№14 აჩი ფურცელაძის ანეკდოტები
სოფლიდან სვანი ურეკავს ძმაკაცს.
– ჩამოდი, ისეთი მაგარი გოგო შეგირჩიე საცოლედ, გადაირევი.
– გადაუღე სურათი და გამომიგზავნე, ვნახო.
– მინდოდა, მაგრამ არ მიჩერდება.
– არ მინდა, კაცო, შენ თუ სურათისთვის არ გიჩერდება, მე საწოლში გამიჩერდება?
***
ორი ძმაკაცი სკვერში ზის და საუბრობს:
– ბიჭო, ამ ჩემს ცოლს სექსი ყოველდღე უნდა, მე კი უკვე იმ ასაკში ვარ, ამდენი აღარ შემიძლია.
– ეჰ, ძმაო, გახსოვს, გეუბნებოდი მე შენ, არ დაქორწინდე ულამაზო ქალზე, თორემ მერე ინანებ-მეთქი? არ დამიჯერე და იყავი ახლა მასე, არავინ დაგეხმარება.
***
პატარა მიხო ყურადღებით აკვირდება, როგორ ღებავს მამამისი ღობეს. დედამისი მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და ეუბნება:
– შეხე და ისწავლე მიხო, როგორა მუშაობს მამაშენი და რომ გაიზრდები, მიეხმარები კიდეცა.
– მაიცა, კაცო, სანამ მე გავიზრდები, მანამდინ ვერ მორჩება?
***
მე, თქვენ ძალიან მიყვარხართ, ქალბატონო ნაზი. მომათხოვეთ თქვენი ქალიშვილი.
– რა პრობლემაა? ისე მძულხარ, მზად ვარ, შენი სიდედრი გავხდე.
***
ადიდებულ მდინარეს მიაქვს ქალი. უამრავი ხალხია შეკრებილი, მაგრამ ისეთი დინებაა, მიშველებას ვერავინ ბედავს. ბოლოს, ერთმა გარისკა, გადახტა და დიდი გაჭირვებით გამოიყვანა ნაპირზე. ქალი წელს ქვევით ისევ წყალშია და დაუწყებს კაცი ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას, რომ პირიდან წყალი ამოაღებინოს. გურული უყურებს, უყურებს და ბოლოს მიაძახებს:
– ე ბიჯო, ამოაყოფინე მაგ ქალს წყლიდან საჯდომი, თუ არა, გადმოაკაჩავა აი მდინარე მეორე მხარეს.
***
ტიპმა დილით ლიმონი ჩაის ჭიქაში ჩადო და თქვა:
– ე, როგორ მინდა, ხანდახან, ლიმონი ჩაიში კი არა, შვეიცარიის ბანკში ჩავდო.
ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები
მეგრელი ეუბნება ქალს:
– ქალბატონო, გნებავთ ჯადოსნური სექსი?
– როგორია ეგ?
– როგორი და, სექსის მერე, ავდგები და გავქრები.
***
– რომ მცოდნოდა ასეთი ღარიბი იყავი, ცოლად არ გამოგყვებოდი.
– მე არ მომიტყუებიხარ, სულ იმას არ გეუბნებოდი, შენს მეტი არაფერი გამაჩნია ამ ქვეყანაზე-მეთქი.
***
ქალი სასწორზე დგას, კაცი კი, წამოწოლილია, გაზეთს კითხულობს და ჩაილაპარაკებს:
– არა რა, ქალი სუსტი არსებაა.
– მერე? ესმის ეგ სასწორს?
***
მიხოს ბიჭი სკოლიდან მოდის თავჩაქინდრული. ორღობეში, გზად, მიხო შემოხვდა:
– რა იყო, შვილო, რა უხეირო ვირივით ჩამოგიყრია ყურები?
– რაი, მამი და, ლოგიკის მასწავლებელმა გამამაგდო გაკვეთილიდან.
– რათა?
– აი, წუხელის დედამ ლობიო რომ გააკეთა, მუცელზე შამბერა და გაკვეთილზე, ჰაერი გავაფუჭე.
– ეეე, მოგ....ნთ ლოგიკის მასწავლებელი! შენ გამოგაგდო და ის შიგნით დარჩა?
***
მარო ფრჩხილებს იკეთებს და ქმარს, მიტოს, ეკითხება:
– არა მაინცა, ვინ გამაიგონა პედიკიური, ჰა?
– მე ვიცი.
– ვინა?
– ვინა და, პედიკმა იურამა!
***
ნაზიკიას შეხვდა ქუთაისელი მეზობელი რეზოია:
– ნაზიკია, რა კარგი სვიტერი გაცვია, გოგო.
– ჰო, ნამდვილი აქლემის ბეწვია.
– ვიცი ხო, დაგინახე თუ არა, მაშინვე ვიცანი, ორი კუზით.