კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რას ნანობს ილო ბეროშვილი ნელისთან დაშორების შემდეგ და რატომ დაიწყო მან „ბაბნიკობა“

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ილო ბეროშვილი ორ ახალ სატელევიზიო პროექტში გამოჩნდა – „ლოტო“ და „მხოლოდ ქართული”. სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ მალე ისევ იხილავს მაყურებელი. ილოს ცხოვრებაში იყო განსაკუთრებით რთული პერიოდი, როდესაც მეუღლეს, ნელი აგირბას, დაშორდა. უკვე ორი წელი გავიდა, მაგრამ, როგორც ამბობს, ნელის მერე, სხვასთან ურთიერთობის დაწყება უჭირს. დღეს ილო და ნელი საუკეთესო მეგობრები არიან. რა სირთულეები გადაიტანა და რას ნანობს ილო ბეროშვილი, დღევანდელი გადასახედიდან ჩვეული გულახდილობით გვესაუბრა:
ილო ბეროშვილი: ახლა ორ პროექტში ვარ – „ლოტო“ და „მხოლოდ ქართული“. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. რეგიონის ხალხი ძალიან მიყვარს. მათი შექება განსაკუთრებულად მიხარია, იმიტომ რომ, ვიცი გულით არის ნათქვამი და თავიანთი აზრია.

– როგორ მოიარეთ რეგიონები?

– იმდენად ჩართული ვიყავი ამ პროექტში, დღე და ღამე არ მეძინა. ქუთაისში ჩემი ნაცნობი გიტარის მასწავლებელი შემხვდა. ქუთაისელია, მაგრამ თბილისში ცხოვრობდა და მასთან გავდიოდი კლასიკურ გიტარას. ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა, წავიდა მოკითხვები, ანათებდა კაცი... მეც შევედი ჟიურის წევრებთან და გავაცანი – ჩემი გიტარის მასწავლებელია, ეს ისეთი კარგი კაცია, გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ, ვარ ქება-დიდებაში. ბავშვობიდან მახსოვს, „ჭედავდა“ ხოლმე, მაგრამ ვიფიქრე, დაბერდა კაცი, შეიცვალა, დაღვინდა. მოკლედ, რაც მე ვაქე და ვადიდე... გავიდა, იმღერა, ჟიურის არ მოეწონა, არ გადაიყვანეს, გამოვარდა, გალანძღა-გათათხა სამივე, მეც გამლანძღა და წავიდა. დავრჩი შოკში. ჟიურის წევრებმა მითხრეს, შენ ნორმალური ხარ? ამას რომ აქებ და ადიდებ, მანიაკი მასწავლებელი გყოლიაო.
– ალბათ, გოგონებიც გეპრანჭებოდნენ...
– რაიონის გოგონები სადად მეპრანჭებოდნენ, თხლად – ახლა მოდაშია ეს სიტყვა. იქაც შაგუს თემა იყო. რაც არ უნდა უცნაური იყოს, შაგუ ბევრს მოსწონს – შაგუ, როგორ ხარ? შაგუ, სად ხარ? ქუჩაში – შაგუ, ყველგან – შაგუ. ჯერ შაგუს მეძახიან, მერე ილოს და ხანდახან საკუთარი თავი მენატრება ხოლმე, სხვებისგან დანახული. გოგოების ნაწილს, როგორც შაგუსთან, ისე უნდათ ჩემთან ურთიერთობა და რომ დაინახავენ, მე არ ვარ შაგუსნაირი, მაშინ ინტერესიც უქრებათ. ერთმა გოგომ მომწერა: შენ ცხოვრებაშიც ასეთი მაგარი ტიპი ხარ, თუ „ჩმორიო“.
– პირად ცხოვრებაში არის რამე სიახლეები? ბოლოს იტალიელი გოგო შეგიყვარდა...
– იტალელი გოგო ხომ მიყვარდა, მაგრამ დისტანციაზე ვეღარ „გაქაჩა“ სიყვარულმა. ძებნაში ვარ-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ მზად ვარ სიყვარულისთვის. ორი წელზე მეტი გავიდა და ვგრძნობ, რომ მჭირდება ისეთი ადამიანი, ვისთანაც ნორმალური ადამიანური ურთიერთობები მექნება და მეგობარიც იქნება. თუმცა, არ ვიცი, ასეთი გრაფიკის გადამკიდე, რა დრო უნდა დამრჩეს და ვინ უნდა გამიძლოს. რეალურად, ყველა ქალს სჭირდება სითბო და სიყვარული. ფაქტია, ეს მოთხოვნილება მაქვს, დილით რომ ვიღვიძებ, აშკარად ვგრძნობ, რომ „გაასწორებდა“, ვინმე რომ მყავდეს გვერდით, ოღონდ, არა ერთი ღამით. მჭირდება ადამიანი, ვისთან ერთადაც იბრძვი, მას ეკითხები თავის ამბებს, ის გიყვება, შენ უყვები... ყოველთვის გინდა გვერდით ის, ვინც შეგახსენებს, რომ ხარ კარგი ადამიანი და შენც გაქვს სურვილი, მის ცხოვრებაში შეიტანო სიკეთე, – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვიღაცები გავიცანი. ახლა 2-3 გოგო არის, ვისზეც ვფიქრობ, საწყის ეტაპზეა და შევხედავ. ერთი ბათუმში გავიცანი. სასტუმროში მიმტანად მუშაობდა. იმიტომ მომეწონა, რომ კომპლიმენტი ვუთხარი და ისე ქალურად გაწითლდა და ისე ქალურად შეიფერა ეს, რომ... ძალიან იშვიათია ეგეთი რაღაც, ყველა ცდილობს, იყოს ძალიან „კრუტოი“.
– წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, ალბათ, ბევრი რამ გადააფასე შენს ცხოვრებაში?
– შეცდომები გათვალისწინებული მაქვს. მე რომ არ ვიყო დარწმუნებული, რომ ახლა, როცა ვინმესთან ურთიერთობა მექნება, პლუსებს შევიტან მის ცხოვრებაში და არა მინუსებს, მაშინ, ამაზე არც ვიფიქრებდი. რომ გამოჩნდეს ადამიანი, ათასჯერ ავწონ-დავწონი, მასთან ერთად ვიყო თუ არა. სხვა პასუხისმგებლობა გამიჩნდა კიდევ, უპირველესად – ბავშვები, იმას ბავშვებთანაც ხომ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. იმისთვის, რომ ვიღაცასთან პირადი ცხოვრება დავიწყო, რაღაც პერიოდი ერთად უნდა ვცხოვრობდეთ. პაემნებზე რომ ხვდებით ერთმანეთს, სხვანაირები ხართ, მაგრამ შენ უნდა გაიგო, სახლში როგორია, ბავშვებთან როგორია, როცა რაღაც სირთულეები მოვა, მაშინ როგორია. მე და ნელის ისეთი მაგარი ურთიერთობა გვაქვს, არ ვიცი, მის მეგობრებს აქვს თუ არა მასთან ასეთი ურთიერთობა. ადრე გვიყვარდა და ვათბობდით ერთმანეთს, ახლა, მეგობრობაში, ასე არ ხდება, მაგრამ იდეალური ურთიერთობა გვაქვს. ამ ეტაპზე, ნელი ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ნელის ვუყვები. მათ შორის იმას, თუ ვინმე მომეწონა და მგულშემატკივრობს. მე და ნელის, როგორც მეგობრებს, ერთმანეთი გვიყვარს.
– დღევანდელი გადასახედიდან, ნელისთან ურთიერთობაში ნანობ რამეს?
– როგორ არ ვნანობ, ბევრ რამეს ვნანობ. სტრესია გაშორება, ძალიან რთულია ამ ამბის გადატანა. მე ჩემებურად გადამქონდა: წახვალ, იქ გოგოებს შეხვდები,  არაყს დალევ, გულს გადააყოლებ, თორემ ის მომენტი არასდროს ყოფილა, ნელი არ მყვარებოდა. ორი წელი გავიდა და არავისთან მქონია ურთიერთობა, იმიტომ რომ ნელის მერე ეს ძალიან რთულია, იმდენად ღრმა და კარგი ადამიანია და იმდენად შეწებებულები ვიყავით. იმხელაზე აქვს თამასა ამაღლებული, რომ ძნელია იმის მერე ისეთი გოგოს პოვნა, რომ ურთიერთობები დაიწყო... ხშირად ვფიქრობ, რომ ნეტავ ერთ-ერთს გვებრძოლა, გვქონოდა ძალა ან მეტი დრო მქონოდა, შეიძლება, არ მომხდარიყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა...
– რატომ ვერ შეინარჩუნეთ ურთიერთობა?
– ორივენი გადაღლილები ვიყავით, ევას გაჩენისას ისეთი ამბები გადაგვხდა – ნელის პრობლემური ორსულობა ჰქონდა, გინეკოლოგმა გვითხრა ევა მოიშორეთო. სამმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ვერ გადარჩებოდა. ახლა თვალებში ვერ გვიყურებენ. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. ბოლომდე ვამბობდით, რომ სანამ ცოცხალია ხელს არ შევახებთ. გინეკოლოგმა თათია ტუღუშმა გვითხრა, რომ გადარჩება, ოღონდ ექვსი თვე უნდა იწვესო. მე ერთ ხელში სესილი მეჭირა და მეორეთი ნელის ვუვლიდი. თან, მაშინ გადატვრთულიც არ ვიყავი – მანამდე ხომ სახლის კაცი ვიყავი, „პეროგებს“ ვაცხობდი სახლში. სასწაული მოვახდინეთ და ევა გაჩნდა. ევას გაჩენიდან 4-5 თვის მერე დავშორდით. კვირები ერთმანეთს ვერ ვხედავდით, ხუთი წუთი ვნახავდით, სამსახურიდან რომ მოვიდოდით. მხოლოდ  იმის დრო გვქონდა, ჩავნაცვლებოდით ერთმანეთს, რომ ევა დაგვეკავებინა.  ორი თვე როცა ურთიერთობა არ გაქვს, ორ წამს მოიპოვებ, ოღონდ ერთამენთს დაელაპარაკო და ამასობაში – ბავშვის ტირილი. მე ცალკე „ჯეოსელში“ ვიყავი, ცალკე – ტელევიზიებში, ჩემი კარიერული წინსვლები... ამან გამოიწვია ბევრი რამ. თან, უამრავ რამეში მეც გამოუცდელი ვიყავი. ახლა რომ დალაგებული ვარ, ასე რომ ვყოფილიყავი, დღეს ერთად ვიქნებოდით.
– ეჭვიანობის მომენტები არ გქონდათ?
– ნელი ეჭვიანობდა გოგოებზე, ვინმე კონკრეტული გოგო არ ყოფილა. რაც ნელისთან ერთად ვიყავი, მისთვის არასდროს მიღალატია. როგორც კი გავშორდით, დავიწყე „ბაბნიკური“ ცხოვრება, ისევ და ისევ, იმიტომ რომ, ძალიან რთული გადასატანი იყო, იმიტომ რომ ნელი  მიყვარდა, მასაც ვუყვარდი და ძალიან გვიჭირდა, ბევრს ვიბრძოდით, მაგრამ ასე მოხდა...
–  როგორ მიიღე ნელის გათხოვება? ხშირად ყოფილი ქმრები უარყოფითად ხვდებიან ასეთ ამბავს...
– თავიდან იყო დაძაბულობა და უსიამოვნება, მაგრამ მაინც გაშორებულები ვართ და მისი პირადი ცხოვრებაა. მეუღლის გარდაცვალების მერეც გვერდით ვედექი და ახლაც გვერდით ვუდგავარ. წყვილს შორის მთავარია, რომ პირველ რიგში, დადგეთ თქვენს ეგოზე მაღლა. მე არ ვგულისხმობ თავმოყვარეობის დათმობას. საკუთარ თავზე მაღლა თუ არ დადექი, მაშინ შენ არ გყვარებია ის ადამიანი და არ გდომებია მისი ბედნიერება. თუ შენ არ შეგიძლია, იმ ადამიანის ბედნიერება გინდოდეს უშენოდაც, თუ ატყობ, რომ შენთან ერთად არ გამოდის ამბავი ისე ან ის გეუბნება, რომ არ გამოდის და გამიშვი, უნდა გაუშვა. მეც გამიჭირდა, ნელისაც გაუჭირდა, მეც ვეჭვიანობდი, ნელიც ეჭვიანობდა... საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად, რაღაცების გადალახვის შედეგად, რაღაცების გაანალიზების შედეგად ეს უნდა შეძლოთ, თუ ერთმანეთის ბედნიერება თქვენთვის მნიშვნელოვანია.
скачать dle 11.3