცენარეს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი, ოფლმდენი, შარდმდენი თვისებები. გამოსადეგია მისი თითქმის ყველა ნაწილი (ყვავილიდან დაწყებული, ნაყოფით დამთავრებული). ყვავილების ნაყენს ხშირად იყენებენ გრიპისა და გაციების შედეგების სამკურნალოდ.
ნაყენი შეგიძლიათ, ასე მოამზადონ:
1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და დატოვეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ, 4 წუთის განმავლობაში გააგრილეთ და გაფილტრეთ. ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ. ამ ნაყენით შეიძლება ფილტვის დაავადებების მკურნალობაც. ცივი ნაყენით შეგიძლიათ, ჩამოიბანოთ დაღლილი და ანთებითი თვალები – სიწითლე გაქრება. ეს ნაყენი სასარგებლოა გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც. თუ დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ სახეს, გაგიქრებათ არა მარტო ჭორფლი, არამედ პიგმენტური ლაქებიც. ხოლო თუ ნაყენს სპირტზე მოამზადებთ, მუდამ ხელთ გექნებათ არაჩვეულებრივი წამალი გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ.
შავი ანწლის ყვავილები ხალხურ მედიცინაში გამოიყენება გრიპის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ანგინის, ციებ-ცხელების, შარდკენჭოვანი დაავადებების, პიელონეფრიტის, რევმატიზმების, პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, ჰეპატიტის ნაღველმდენი გზებისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
გარეგანად ანწლს დამწვრობებსა და ტროფიკულ წყლულებზე იყენებენ.
შავი ანწლის ცოცხალი ნაყოფი წარმატებით მკურნალობს ნევრალგიას, გამხმარი ნაყოფი კი – ისეთ იშვიათ დაავადებას, როგორიც მალარიაა.
მიიჩნევა, რომ შავი ანწლის სამკურნალო თვისებები იმდენად მრავალმხრივია, რომ შეიძლება, გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებად კუჭისა და კანის კიბოს წინააღმდეგ. კუჭის კიბოს დროს, ავადმყოფმა შავი ანწლის ხილფაფა უნდა მიიღოს, კანის კიბოს დროს კი – შავი ანწლის წვენისგან დამზადებული ექსტრაქტი.
შავი ანწლი ზომიერად ტოქსიკურ მცენარედ მიიჩნევა, ამიტომაც მისი მიღება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, 12 წლამდე ბავშვებისთვის კი მისი სამკურნალო დანიშნულებით გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.
ზოგადად, შავი ანწლის უმი სახით მიღება ადამიანისთვის რეკომენდებული არ არის, რადგან მას პირღებინების, ფაღარათის ან მძიმე მოწამვლის გამოწვევა შეუძლია. ასევე, ტოქსიკურია მცენარის ღერო და ფესვები, მისმა გამოყენებამ შეიძლება, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანას ანთება გამოიწვიოს.
გარდა ამისა, შავი ანწლი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ანთება და წყლულოვანი კოლიტები აწუხებს.
შავი ანწლის საფაღარათო და შარდმდენი მოქმედება, ასევე, უარყოფითად იმოქმედებს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებზე.

მრავალძარღვას გასაოცარი სამკურნალო თვისებები
მრავალძარღვა გავრცელებულია მთელს საქართველოში გზის პირებზე, ბილიკებზე, ეზოებში, ბაღებში, საძოვრებზე, ტყის კორომებში, საცხოვრებლის ახლოს,
საერთოდ – ტენიან ნიადაგებში.
მრავალძარღვას უამრავი სამკურნალო თვისება აქვს: ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემხორცებელი, ამოსახველებელი, სისხლის შემაჩერებელი, შარდმდენი და პრამიტენზური (გამოიყენება ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დროს). ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია, როგორც ამოსახველებელი საშუალება, სასუნთქი ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებისას. მრავალძარღვა ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, მწვავე და ქრონიკული ენტერიტის, წყლულოვანი კოლიტის, დიარეის, თირკმლების, ღვიძლის, დიაბეტისა და თვალის ზოგიერთი დაავადების, ჭრილობების, ფურუნკულისა და წყლულების სამკურნალოდ.
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვა არა მხოლოდ ჭრილობებისა და შინაგანი ორგანოების სამკურნალოდ გამოიყენება, არამედ ეფექტურია  ისეთი სერიოზული დაავადებების დროს, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნეები, ფილტვების ტუბერკულოზი და უნაყოფობაც კი. მცენარისგან დამზადებული წვენი და ნახარშები ორგანიზმზე, ზოგადად, გამაჯანსაღებლად მოქმედებს, ამყარებს იმუნიტეტს და ფილტვებსა და შინაგან ორგანოებში მიმდინარე დაშლით პროცესებს ებრძვის. უნაყოფობის დროს, ის ეხმარება, როგორც ქალებს, ასევე, კაცებს. განსაკუთრებით სასარგებლოა პრობლემური მენსტრუაციის, ოვულაციისა და კლიმაქსის დროს.
გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს: 3 სადილის კოვზ მრავალძარღვას გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 6-8 საათი და მიიღეთ 1/3 ნაყენი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უკეთეს შედეგს მიიღებთ თუ 1 სადილის კოვზ მრავალძარღვას ფოთლების ახალგამოწურულ წვენს მიიღებთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. თუ წვენი სქელია, გააზავეთ წყლით (1:1) და 1-3 წუთი ადუღეთ.
ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს: 1 სადილის კოვზ მრავალძარღვას გამხმარი ფოთლები ჩაყარეთ ემალის ჭურჭელში, 10 წუთით შედგით ნელ ცეცხლზე, ერთი დღე-ღამე გააჩერეთ თბილ ადგილას (შეგიძლიათ, თბილად შეახვიოთ), გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
ასთმის, პლევრიტის, ხველების, ყივანახველის დროს: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ, 1 საათის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა ნაყენი დღის განმავლობაში ყლუპობით.
თვალის ანთების დროს: 1 სადილის კოვზ გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 2 წუთით ადუღეთ. შეფუთეთ და 30 წუთის შემდეგ კარგად გაწურეთ. თვალებზე თბილი ნაყენის კომპრესი გაიკეთეთ.
მრავალძარღვას ცოცხალი ფოთლების გარეგანად გამოყენება ძალზე ეფექტურია ჭრილობების, ფურუნკულებისა (ძირმაგარა) და წყლულების სამკურნალოდ. ამისთვის საჭიროა, მცენარის ახალმოკრეფილი ფოთლის ხელით გასრესა და სისხლმდინარე ჭრილობაზე, ნაკაწრზე ან შესიებაზე დადება. ამ დროს, ჭრილობა სრულიად იწმინდება ინფექციებისგან და წყდება სისხლდენა. მრავალძარღვას ფოთლის გამოყენება მხოლოდ ცოცხალი სახით შეიძლება, ამიტომაც ის მოიხმარება მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც მისი დაკრეფაა შესაძლებელი. წელიწადის სხვა დროს კი მისგან დამზადებული მალამო გვიშველის.
ჭრილობებიდან სისხლდენის, დაჟეჟილობის, დამწვრობის, მწერების ნაკბენის დროს: დაქუცმაცებული მრავალძარღვას ფოთლები დასრისეთ და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, შეიხვიეთ და კომპრესი გამოცვალეთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ; 2 სადილის კოვზ მრავალძარღვას გამხმარ, დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გააცივეთ, გაწურეთ და გამოიყენეთ ნატკენ ადგილებზე სველ საფენებად, მოსაბანად.
თირკმლების ტკივილისა და შარდის შეუკავებლობის დროს: 1 სადილის კოვზ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ, 1 საათის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ხველებისთვის: 4 სადილის კოვზ გამომშრალ ფოთოლს დაასხით 500 გრამი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1,5-2 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თბილი სახით, ერთი სადილის კოვზი 4-ჯერ დღის განმავლობაში, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 7 დღეა.
ბრონქიტის (შესქელებული ნახველის) დროს: 4 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 4 საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ.
გაციების დროს ხველებისას: გაჭყლიტეთ მრავალძარღვას ახალი ფოთლები, დაამატეთ 200-250 გრამი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. ცოტა შეაგრილეთ და დაუმატეთ 3-4 სადილის კოვზი თაფლი (გაითვალისწინეთ, რომ თაფლი მდუღარე წყალში გახსნისას თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს). ძლიერი ხველებისას მიიღეთ 1 ჩაის კოვზი საათში ერთხელ.
მცენარის ფესვები კბილის ტკივილის დროს გამოიყენება – საკმარისია, ფესვები დავსრისოთ და მიღებული ფაფისებრი მასა მტკივან კბილზე დავიდოთ.
ასევე, მცენარის ფესვებისგან დამზადებულ ექსტრაქტს იყენებენ ციებ-ცხელების, ტუბერკულოზური ხველების სამკურნალოდ, მწერებისა და გველის ნაკბენებზე, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.
მრავალძარღვა არ არის რეკომენდებული, თუ მომატებულია მჟავიანობა და კუჭის ზედმეტი წვენის გამომუშავება ხდება, ასევე, კუჭისა და ნაწლავების ტრაქტის ზოგიერთი დაავადების დროს.
ამ მცენარის მიღებას არ ურჩევენ დიდი ხნით, რადგან ის სისხლის შედედების უნარით გამოირჩევა და დიდი ხნით მისი მოხმარების შემდეგ თრომბების გაჩენის საშიშროება მატულობს.
ასევე, მრავალძარღვა არ არის რეკომენდებული, თუ ამ მცენარის მიმართ ალერგიული რეაქცია გაქვთ. ამიტომ ალერგიისა და ასთმის მქონე ადამიანები ამ მცენარის მიღების დროს ფრთხილად უნდა იყვნენ.


რა დაავადებებს კურნავს ნიგოზი

ნიგოზი შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო უჯერ ცხიმებს. დამტკიცებულია, რომ ვინც ყოველდღე ჭამს არანაკლებ 5 ცალ ნიგოზს, სისხლში ქოლესტერინის დონე 12 პროცენტით უმცირდება.
ლეციტინი, რომელსაც ნიგოზი შეიცავს, ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, მაგნიუმი ებრძვის სტრესს, E ვიტამინი ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ხოლო სელენი და იოდი ასტიმულირებენ ჯირკვლების ფუნქციას.
ნიგოზი რეკომენდებულია სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე, დაღლილობის მოსახსნელად, ნერვული აშლილობისა და უძილობის დროს.
ნიგოზი მიკროელემენტ ბორის ერთადერთი წყაროა, რომელიც საჭიროა ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის, ამცირებს მოტეხილობის რისკს, სახსრების ტკივილსა და ტეხვას. ნიგოზი შეიცავს სპილენძს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის აწევას. უჯრედებს ამდიდრებს ჟანგბადით, განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, თუ დიდხანს გიწევს გაუნიავებელ ოთახში ყოფნა.
ნიგოზში ბევრი მინერალი (კალიუმი, კალციუმი და სხვა) და მიკროელემენტია, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. გარდა ამისა, ის მდიდარია უჯრედისებით, რომელიც აწესრიგებს ნაწლავთა მოქმედებას და სწრაფად გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებს.
 C ვიტამინით მდიდარი კაკლის ფოთლის ჩაი (50 გრამი 1 ლიტრ წყალზე) რეკომენდებულია კანის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ჭიების, ათეროსკლეროზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლად.
კაკლის ფოთლების წყლიან ნაყენს ან ნახარშს რაქიტიანი ბავშვების აბაზანებისათვის იყენებენ.
თმისათვის უფრო მუქი ფერის მისაცემად თავს კაკლის ფოთლის მაგარი ნახარშით იბანენ. უყუნძო კაკლის ფოთლებს იყენებენ ღრძილებისა და ლიმფური ჯირკვლების ანთებისას, კანის დაავადებების ჩირქოვანი ჭრილობების, გასტროენტერიტის, კუჭაშლილობის სამკურნალოდ, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლის, არარეგულარული მენსტრუაციისა და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ.
დასალევად გამოიყენება წყლიანი ნაყენი. ერთ სუფრის კოვზ ხმელ წვრილად დაჭრილ კაკლის ფოთოლს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს (დღე-ღამის დოზა). გარეგან პრაქტიკაში იყენებენ ნახარშს: 3-5 სუფრის კოვზ ფოთოლს ასხამენ ნახევარ ლიტრ წყალს და 15 წუთს ხარშავენ.
კაკლის ფოთოლსა და წენგოს ხალხური მედიცინა მრავალი დაავადების დროს იყენებს, კერძოდ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, მათ იყენებენ კუჭ-ნაწლავების ანთებისა და ტკივილის, ფურუნკულების, ჩიყვის, ტუბერკულოზის, სიფილისის, ბუასილის, ნიკრისის ქარის, სიყვითლის, სისხლიანი ნახველის სამკურნალოდ, აგრეთვე კომპრესებად – ძუძუთა ბავშვების მკვებავი ქალების ძუძუს თავების დახეთქვისას. მოხარშულ თბილ ფოთლებს იდებენ ბუასილიან ადგილზე.
რაც შეეხება ნიგვზის ზეთს, ის ჯერ კიდევ ძველთაგან გამოიყენებოდა შარდსადინარი გზების კენჭოვანი დაავადებებისას, აღადგენს კუჭის ლორწოვან გარსს. კაკლის ზეთს, ასევე, გამოიყენებენ დამწვრობაზე წასასმელად, ძნელად შესახორცებელი ჭრილობებისთვის. ნიგვზის ზეთი 1 წლამდე ინახება და არ კარგავს თავის კვებით ღირებულებას, ის გამოიყენება არა მარტო სამედიცინო მიზნებისთვის, არამედ კულინარიაშიც. ნიგვზის დღიური რეკომენდებული ულუფა 5 ლებანია. ეს სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ ორგანიზმს მიეწოდოს სასარგებლო მიკროელემენტები.
ნაყენს წვრილად დაჭრილი ჩვილი ნაყოფებიდან ამზადებენ. ბოთლში ჩაყრილ კაკალს ასხამენ სპირტს და მზეზე დგამენ 14 დღის განმავლობაში. შავ, სურნელოვან ნაყენს გადაასხამენ სხვა ჭურჭელში და დარჩენილ კაკალს კი შაქარს აყრიან, კარგად ურევენ და თითქმის მთელი თვე დგამენ. ასე მიიღება საუცხოო ლიქიორი. ნაყენიც და ლიქიორიც მიიღება კუჭისა და ნაწლავების ტკივილის, კუჭის აშლილობის დროს (განსაკუთრებით საჭმლის გაძნელებული მონელებისას). ლიქიორი უფრო ნაკლებეფექტურად მოქმედებს, მაგრამ მეტად კარგი გემოსია. იღებენ ჭამის შემდეგ საჭმლის ძნელად მონელების არართული ფორმის დროს. ნაყენისათვის იღებენ დაახლოებით 30 კაკალს 1 ლიტრ სპირტზე. ლიქიორს კი გემოვნებით მიხაკსაც უმატებენ.скачать dle 11.3