კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რის გამო დახვრიტეს „კაგებეს“ ქართველი პოლკოვნიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

არჩევანი

ორმოცდაათიოდე წლის თხელი, მაღალი მამაკაცი დინჯად სცემდა ბოლთას ფარდებჩამოშვებულ ოთახში, აბოლებდა და მშვიდად უსმენდა მეორე მამაკაცს, რომელიც მას პატიმართა დოსიეებსა და საბრალდებო დასკვნებს უკითხავდა. თხელი „კაგებეს“ პოლკოვნიკი ოთარ ხუნდაძე იყო, მეორე კი – გივი კაკაჩია – უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც ამავდროულად, სააპელაციო საქმეები ებარა.
– ვფიქრობ, რომ გეგეშიძის კანდიდატურაზე უნდა შევაჩეროთ არჩევანი, ჩვენი საქმისთვის ის ზედგამოჭრილია და მშვენივრად შეასრულებს „პადსტავკის“ როლს, – უთხრა ხუნდაძემ კაკაჩიას.
– რატომ ფიქრობთ მასე? – იკითხა კაკაჩიამ.
– იმიტომ, ძვირფასო, რომ აშკარაა, გეგეშიძე მანიაკი არაა და მას ეს საქმე კრეტინმა, ჯალათმა „ემვედეს“ გამომძიებლებმა შეტენეს, აწამეს და აღიარებინეს. ხოლო თქვენმა სასამართლომ კი, ეს სიცრუე „გააპრავა“ და მას დახვრეტა გამოუტანა. ამიტომ, გეგეშიძე სულაც არაა საშიში და მას თავისუფლად ავკიდებთ დანაშაულს. მთავარია, რომ მას მანიაკის იარლიყი ადევს და ჩვენ კი, სწორედ, ეს გვჭირდება, – განუმარტა პოლკოვნიკმა მოსამართლეს და დააყოლა, – არჩევანი გაკეთებულია. ჩვენი სამიზნე გეგეშიძეა და ენას კბილი დააჭირე, ძვირფასო, წინ არ გაგექცეს.
– რაზეა ლაპარაკი, ბატონო ოთარ, – აკანკალებული ხმით უთხრა ხუნდაძეს კაკაჩიამ და სახეზე სილურჯემ გადაჰკრა.
36 წლის ომარ გეგეშიძეს დახვრეტა ჰქონდა მისჯილი. მას სამი ცნობილი ადამიანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. მის საქმეში კი ეწერა: „ბრალდებულს აქვს აშკარად გამოხატული მანიაკური სიძულვილი მასზე მდგომარეობით მაღლა მდგომი პერსონების მიმართ და ფარული ზიზღიდან გამომდინარე, მან სადისტური მკვლელობები ჩაიდინა“.
გეგეშიძე პროფესიით იურისტი იყო და ერთ-ერთი მოკლული მაღალჩინოსნის თანაშემწე.  მისი უფროსისა და დანარჩენი ორის  მკვლელობა, სწორედ, მას აჰკიდეს. აწამეს და სიკვდილი მიუსაჯეს.

გაქცევა

1968 წლის 14 მარტს თბილისის ორთაჭალის ციხის ერთადგილიანი საკნიდან, სადაც სიკვდილმისჯილები იყვნენ გამომწყვდეულები, 36 წლის ომარ გეგეშიძე გაუჩინარდა. მასთან ერთად გაქრა ზედამხედველი ერთაოზ კოშაძეც, რომელიც განაწესის მორიგე იყო და გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ, კოშაძემ გააპარა ციხიდან სიკვდილმისჯილი პატიმარი.
უდანაშაულო გეგეშიძე მართლაც კოშაძემ გააპარა ციხიდან. თუმცა, კოშაძეს პოლკოვნიკ ოთარ ხუნდაძის კაცი დაუკავშირდა და ამ საქმეში 200 ათას მანეთს შეჰპირდა. წინასწარ კი, 20 ათასი გადაუხადეს და საქმე გააკეთებინეს. ხოლო, როდესაც კოშაძემ გეგეშიძე ციხიდან გამოიყვანა და ხუნდაძის ხალხს ჩააბარა, გეგეშიძე სხვა მანქანით წაიყვანეს. კოშაძე კი, ერთ კონსპირაციულ ბინაში შეიტყუეს და მოკლეს. შემდეგ გოგირდმჟავაში ჩაადნეს და კანალიზაციას გაატანეს. კონსპირაციულ ბინაში მიყვანილ გეგეშიძეს კი უთხრეს:
– თქვენ უდანაშაულო ხართ. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ – საბჭოთა კავშირში მოქმედი იატაკქვეშა ორგანიზაცია „სამართლიანობის ლიგის“ წევრები და შეძლებისდაგვარად ვიცავთ ყველა უკანონოდ დაჩაგრული ადამიანის სიცოცხლესო.
გეგეშიძემ დიდი მადლობა გადაუხადა თავის გადამრჩენლებს. თუმცა, არ სჯეროდა მათი სიტყვების და ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაც დიდ მზაკვრობას ჰქონდა ადგილი.

ფარული შეთქმულება

სინამდვილეში, „მანიაკი“ გეგეშიძე იმიტომ გააქცია ციხიდან პოლკოვნიკმა ხუნდაძემ, რომ ის ფარული შეთქმულებისთვის გამოეყენებინა, რომელსაც საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის („კაგებე“) ოფიცერთა ერთი ჯგუფი ახორციელებდა. საქმე ის იყო, რომ „კაგებეშნიკთა“ ეს ჯგუფი თანმიმდევრულად ახორციელებდა საბჭოთა პარტიული, სამეურნეო და სამხედრო პირების შანტაჟსა და დისკრედიტაციას, მათი კორუფციულ სქემაში ჩაბმის მიზნით. ამ ჯგუფს განზრახული ჰქონდა თითქმის ყველა საკვანძო პოსტებზე საკუთარი ხალხის დასმა, შემდეგ მათი მართვა, ფულის კეთება და ფარული ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს ჯგუფი, ძირითადად, შანტაჟისა და მოსყიდვის მეთოდებით მოქმედებდა, ხოლო, ვისაც ვერ „მოარჯულებდნენ“, მათ ლიკვიდაციას ან სამუდამოდ მწყობრიდან გამოყვანას (დაინვალიდებას) ახორციელებდნენ. ასეთი მოურჯულებელი იყო თბილისის ერთ-ერთი საკვანძო-სამეურნეო რაიონის რაიკომის  მდივანი იოსებ ქრისტესაშვილი. ეს ახალგაზრდა, ჭკვიანი, მოუსყიდავი და თავდადებული ადამიანი ხინჯად აწვა შეთქმულთა ჯგუფს. ამიტომ გადაწყდა მისი ლიკვიდაცია, მაგრამ ეს საქმე ისე უნდა განხორციელებულიყო, რომ ყველაზე კვალიფიციურ გამომძიებელსაც კი ვერ გაერკვია სიმართლე.  დაგეგმეს, რომ ის „მანიაკის“ მეშვეობით მოეცილებინათ თავიდან, მით უმეტეს, რომ გეგეშიძე ქრისტესაშვილის მეზობელი იყო. საქმე მარტივი იყო – შეთქმულებს ქრისტესაშვილი მისსავე სახლში სადისტურად უნდა მოეკლათ ნაჯახით, რომელზეც გეგეშიძის თითების ანაბეჭდები იქნებოდა. შემდეგ კი, „გაქცეულ მანიაკს“ მდევარი მილიციელი მოკლავდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა...

მაქციები

1968 წლის 2 აპრილს შეთქმულთა კონსპირაციულ ბინაში მყოფმა ომარ გეგეშიძემ გაქცევა მოახერხა. მან „კაგებეს“ ორი თანამშრომელი უზარმაზარი მუშტის ყბაში დარტყმით გამოიყვანა წყობიდან. წყნეთის აგარაკის სხვენიდან ეზოში ჩაძვრა, მანქანა გაიტაცა და გაუჩინარდა. სანამ მას შეთქმულები დაედევნებოდნენ, ისედაც ძებნილი გეგეშიძე უკვე შევჩენკოს ქუჩაზე, საქართველოს „კაგებეს“ შტაბ-ბინაში იმყოფებოდა და პოდპოლკოვნიკ ანტონ სალუქვაძეს ჩვენებას აძლევდა. „კაგებეში“ კი იმიტომ გამოცხადდა, რომ ერთ-ერთ გათიშულ ოპერს პირადობის მოწმობა გადმოუვარდა, „კაგებეს“ ლოგოთი.
უშიშროების გამოცდილი თანამშრომლისთვის გეგეშიძის არასრული ჩვენებაც კი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ გაერკვიათ, თუ რაში იყო საქმე და სასწრაფოდ შექმნილმა ოპერატიულმა ჯგუფმა პოლკოვნიკი ოთარ ხუნდაძე და მისი ხელქვეითები იმავე დღეს აიყვანეს. მოსამართლე კაკაჩიამ კი, საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი.
„კაგებეს“ შეთქმულთა ჯგუფი გაასამართლეს. პოლკოვნიკი ხუნდაძე დახვრიტეს, დანარჩენებს კი, 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გეგეშიძის საქმე კეთილსინდისიერად გამოიძიეს და ის პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლეს.
скачать dle 11.3