კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: მაქვს გრძელი თმა და ბოლოები მეყოფა. რა არის ამის მიზეზი და ამ პრობლემის გადაჭრა თუ შეიძლება?
პასუხი:
გრძელი თმის ძირითადი პრობლემაა - თმის გაყოფილი ბოლოები. ამის მიზეზი შეიძლება, ბევრი რამ გახდეს: არასწორი კვება, თმის გაშრობა და გასწორება ფენის საშუალებით და სხვა. სამწუხაროდ, თუ თმის ბოლოები უკვე გაიყო, მისი პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა, როგორც არ უნდა გპირდებოდნენ თმის კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლები, არ გამოვა. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი თმის შეჭრაა. ბოლოების მდგომარეობის გაუმჯობესება, შეუძლია, განსაკუთრებული, ცხელი მაკრატლით შეჭრას. ამ მეთოდის რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ, თმის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. ასევე, თმის გაყოფილი ბოლოების ნებისმიერი სახის მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად. ამიტომაც, ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო ბოლოებს, არამედ თმის ძირებს. კოსმეტიკური საშუალებები შეარჩიეთ თმის ტიპის მიხედვით. აუცილებელია, კვირაში მინიმუმ ორჯერ, სამკურნალო ნიღბების გაკეთება, რომ თმის ძირებმა საკმარისი რაოდენობის მკვებავი ნივთიერებები მიიღოს. საჭიროა, თმის ძირებზე წაისვათ ის სამკურნალო საშუალებები, რაც თქვენი თმის ტიპს მიესადაგება, თმის ბოლოების გაჯანსაღებისთვის კი, საჭიროა მათზე მცენარეული ზეთის წასმა. ბოლოების გაყოფის თავიდან აცილება შესაძლებელია, თმის სწორი მოვლითაც. არ შეიძლება, სველი თმის დავარცხნა. უმჯობესია, თმები გაიშროთ ბუნებრივად, ფენის გამოყენების გარეშე.
კითხვა: ვყიდულობ თმის საღებავებს, მაგრამ სასურველ ფერს ვერ ვიღებ. რამდენჯერმე გავიღიავე და გავითეთრე თმა, შემდეგ კი დავიდე სასურველი ფერი. ამან, საშინლად გამიფუჭა თმის სტრუქტურა და თავის კანზე ალერგია მომცა. რომელი საშუალება გამოვიყენო თმის სასურველი ფერის მისაღებად?
პასუხი:
თმის შესაღებად, აირჩიეთ ცნობილი ფირმების პროდუქცია. შეიძლება, ის უფრო ძვირია, ვიდრე უცნობი ფირმის საღებავები, მაგრამ შედეგი ამად ღირს. იაფ პროდუქციას შეუძლია, დაგიწვათ თავის კანი, დააზიანოს თმა და გამოიწვიოს ალერგია. კარგი საღებავი კი არა მხოლოდ არ ავნებენ თმებს, არამედ კურნავს კიდეც, აძლიერებენ თმას და მატებს ფერს. რაც შეეხება თმის გაღიავებას, გამათეთრებელი თმიდან ნაწილობრივ აქრობს პიგმენტებს. ამიტომ, თმა იწყებს გაღიავებას ან გაუფერულებას. თუ მათ ზედმეტად გამოიყენებთ, შეიძლება, დაირღვეს თმის სისტემა. ამიტომ, არასდროს გააჩეროთ თმაზე იმ დროზე დიდხანს, რაც მითითებულია ეტიკეტზე. თუ ხართ მყარი საღებავების მოყვარული, თქვენი არჩევანი შეაჩერეთ საღებავზე, რომელსაც ნაკლებად აქვს ამიაკი.  ის არ წვავს თავის კანს. არ დაგავიწყდეთ, რომ შეღებილ თმას ორმაგი მოვლა სჭირდება. ამიტომ, ხშირად წაისვით ბალზამი და აგრეთვე, სამკურნალო ნიღაბი.

скачать dle 11.3