კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ შეაჩერეს ქართველების მოსატაცებლად გადმოსული ოკუპანტები დავით ქაცარავამ და მისმა გუნდმა და ებრძვის თუ არა ის ლგბტ თემის წევრებს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

უკვე ცხრა თვე გავიდა, მას შემდეგ რაც დავით ქაცარავამ რუსეთ-საქართველოს საოკუპაციო ზოლთან პატრულირება დაიწყო, ცოტა ხნის წინ ანტისაოკუპაციო ტაქსის შექმნის იდეაც გაუჩნდა და ყველანაირად ცდილობს, ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი საზოგადოების ყურამდე მიიტანოს და ოკუპაციის თემა უფრო მეტად აქტუალური გახადოს.
დავით ქაცარავა:
დღეს პატრულირების 244-ე დღე დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან სერიოზული გამოცდები ჩავაბარეთ და ის სკეპტიციზმი, უნდობლობა და ირონია, რომელიც საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში არსებობდა ჩვენი მისამართით, შემცირდა. თავიდან არავის სჯეროდა, რომ მართლა დავიწყებდით პატრულირებას. მერე იყო დაბარებები შინაგან საქმეთა სამინისტროში, საზოგადოების სკეპტიკური ნაწილისგან კი გვესმოდა: ერთი კვირა ირბენენ დროშებით და მერე მობეზრდებათო. მერე – ახლა ზაფხულია, იქ კარგი ჰაერია და გრილდებიან ბიჭები, მაგრამ აცივდება და თოვლში იქ არავინ გაჩერდებაო. ზამთარიც გაილია, მაგრამ ჩვენ საზღვარზე პატრულირების ერთი დღე არ ჩაგვიგდია. ხალხი დარწმუნდა, რომ ეს ნაბიჯი ჩვენთვის პოპულიზმს არ უკავშირდება. გვაქილიკებდნენ, რა აზრი აქვს თქვენს იქ დგომას, რა, რუსები გაიქცევიანო... ამის მოლოდინი არც გვქონია, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძელით საზოგადოებაში ისე აქტუალურად დაგვებრუნებინა ოკუპაციის თემა, როგორც ახლაა. მანამდე ბევრი ინფორმაცია, რომელიც საოკუპაციო ზოლს ეხებოდა, იმალებოდა. ოთხოზორიას, ბაშარულისა და ტატუნაშვილის გახმაურებული შემთხვევების გარდა არაერთი მეომარი მოუკლავთ მათ, მაგრამ ეს საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილა.
– რაც შეეხება ანტიოკუპაციურ ტაქსებს, რომელიც კიდევ ერთი აქციაა?
– ანტიოკუპაციური ტაქსი საშუალებას გვაძლევს, ანტიოკუპაციური პროპაგანდა უფრო ცოცხალი გავხადოთ. ავტომობილი მთლიანად ანტიოკუპაციური სიმბოლიკითაა გაწყობილი და ჩვეულებრივი ტაქსივით მუშაობს. მძღოლები ვართ ჩვენ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტები და მეგობრები. მთავარი პრინციპი არის ის, რომ მძღოლი აუცილებლად უნდა მოუყვეს თავის მგზავრს, რა დანიშნულება აქვს ან ტაქსის. მონიტორზე ვურთავთ ვიდეოს, რომლიდანაც კარგად  ჩანს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ რუსეთი ჯალათია. ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ტარიფი, თქვენ იხდით იმდენს, რამდენიც გემეტებათ. ეს თანხა ანტისაოკუპაციო ბრძოლაში იხარჯება. გვინდა, რომ ჩვენი ანტიოკუპაციური მოძრაობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ძალიან ბევრი წევრი გვემატება და გვინდა კიდევ უფრო დიდი პერიმეტრი დავფაროთ საოკუპაციო ზოლთან. ეფექტი აშკარაა, ჩვენმა გამოჩენამ არაერთხელ შეაწყვეტინა რუსებს წვრთნები. დავაფიქსირეთ მათ მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შემთხვევები. მათ ჯგუფს ჰყავდა სპეციალურად გაწვრთნილი გერმანული ნაგაზი, რომელსაც ადამიანებზე სანადიროდ იყენებენ და სოფელ კოდისწყაროს მიმართულებით მოძრაობდნენ, დიდი ალბათობით, ადამიანის მოსატაცებლად. მოგეხსენებათ, ყოველი მოტაცებული ადამიანის შემდეგ მათი ჯგუფი იღებს ორკვირიან შვებულებას და გარკვეულ ბონუსებს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების გატაცებით დაინტერესებულები არიან და გამყოფი ხაზის გადმოკვეთას არ ერიდებიან.
– ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გადიხართ და არაერთხელ აღმოჩნდებოდით საფრთხის წინაშე.
– იქ არ არსებობს მთლიანი ხაზის აღმნიშვნელი მავთულხლართები და ღმერთმა არც გააჩინოს, მაგრამ ბევრისგან მსმენია: ნეტა იყოს, მაშინ გვეცოდინება მაინც და ჩვენებს არ გაიტაცებენო. ამას ვერ დავეთანხმები, თუმცა არის აღმნიშვნელი ბანერები, რომელთა ახლოსაც ვპატრულირებთ, შესაბამისად, არასდროს ვიცით, რა მომენტში მიიჩნევენ საჭიროდ ჩვენს გატაცებას. მათთან კომუნიკაცია 20-30 მეტრის მანძილზე გვქონია და როგორც წესი, ერიდებიან, სწრაფად გვეცლებიან და ცდილობენ, ყურადღება არ მოგვაქციონ. ძალიან კარგად იციან, ვინც ვართ და მათთვის კარგი ლუკმა რომ ვართ, ესეც ვიცით. თუმცა, უსაფრთხოების ზომებს ვიცავთ და ამაში სამართალდამცველებიც ძალიან გვეხმარებიან.
– მინდა დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზების თემასაც შევეხოთ, რადგან ამ თემასთან დაკავშირებითაც ძალიან აქტიურად იბრძვით.
– ჩვენი საზოგადოება დეკრიმინალიზაციისთვის მზად მაშინ იქნება, როცა ახალგაზრდებს კარგად ავუხსნით, რომ ნებისმიერი ნარკოტიკი საშინელება და მავნებლობაა. დღეს იმაზე ვკამათობთ, სასარგებლოა თუ მავნებელი. შესაბამისად, ჩვენივე დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ახალგაზრდები, ნარკოტიკში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ. რომ ვიცოდე, ის ადამიანები, რომლებიც ასე აქტიურად იბრძვიან დეკრიმინალიზაციისთვის, შეწუხებულები არიან ახალგაზრდებში ნარკოტიკების გავრცელებით და ამიტომ ეწევიან ანტინარკოტიკულ კამპანიას, მაშინ ჩავთვლი, რომ საზოგადოება მზადაა. დღეს მედროშეებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ისინი მხოლოდ საკუთარი კომფორტის გამო იბრძვიან და ნარლეგალიზაციისთვის ამზადებენ საფუძველს. უნდათ, ბარიგებიც კი არ მოხვდნენ ციხეში. ადამიანის უფლებები, რომელიც მომხმარებლის დაჭერით ირღვევა, მხოლოდ ლამაზ ფარად აქვთ აფარებული.
– ამას თქვენ უწოდებთ პრობლემას, ბევრი პირიქით ფიქრობს და ალბათ, თქვენც გსმენიათ იგივე „მარიხუანის“ სამედიცინო სარგებლიანობაზე.
– სამედიცინო „მარიხუანა“ აბსოლუტურად სხვაა, ამით ადამიანი ვერ „კაიფობ“, კანაფს უამრავი სხვა გამოყენებაც აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ სახით გამოყენება, რა სახითაც საზოგადოების დიდი ნაწილი იყენებს, საზიანო არაა. ამის მტკიცება აბსურდია და ეს ჩვეულებრივი პროპაგანდაა, იმისთვის, რომ მერე მოითხოვონ ლეგალიზება, ბიზნესი ააწყონ და ფული აკეთონ.  ძალიან სამწუხაროა, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ლაპარაკობენ, რომ ნარკოტიკი არ ვნებს და პირიქით, კარგია. ეს მავნებელია ისევე, როგორც სიგარეტი და ალკოჰოლი.
– თქვენ არასდროს გაგისინჯავთ, თუნდაც, „მარიხუანა“?
– დაახლოებით 23 წლის ვიქნებოდი, როცა „მარიხუანა“ გავსინჯე იმისთვის, რომ გამეგო, რა იყო, რასთან უნდა მებრძოლა. გასინჯვის მერე ნეგატივის გარდა მასში ვერაფერი ვნახე, ხელი შემეშალა ჩვეულ აქტიურ ცხოვრებაში და ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი, რომ ეს პირველი და უკანასკნელი ექსპერიმენტი იქნებოდა.
– ლგბტ თემასაც შევეხოთ, რომელთან დამოკიდებულების გამოც ჰომოფობს გიწოდებენ.
– მე არავის ვებრძვი, ეს ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან, რომლებსაც პრობლემას არავინ უქმნის. პირიქით, ბევრ რამეში წახალისებულებიც არიან და დღევანდელ საქართველოში ძალიან კომფორტულადაც გრძნობენ თავს. მიზეზი, რის გამოც მათზე ძალადობენ თუ მათდამი ნეგატივს ავლენენ, არის ის, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ადამიანების გამოწვევას და პროვოკაციაზე წამოგებას, განსაკუთრებით ისეთი ადამიანების, რომელთათვისაც მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა მიუღებელია. მათ მიმართ ჩვენი ნეგატიური აზრის გამოხატვის უფლებას გვართმევენ. ტაში უნდა დაუკრა, ჯიგრები ხართ და აბა, თქვენ იცითო, მაგრამ თუ ასე არ ფიქრობ და ესე იგი, ბნელი „გრუზინი“ ხარ. მე რატომ არ მაქვს ჩემი აზრის გამოთქმის უფლება? ჩემი უფლებები ირღვევა მაშინ, როცა შენ ამ თემის პროპაგანდას ეწევი. თორემ, მათ არავინ დასდევს, თუმცა, ისინი ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ლგბტ თემისთვის მშვიდი სიტუაცია, რომელშიც მათ არავინ ეხება მისაღები არაა. ასე გრანტებს ვერ მიიღებენ, ვერც საკუთარი პერსონის მიმართ მიიქცევენ საზოგადოების ყურადღებას და ვერც თოქ-შოუების გმირები გახდებიან. ჩემთვის მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება, ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების აყვანა – მარაზმია ეს ყველაფერი. შვილის ყოლის უფლება აქვს ქალს და ისინი ქალები არ არიან. კაცმა თქვას, მე ქალი ვარ და შვილი მინდა, მაგრამ ვერ ვაჩენ, ამიტომ ადგეს და იშვილოს, რა, ამ დროს ბავშვის უფლებები არ ირღვევა? ისევე, როგორც ერთსქესიანთა წყვილების მიერ ბავშვის აყვანის დროს. დადგენილია, რომ ასეთი წყვილების მიერ გაზრდილ ბავშვებში ძალიან მაღალია სუიციდის მცდელობები, გამოირჩევიან აგრესიით და ფსიქიკა დამახინჯებული აქვთ.
скачать dle 11.3