კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რა საშინელება ჩაიდინა მანიკა ასათიანმა და რაში ჩაითრიეს მან და ნია წივწივაძემ მანიკას მეუღლე

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მანიკა ასათიანი და „მის საქართველო” ნია წივწივაძე რძალ-მული არიან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთად გაიზარდნენ. მანიკა და ნია ძალიან კარგი მეგობრები არიან. გარდა იმისა, რომ ორივე ძალიან ლამაზია, ასევე ძალიან ხალისიანები, ენერგიულები და პოზიტიურები არიან.

მანიკა ასათიანი: რომ გავთხოვდი, 17 წლის ვიყავი, ნია – 16-ის. 5 წელი ერთად ვცხოვრობდით, ერთ ჭერქვეშ და როგორ არ დავმეგობრდებოდით. მერე ნია ჩემს სამეგობროსთან დამეგობრდა და ასე მოვდივართ.
ნია წივწივაძე: ბექას შესახებ ყველაფერი ვიცოდი ხოლმე, ყველაფერს მიყვებოდა. პირველად მანიკა აეროპორტში გავიცანი, როდესაც ბექას აცილებდა. მერე „სკაიპში“ მივწერე, ერთხელ მყავდა ნანახი, მაგრამ სულ ვწერდით ერთმანეთს.
– არასდროს გაერთიანებულხართ ბექას წინააღმდეგ?
მანიკა:
არა, ბექას წინააღმდეგ ვერავინ გადამიბირებს. მე და ბექას სულ ერთმანეთი გაგვაქვს. თუ რამე პრეტენზიაა ოჯახში, გინდ ჩემ მიმართ, გინდ ნიას მიმართ, შეიძლება, ბექამ გააპროტესტოს და სულ ვეუბნები: კარგი რა... ანუ, ვისაც სჭირდება, იმას ვუდგავართ გვერდში.
ნია: ოჯახში ძალიან მიყვარს ხალხმრავლობა. ძალიან კარგია, როცა ოჯახში ბევრნი ხართ, მხიარულება რომ არის.
მანიკა: ხომ წარმოგიდგენია, ოჯახში როგორ ხმაურს შევიტანდი. ბავშვობიდან ისე გავიზარდე, რომ ჩვენს სახლში კარი არ იკეტებოდა. ისე შემოდიოდა და გადიოდა ხალხი, ვერ ვიგებდით. რადიკალურად განსხვავებულ ოჯახში შესვლა ძალიან გამიჭირდებოდა. მიხარია, რომ დაახლოებით, იგივე სიტუაცია დამხვდა ბექას ოჯახშიც და ძალიან გამიადვილდა. თამაში არ შემიძლია, ყველანაირი ემოცია მემჩნევა.
ნია: ორსულად რომ იყო, დილით ადგებოდა, შევარდებოდა სამზარეულოში, შეჭამდა და მერე გამოვიდოდა: გამარჯობა, როგორ ხართ, დაგინახეთ.
მანიკა: ნია თავიდან უფრო წყნარი და მშვიდი იყო.
– მერე გააგიჟე?
– არ გავაგიჟე, შინაგანად თვითონ იყო გიჟი, მე როგორ გავაგიჟებდი. ბექა ცოტა გავაგიჟე, რადგან მასზე დიდი გავლენა მაქვს. ჯერ ბექამ ვერ მომქაჩა თავისკენ. ვეღადავებოდი ხოლმე: შენ ნაადრევად ბერდები და არ მინდა, მეც ნაადრევად დავსერიოზულდე-მეთქი. ჩემთან შედარებით, მაინც დინჯია, მაგრამ ცოტა ავიყოლიე სიგიჟეებში. მე და გიო რომ ვგიჟობთ, აგვყვება ხოლმე. ადრე უფრო თავდაჭერილი იყო, მერე გამოვაცოცხლე. მე და ნია პატარები ვიყავით და სულ ერთად გვიჟობდით. კარაოკეს ჩავრთავდით ხოლმე და ბოლო ხმაზე ვკიოდით. როგორ გვიძლებდნენ მეზობლები, არ ვიცი. ძველი ტანსაცმლით პოდიუმს ვაწყობდით და ბოლოს ბექაც ავიყოლიეთ, გამომყავდა ხოლმე პოდიუმზე.
– ვინ არის, ოჯახში ყველაზე ხმაურიანი?
ნია: მანიკაა ყველაზე ხმაურიანი. ბოლო ხმაზე ლაპარაკობს, არ აინტერესებს, გძინავს თუ არა.
მანიკა: ჩურჩული არ შემიძლია. იცი, რომ მე და ბექა ამაზე ვჩხუბობდით, დიდი ხანი ეგონა, რომ ძალით ვაკეთებდი. რომ მგონია, ვჩურჩულებ, ამ დროს გავკივი. ჩემი შვილი შეგუებულია ამას – ისე სძინავს, ბომბი რომ ავუფეთქო, ვერაფერს გაიგებს. მე მგავს, ისიც ჩემსავით ხმაურიანია. გიო არის ჩემი ასლი – ხასიათითაც და ფიზიკურადაც. ბექა მეუბნება: რამეში მაინც მგავდეს ეს ბავშვი, კალათბურთი მაინც უყვარდეს, სიმღერა უფრო მეტად უყვარსო.
ნია: ხათუნაც, დედაჩემიც, ძალიან ხმაურიანია. ბექა და მანიკა რომ გადავიდნენ, ახლა ის არ მაძინებს.
– ოჯახის წევრებს რის კეთება გიყვართ ერთად?
– ერთად რომ ვცხოვრობდით, სულ ვუყვებოდით ერთმანეთს ყველაფერს: ეს გაიგე, იცი რა მოხდა...
მანიკა: ჭორაობა გვიყვარს მე, ნიას და ხათუნას. ბექაც ჩავითრიეთ ჭორბიუროში. რამე საინტერესოს რომ გაიგებს: რა? გაიმეორეთ, ვერ გავიგე. ღირსშესანიშნავ დღეებში სულ ერთად ვართ, ოჯახი კულტის დონეზე მაქვს, ამიტომაც ვერ ვიცხოვრებდი სხვა ქვეყანაში, ვერ გავძლებდი. ბექაც ასეთი ტიპია.
ნია: სოფელში გვიყვარს ყოფნა და ბევრნი ვიკრიბებით ხოლმე, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები. მაგ დროს ჩვენთან დაიღლები  – 30 კაცი ლაპარაკობს ხოლმე ერთად.
მანიკა: ბექა უფრო სახლის ბიჭია. მე მიყვარს გარეთ გასვლა. თუ ვერ გავდივარ, ჩემთან მოდიან. მე რომ არ გავიდე, ასეთი დღე არ არსებობს. თუ სახლში ვარ მთელი დღე, უნდა მკითხო: ცუდად ხომ არ ხარო? აზარტული ვარ და ერთხელ 24 საათში 24 სერიალს ვუყურე. საშინელება ჩავიდინე, მივხვდი ცოტა ზომბი ვარ და ვთქვი: მანიკა, სტოპ! მთელი დღე სახლში რომ მამყოფო, შეიძლება, გავაფრინო, თან, სერიოზულად, ჩემი გვარის ფსიქიატრიულში დამაწვენენ. ბექა მეუბნებ: გადაიწვები, ასაკი გატყუებსო. იმდენად უკომპლექსო ვიყავი, როცა მემღერებოდა, ქუჩაშიც ვიმღერებდი. ახლაც ასეთი ვარ, თუ მომინდება, გავაკეთებ. ბექაც არ მზღუდავს არაფერში. ზოგჯერ მეუბნება ხოლმე: ახლა ძალიან ნუ იგიჟებო, თუმცა ზუსტად იცის, რომ მაინც ვიგიჟებ. ის არ უნდა მითხრა: არ დალიოო, რადგან იცის: დავლევ თუ არ დავლევ, მაინც ერთნაირად გიჟი ვარ.
– ნია, ალბათ, გიოს დაბადება განსაკუთრებულად გახსოვს.
ნია: თავიდან პატარა ვიყავი და ვერ აღვიქვი. ახლა ბაღში გავუვლი ხოლმე, სადღაც მივდივართ ერთად, მერე მირეკავს, მიყვება რაღაცებს. ახლა ვმეგობრობთ და უფრო აღვიქვამ: რა კარგია, რომ დაიბადა.
– ერთ-ერთ გადაცემაში გიომ თქვა: ნია უფრო ლამაზია, ვიდრე დედაო.
– გიოს ჩემ მიმართ აქვს ხოლმე ასეთი დამოკიდებულება: შეყვარებული ხარ? გათხოვდები? უნდა წახვიდე?.. და არავინ მოსწონს. ქუჩაში ვიღაც ბიჭმა მითხრა კომპლიმენტი. უი, ასე გითხრა: ლამაზი ხარო. შენ ეთანხმები-მეთქი. იმ ბიჭს არა, მაგრამ მეც ასე ვფიქრობო.
მანიკა: ძალიან კაცური ტიპია და დედის მიმართაც სხვანაირი მოთხოვნები აქვს. დედა, ფეხი დამალე! – მეუბნება. მამაშენს არ უთქვამს ასეთი რამ, დაწყნარდი-მეთქი. აზიატი ბიჭი იზრდება, საწყალი მისი ცოლი. არა უშავს, მოუხდება,  გიომ ნიაზე რომ თქვა უფრო ლამაზიაო, ქუჩაში ხალხი ეუბნებოდა: ეს როგორ თქვი, დედას როგორ აწყენინეო. არ მწყენია-მეთქი. მერე ისე ინერვიულა, მითხრა: დედა, შენ ხომ იცი, რომ ყველაზე ლამაზი ხარ, მაგრამ ნია ხომ „მის საქართველო“ არისო.
– ნია, როდესმე გიფიქრია, რომ შენს მომავალ მეუღლეს ბექას რაიმე თვისება ჰქონდეს?
– ბექა ოჯახზე გადაყოლილია, ზრუნავს და მეც მინდა, რომ ჩემს მეუღლესაც ასეთი თვისებები ჰქონდეს. მამაც ასეთია და მათთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია – ჯერ ოჯახი და მერე სხვა დანარჩენი. ჩემი შეყვარებული ამ კუთხით ჰგავს ბექას: ოჯახის მოყვარულია, უნდა, რომ სიწყნარეში ვიყოთ და მე მივათრევ ხოლმე.
მანიკა: ბექას ფოტოს გადაღება ვერ შევაყვარე. ადრე საერთოდ ხომ არ იღებდა და ახლა ერთს იღებს. ვეუბნები ხოლმე: ხალხი იფიქრებს, ქმრის ფოტოს არ დებს, მოდი გადავიღოთ. კარგი, საჭიროა.
– სიურპიზებს თუ უწყობთ ერთმანეთს?
ნია: ბექა მეუბნება ხოლმე: რა ზომის ფეხი აქვს მანიკას, ფეხსაცმელი ვუყიდოთო. რაღაცებს მიგზავნის ხოლმე: ეს თუ მოეწონებაო. არ გეუბნები ხოლმე. სიურპიზები უყვარს. დედაჩემს ურეკავს: დღეს ჩამოვდივარ, მანიკას არ უთხრაო.
მანიკა: ბექა უფრო ფიქრობს ხოლმე, რომ არ მოეწონოსო, ამიტომ ფულს მაძლევს: წადი იყიდეო. ბოლოს მიხვდა, რომ არაფერს ვყიდულობ და მეუბნება, გამოგყვები და იყიდეო. წელს მანქანა მაჩუქა. ქუთაისში ჩავაკითხე. მეორე დღეს გადაღება მქონდა, დილით ადრე უნდა გამოვსულიყავით. თურმე, მანქანის გადასაფორმებლად არის წასული. ძალიან აგვიანებს, ისეთ მესიჯებს ვწერ: მე მივდივარ. თან სახლში ვიცოფები: რა ჰგონია, მხოლოდ მას აქვს საქმე?! ძალიან დიდი ხანი დააგვიანა, რომ მოვიდა, ისეთი ჩავედი, ხმას არ ვცემ. თავისი მანქანით მოვიდა. თურმე, იმ მანქანით მოვიდა, იქვე დააყენა და გადაჯდა თავის მანქანაში. მოკლედ, შეურაცხადის სახით ჩავედი. იცოდა, რომ „ტოიოტა ქამრი“ მინდოდა. იქვე იყო გაჩერებული. კარგი, მომეხმარე გადავალაგოთ ჩანთები-მეთქი და იმ მანქანისკენ წავიდა. ყბა ჩამომივარდა, ყველაფერი დამავიწყდა. მერე ერთ თვეში „აიფონ ათი“ დამახვედრა, ჩემს საყვარელ სუნამოსთან ერთად. ერთ საჩუქარში ამოიღო ყველაფერი.

скачать dle 11.3