№14 4-დღიანი საგაზაფხულო დიეტა
თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, აქტიურდება ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, რათა მზიან დღეებში სამოსი კარგად მოვირგოთ და უნაკლოდ გამოვიყურებოდეთ. გთავაზობთ, 4-დღიან მარტივ და საკმაოდ ეფექტურ დიეტას, რომელიც საგაზაფხულოდ ფორმაში ჩასადგომად ნამდვილად დაგეხმარებათ. მთავარია, შეეცადოთ, საკვები ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. თუ დიეტას ზედმიწევნით დაიცავთ, 4 დღეში, შესაძლოა, 4 ზედმეტი კილოგრამი წარსულს ჩააბაროთ.
საუზმე: 1 ულუფა „ჰერკულესის“ ფაფა, კარაქისა და შაქრის გარეშე.
სადილი: სალათის ფოთლების, 2 პომიდვრისა და 1 კიტრის სალათა, კამით, მარილითა და ძმარით. ასევე, 1 ნაჭერი უცხიმო და უმარილო ყველი.
სამხარი: ერთი ჭიქა უშაქრო ყავა, ორი ნატეხი შავი შოკოლადი, 1 ცალი მწვანე ვაშლი.
ვახშამი: 1 ჭიქა მაწონი, კეფირი ან ანანასის ნატურალური წვენი.