კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ბრძნული აზრები

ტალეირანი: პოლიტიკაში სინამდვილეზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რისიც ხალხს სჯერა.
ორეული: ნორმალურ ადამიანს ძალაუფლება არ სურს, ამიტომაც ძალაუფლება არანორმალურების ხელშია.
ტვენი: რაიმეს მიღწევის საიდუმლოება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ რაღაციდან დავიწყოთ.
ალი შარიათი: თუ არ შეგიძლია, ბოლო მოუღო უსამართლობას, მაშინ უამბე მაინც ყველას მის შესახებ.
ოტია იოსელიანი: თუ შენი დაკარგვით არაფერს ვკარგავ, დაკარგვამდეც დაკარგული ყოფილხარ.
პოუპი: ამაოა სილამაზე, თვალს თუ იპყრობს მხოლოდ, მაგრამ სულის მოგებას ღირსება წარმოშობს.
ბოტონი: სწორედ ტკივილთან დიალოგში იძენს მრავალი ლამაზი საგანი თუ მოვლენა ღირებულებას.
ციცერონი: მშვიდობა უნდა მოიპოვო გამარჯვებით და არა გარიგებით.
კონსტანტინე გამსახურდია: ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამქვეყნად, ამიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან: ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.
მონტენი: ძალიან ძნელია უღირსის სიყვარული და ღირსეულის სიძულვილი.
კონფუცი: ძალის გამოყენებით აზრის დაცვა უაზრობაა.
ფახტე: ცხოვრება რთულია და თუ მარტივად ჩათვლი უფრო გართულდება.
დოჩანაშვილი: ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრებაში, ყველას გადაუხადეთ მადლობა თქვენს ბედში მონაწილეობისთვის, იყო ეს ეპიზოდური თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ერთი ადამიანიც კი არ ხვდება მეორეს ცხოვრებაში შემთხვევით. მადლობა გადაუხადეთ ზოგს ზღაპრებისთვის, ზოგს კი – ბიძგისთვის.
დუნკანი: სანამ ბავშვები იტანჯებიან, სამყაროში ჭეშმარიტი სიყვარული ვერ იარსებებს.
სტენდალი: ვინც სიბრძნეს ეზიარება, მისთვის სიცოცხლე ძვირფასია, ხოლო ვისაც სიცოცხლე უყვარს, კეთილდღეობას მოიპოვებს.
ანტონი დიდი: როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ. როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება.
ვოლტერი: ქონების შეძენის სურვილითა და მისი დაკარგვის შიშით ერთნაირად იტანჯება ადამიანი.
დალაი ლამა: თუ ღმერთს უნდა შენი ბედნიერება, ის რთული გზებით წაგიყვანს, რადგან მარტივ გზაზე ბედნიერება არ შეგხვდებათ.
მერლინ მონრო: მამაკაცთან ერთად თავს კარგად უნდა ვგრძნობდე, თორემ ცუდად ცხოვრებას თვითონაც შევძლებ.
მოლიერი: მამაკაცის სისუსტე იძულებულს ხდის ქალს, იყოს ძლიერი.скачать dle 11.3