კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ მოკლა ქალმა საყვარელი ეჭვიანობის გამო

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

43 წლის ბესო კ-ძის ცხედარი სამართალდამცველებმა ნაქირავებ სახლში აღმოაჩინეს. მას გულ-მკერდისა და ყელის არეში დანით მიყენებული ოთხი ჭრილობა აღენიშნებოდა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუსაბამო იყო, რამაც მისი გარდაცვალება  გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე,  ნაქირავებ ბინაში, შიშველ მდგომარეობაში მყოფი  მამაკაცის ცხედარი სამზარეულოში იატაკზე იყო დაგდებული, სისხლის კვალი, სასტუმრო ოთახში იწყებოდა და სამზარეულომდე მთავრდებოდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი,  ბესო კ-ძე ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. მას წარსულში მცირე ბიზნესი ჰქონდა, რომელიც  ცოლთან განშორების შემდეგ, მის ყოფილ ცოლს დარჩა სამართავად. თავად მამაკაცი რვა თვის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა იმ   ბინაში, სადაც მოკლეს. სამართალდამცველებმა მისი ცხედარი მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. მათთვის მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გარდაცვლილი მამაკაცის დამ, ეკა კ-ძემ დასახმარებლად პოლიციას მიმართა. ქალის ჩევნების მიხედვით, ძმა, რომელთანაც მუდმივი კონტაქტი ჰქონდა, ორი დღის განმავლობაში ტელეფონს არ პასუხობდა. მის სახლში მისულ ეკა კ-ძეს ესმოდა ტელეფონის ზარები, რაც საეჭვოდ მოეჩვენა და პოლიციის დახმარებით, ძმის ნაქირავებ ბინაში შევიდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. პირველი ვერსიით, მისი დის ჩვენების მიხედვით, მკვლელი შესაძლოა, ყოფილი რძალი ყოფილიყო, რადგან მათ ერთმანეთთან ბიზნესწილებთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილმა ცოლმა ქმარს ვალების გამო წაართვა, დიდი უსიამოვნება და დაპირისპირება ჰქონდათ. ამონაწერი ეკა კ-ძის ჩვენებიდან: „ჩემს ძმას წარმატებული ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცოლს გაშორდა, მან აიძულა, ბიზნესი იმ ვალის საფასურად დაეთმო, რომელიც, მისი თქმით, ჩემი ძმის გამო დაედო. ბესო თავიდან თანახმა იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიზნეს წილი ოფიციალურად გაუფორმა, მიხვდა, რომ შეცდა და ცოლისგან  მის უკან დაბრუნებას ითხოვდა, რაზედაც ყოფილი ცოლ-ქმარი ვერ თანხმდებოდნენ“. სამართალდამცველებმა დაჰკითხეს გარდაცვლილი მამაკაცის ყოფილი მეუღლე, თუმცა, მისი დაკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ ქალს მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდა – ის ორი დღის განმავლობაში საავადმყოფოში მყოფ ავადმყოფ დედას უვლიდა, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ადასტურებდა.
შემთხვევის ადგილზე სამართლადამცველებმა დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილის კვალს ვერ მიაგნეს, იმის მიუხედავად, რომ სასტუმრო ოთახში მაგიდაზე ორი ჭიქა და ვისკის ბოთლი იდო, დივანზე კი – ქალის პარფიუმერიის ჩანთა. სახლში, ასევე, აღმოჩენილ იქნა ქალის საცვლებიც. საინტერესო გარემოება იყო ის, რომ მამაკაცი მკვლელობის დროს აბსოლუტურად შიშველი იყო. გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა კარი მკველელს თავად გაუღო, მაგრამ რატომ იყო ის შიშველი ან რატომ იყო შემთხვევის ადგილზე  ორი  სხვადასხვა ქალის  ანაბეჭდები და  აქსესუარები,  გამოძიებისთვის ბევრ კითხვას აჩენდა. სავარაუდოდ,  მამაკაცს მკვლელთან ან მკვლელებთან  ინტიმური კავშირი უნდა ჰქონოდა.   
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, სამართალდამცეველბმა  ბესო კ-ძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, 34 წლის ლიკა ლ-შვილი დააკავეს, თავიდან ის ჩადენილ დანაშაულს უარყოფდა, თუმცა შემდეგ მან საყვარლის მოკვლა აღიარა. ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, მან ბესო კ-ძე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ამონაწერი ლიკა ლ-შვილის ჩვენებიდან: „ბესოს თითქმის ერთი წელი ვხვდებოდი, ვიცოდი, რომ ცოლთან გაშორებული იყო. მის გამო მეც ოჯახი მივატოვე. მთელი ექვსი თვე მეუბნებოდა, რომ ცოლად მომიყვანდა,  გადაწყვეტილების მიღება რამდენჯერმე გადადო. მივხვდი, რომ ჩემგან მალულად სხვა ადამიანსაც ხვდებოდა. ორჯერ უკან გავყევი და აღმოვაჩინე, რომ სახლში ახალგაზრდა გოგონასთან ერთად დაბრუნდა. ამის გამო, ჩვენ შორის დიდი ჩხუბი მოხდა. ბესომ გამომიცახდა, რომ ტყუილად ვეჭვიანობდი, მე ვუყვარდი და სხვა ყველა მის ცხოვრებაში შემთხვევითი იყო, დამპირდა, რომ ორ თვეში მომიყვანდა ცოლად, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა აირია. სხვა ქალთან ერთადაც აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ მატყუებდა. ძალიან ვიყავი გაბრაზებული, მის გამო ქმარი და შვილი დავტოვე, უამრავი პრობლემა შევიქმენი, ის კი პირობას არ მისრულებდა. მკვლელობის დღეს დავურეკე და ვუთხარი, რომ მასთან სალაპარაკო მქონდა. დილით მითხრა, საღამოს შევხვდეთო, საღამოს რომ დავურეკე, მოიმიზეზა – ქალაქში არ ვარ, საქმეებზე მომიწია წასვლაო. ბესომ არ იცოდა, რომ მისი სახლის გასაღები მქონდა. გვიან ღამით დავადექი თავზე. კარი ჩემი გასაღებით გავაღე. სასტუმრო ოთახში, შიშველ მდგომარეობაში მყოფი ბესო აღმოვაჩინე ჩემთვის უცნობ ქალთან ერთად, რომელმაც ბინა ჩემი იქ მისვლისთანავე დატოვა. ბესო ამაზე ძალიან გაბრაზდა, ვიჩხუბეთ. ჯერ სახლიდან მაგდებდა, მაგრამ მერე შემირიგდა, სახლში დარჩენის უფლება მომცა. ბესოს მოკვლა სხვა დროსაც მიფიქრია, როცა მასზე გაბრაზებული ვიყავი, იმ ღამეს, როცა  მივხვდი, რომ  მღალატობდა და მატყუებდა, ჩემი გადაწყვეტილების სისრულელში მოყვანა გადავწყვიტე. ბესო დივანზე იწვა, გვერდიდან მივეპარე და დანა, რომელიც სამზარეულოდან ავიღე, ყელში დავარტყი, შემებრძოლა, გამიძალიანდა, ხელები დამიჭირა, მაგრამ მაინც მოვახერხე დანის კიდევ ერთხელ დარტყმა.  ყელიდან სისხლმა იფეთქა, შემეშინდა, რომ გადარჩეს მომკლავს-მეთქი, ვიფიქრე და თითქმის მომაკვდავს ორჯერ კიდევ დავარტყი.  ამის შემდეგ სახლი დავტოვე. შეშინებული გავიქეცი, კარი გარედან დავკეტე.   გვიან მივხვდი, რომ ბესოს  სახლში ტელეფონი  დამრჩა,  გამთენიისას უკან დავბრუნდი. სასტუმრო ოთახში ცხედარი ვეღარ დავინახე, შემეშინდა, მეგონა გადარჩა, მერე აღმოვაჩინე, რომ ფორთხვით სამზარეულოში გასულიყო და იქ გარდაცვლილიყო. სამზარეულოში სისხლის დიდი გუბე იდგა. მაგიდიდან ავიღე ჩემი ტელეფონი,  მაგრამ  სიჩქარეში ვერ შევნიშნე კოსმეტიკური ჩანთა, რომელიც იქვე, დივანთან ეგდო.“
 სამართალდამცეველებმა საქმე, სწორედ, ამ კოსმეტიკური ჩანთის წყალობით გახსნეს, რომელიც გარდაცვლილი მამაკაცის ახალ მეგობარ ქალს ეკუთვნოდა და იქ მისი პირადობის დამადასტურებელი საბუთებიც იდო. როგორც გამოძიებით დადგინდა, ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მამაკაცთან ერთად  თავზე უცნობი ქალი დაადგა და სკანდალი მოაწყო, სახლიდან გაქცევის დროს ჩანთა  ბინაში დარჩა, სადაც მისვლა მან მეორედ  ვეღარ  გაბედა. სწორედ მისგან გახდა ცნობილი იმ შემთხვევის  დეტალები, რაც მკვლელობამდე ბესო კ-ძის ბინაში მოხდა.                      
სასამართლომ ლიკა ლ-შვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმის მიუხედავად, რომ დაცვის მხარე მისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა მისი მცირეწლოვანი შვილის გამო, სასამართლომ დაცვის მოთხოვნა არ გაიზიარა.      

скачать dle 11.3