კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 1 507 566-ლარიანი საწესდებო კაპიტალის მქონე „ტაბულის“ რამდენი პროცენტის მფლობელია ოთარ კახიძე და ვისგან აიღო ჰონორარი დანიურ კრონებში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, ოთარ კახიძე (თუმცა, აწ უკვე „ევროპული საქართველოს“ წევრია) 1983 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა. მისი შრომითი ბიოგრაფია 2005 წელს დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სადაც ჯერ პროექტის ასისტენტი იყო, შემდგომ კი – საპარლამენტო მდივანი, სანამ 2009 წელს პირდაპირ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გადაიყვანდნენ სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, შემდგომ ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად დანიშნავდნენ და, ბოლოს, იუსტიციის მინისტრის მოადგილედაც კი (ცხადია, 2012 წლამდე). 2012-2013 წლებში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის იურისტი და ლექტორი გახლდათ, იმავდროულად,  პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარიც. 2013-2016 წლებში კი – „ბიჯიაი ლეგალის“ დირექტორი და პარტნიორი, 2016 წლიდან კი, როგორც მოგახსენეთ, პარლამენტის წევრია. მის ოფოციალურ ბიოგრაფიაში, რომელიც პარლამენტის საიტზეა გამოქვეყნებული, არ არის მითითებული, რომ 2012 წლის დეკემბერიდან ოთარ კახიძე იმავე დროს დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ მკვლევარიც იყო.
ოთარ კახიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2010 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1986 წელს დაბადებული მეუღლე – ანა გაგუა, ორი შვილი: ვალერი და დემეტრე, ძმა  – გიორგი და დედ-მამა: ბ-ნი ვალერი და ქ-ნი ლია. იმხანად კახიძეების ოჯახში უძრავ ქონებას მხოლოდ ოთარ კახიძის მშობლები ფლობდნენ, ერთობლივად და სანახევროდ. მათი საკუთრება იყო ბინა თბილისში, გოგებაშვილის პირველ შესახვევში (70 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი აღმაშენებლის ხეივანში (500 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი თერჯოლაში (9 000 კვ. მ.). ბ-ნი ვალერი იყო ერთი შპს-ის პარტნიორი (საიდანაც 2009 წლის განმავლობაში 3 000 ლარის შემოსავალი მიიღო) და მეორე შპს-ის დირექტორი (ხელფასი – 80 ლარი). ასევე, ოჯახის ექიმიც, რამაც მას 6 000 ლარი მოუტანა.
სამეწარმეო საქმიანობას ქ-ნი ლიაც ეწეოდა და 2009 წლის განმავლობაში, როგორც შპს-ის პარტნიორმა – 3 000 ლარი აიღო, როგორც დირექტორმა, 300 ლარი. თავად ოთარ კახიძემ კი 2009 წლის განმავლობაში, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანმა, 5 000 ლარი მიიღო, ხოლო, როგორც იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – 25 200 ლარი.
ოთარ კახიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2018 წლით თარიღდება, რომელიც მან უკვე ხალხის რჩეულის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მხოლოდ შვილები: ვაკო და დუდუ. მისი საკუთრებაა ერთი ავტოფარეხი – 4 000 აშშ დოლარად ღირებული (83,25 კვ. მ.), რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. ასევე, 2015 წელს შეძენილი 2014 წლის მოტოსატრანსპორტო საშუალება (Harley Davidson Street) 6 400 აშშ დოლარად ღირებული და 2016 წელს შეძენილი 2011 წლის ავტომანქანა BMW X5 – 21 000 აშშ დოლარად ღირებული.
ამას გარდა, ოთარ კახიძე სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა და სამოქალაქო განათლების ფონდთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან, ლევან რამიშვილთან, შპს „იუ-სი-ჯი გრინ ფაუეთან“, ანასტასია გონჩაროვასთან და ნატალია ზოლოტოვასთან ერთად არის შპს ყოველკვირეული საინფორმაციო-ანალიტიკურ ჟურნალ „ტაბულის“ პარტნიორი, რომლის საწესდებო კაპიტალიც 1 507 566 ლარია.
2017 წლის განმავლობაში ოთარ კახიძემ, როგორც დეპუტატმა, 65 053 ლარი აიღო, ასევე, 2017-ვე აიღო სწრაფი სამომხმარებლო სესხი 15 000 ლარის ოდენობის და, როგორც ექსპერტ-კონსულტანტმა – ჰონორარი 5 827 დანიური კრონის ოდენობით. ჰქონდა გასავალიც – პარტიას 4 000 ლარი შესწირა.

скачать dle 11.3