კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ადამიანმა, რომელსაც ვენდე, ოჯახი დამანგრევინა, მომატყუა და მარტო დამტოვა



ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს ამბავს საქვეყნოდ დავწერდი, მაგრამ ახლა მინდა, ყველამ გაიგოს, რა შეიძლება გაგიკეთოს ადამიანმა, ვისაც ენდობი და საბოლოოდ, იმდენად მოტყუებული და შეურაცხყოფილი დაგტოვოს, რომ თავის მოკვლაზეც კი იფიქრო. მოკლედ, სამი წლის გათხოვილი ვიყავი. ყოფილმა კურსელებმა შეკრება გადავწყვიტეთ და იქ გავიცანი გუგა – საკმაოდ, სიმპათიური და დახვეწილი მამაკაცი მეჩვენა. რაღაცნაირად მიმიზიდა და დავინტერესდი მისით. ქმარი, რასაკვირველია, მიყვარდა და პატივს ვცემდი, არც მის ღალატზე მიფიქრია, მაგრამ ყველა ამბობდა, შეუფერებელი წყვილი ხართო და ამას მეც ვამჩნევდი. ხალისიანი ტიპაჟი ვარ, მიყვარს გართობა, სეირნობა, მოგზაურობა... ჩემი ქმარი კი, რომ მოვიდოდა სამსახურიდან, წამოწვებოდა ტახტზე და იქ თუ არ მივუტანდი საჭმელს, სამზარეულოშიც არ გამოვიდოდა. მოკლედ, გუგა ჩემი თანაკურსელის ბიძაშვილია და არ გასჭირვებია ჩემი ტელეფონის ნომრის გაგება. სიმართლე გითხრათ, მისი დარეკვა არც გამკვირვებია. ვამჩნევდი, სუფრასთან, როგორი ვნებიანი თვალებით მიყურებდა და არ დაგიმალავთ, მსიამოვნებდა. ქალი ვარ და ალბათ, არ გამამტყუნებთ იმაში, რომ მომწონს, როცა მამაკაცი ყურადღებას მაქცევს, თბილად მექცევა და მანებივრებს. ეს ჩემი ქმრისგან არასდროს მიგრძნია. სულ სერიოზული გამომეტყველებით ზის და სულ, დაღლილია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გუგამ შეხვედრა მთხოვა და მეც დავთანხმდი. იმდენად მესიამოვნა მის გვერდით ყოფნა და საუბარი, სახლში დაბრუნება აღარ მინდოდა. მერე შეხვედრებს მოვუხშირეთ და საბოლოოდ, მის სახლში, საძინებელში ავმოვჩნდი. იმდენად შემიყვარდა, ქმართან დაწოლაც აღარ მინდოდა, სულ მასზე ვფიქრობდი და ეს რომ გავუმხილე, მითხრა: გაშორდი ქმარს, ცოტა პერიოდი გავიდეს, რომ ხალხს საჭორაო არ მივცეთ და მერე ცოლად მოგიყვანო. ალბათ, შვილი რომ მყოლოდა, ქმართან გაშორებას არც ვიფიქრებდი, მაგრამ რა მაკავებდა? მისი სიყვარული გამინელდა და გუგა კი, სიგიჟემდე შემიყვარდა. თან, ისეთი რომანტიკული და თბილი იყო ჩემ მიმართ, ვფიქრობდი, აქამდე სად იყო, ძლივს არ ვიგრძენი ქალად თავი-მეთქი. ისიც არ მინდოდა, გამჟღავნებულიყო, რომ მის გამო ვშორდებოდი ქმარს, ამიტომ მასთან კამათს მოვუხშირე, ვიბუტებოდი, ხშირად ვრჩებოდი დედაჩემთან და საბოლოოდ, გამოვუცხადე: აღარ მინდა შენთან ცხოვრება, აღარ მიყვარხარ-მეთქი. მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და მითხრა: ეჭვი მაქვს, სხვა კაცი დგას ჩვენს შორის და თუ ეს ეჭვი გამართლდა, ჩემთან დაბრუნებაზე არც იოცნებოო. მისგან წამოსულმა, შვებით ამოვუსუნთქე – თავისუფლად ვხვდებოდი გუგას, მასთან ბევრ დროს ვატარებდი. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ჩემს ქმარს არ გამოჰპარვია. დამირეკა და გამლანძღა, სულ კახპა და გათახსირებული ქალი მეძახა. დაახლოებით, ექვსი თვე რომ გავიდა, გუგას ვუთხარი, ჩემმა ქმარმა იცის ჩვენი ამბავი და სანამ ხალხი ჭორაობას დაიწყებს, ცოლად მომიყვანე-მეთქი. მომიბრუნდა და მიპასუხა: ასეც მშვენივრად ვგრძნობთ თავს, სულაც არ არის საჭირო სტატუსის მინიჭება, უბრალოდ, ვიცხოვროთ ევროპულადო. გავშრი, ენა ჩამივარდა და მივხვდი, ეს ის ადამიანი იყო, რომელმაც ქმარს იმის გამო დამაშორა, რომ ცოტა ხანს გართობილიყო ჩემთან. მერე კი, მიმატოვებდა და სხვას მოძებნიდა. რასაკვირველია, იმ დღის მერე, აღარც მინახავს. ქმართანაც თავი შევირცხვინე და ალბათ, ცხოვრების ბოლომდე, ასე მარტო, შერცხვენილი სახელით მომიწევს ყოფნა.
მაიკო, 29 წლის.скачать dle 11.3