№15 როგორ გავიკეთოთ მინიმალურ დროში უნაკლო მაკიაჟი და როგორ მოვიცილოთ ის ძილის წინ სწორად
ყველა ქალს არ აქვს ფუფუნება, დიდი დრო დაუთმოს მაკიაჟს და საღამოს, ძილის წინ, მის მოცილებას. ზოგადად, სრულფასოვანი მაკიაჟის გაკეთებას, დაახლოებით, 20-25 წუთი სჭირდება. არსებობს რჩევები, რომელიც დაგემხარებათ, მოკლე დროში უნაკლო მაკიაჟი გაიკეთოთ:
1. იმისათვის, რომ ტონალური კრემი თანაბრად განაწილდეს სახეზე, ჯერ წაისვით დღის დამატენიანებელი კრემი ან სახის ბაზა და დააცადეთ 5 წუთი, სანამ კრემი კარგად შეიწოვება. ამის შემდეგ, უპრობლემოდ შეგიძლიათ, წაისვათ ტონალური კრემი.
2. თუ ძალიან გეჩქარებათ და ვერ ასწრებთ სრულფასოვანი მაკიაჟის გაკეთებას, მაგრამ გინდათ, ფორმაში იყოთ, სახეზე წაისვით მკვებავი კრემი, გადაისვით ტონალური, აიპრიხეთ წამწამები ტუშით, ტუჩზე კი, მბზინავი საცხი წაისვით. ასეთი სადა მაკიაჟით, მიმზიდველი იერი გექნებათ.
3. თუ გეჩქარებათ, თვალზე ჩრდილების გაკეთებას არ გირჩევთ, რადგან მას საკმაო დრო სჭირდება. უბრალოდ, თუ თვალებზე გსურთ აქცენტის გაკეთება, წაისვით ფანქარი და წამწამები ტუშით აიპრიხეთ.
4. იმისათვის, რომ ტუჩის მოხატვაზე დიდი დრო არ დაკარგოთ, გამოიყენეთ ტუჩის მბზინავი საცხი. მის წასასმელად არ დაგჭირდებათ კონტური. გარდა ამისა, გამჭვირვალე საცხი ბუნებრივად გამოიყურება და ტუჩებს უფრო ნაზსა და სექსუალურს ხდის.
თუ ყოველი დღე მაკიაჟით იწყება, ბუნებრივია, საღამოს მისი სწორად მოცილებაც საჭიროა, რათა სახის კანი არ დაზიანდეს. თუ, ძილის წინ მაკიაჟს არ მოიცილებთ, ის კანს გამოაშრობს და ხელს შეუწყობს მის დაბინძურებას, რაც ფერიმჭამელებისა და გამონაყრის პირველი მიზეზია. მაკიაჟის მოცილების შემდეგ კი, აუცილებელია სახის დაბანა. სველი ხელსახოცი ან მაკიაჟის გამწმენდი საკმარისი არ არის, რადგან ის კანს იდეალურად ვერ ასუფთავებს. ასევე, არ შეიძლება ერთი და იგივე ხელსაწმენდით სახის ყველა ნაწილიდან მაკიაჟის მოცილება. ამით ხელს უწყობთ თვალის მაკიაჟის გავრცელებას მთელ სახეზე, შედეგად კი, ჭუჭყიან ფორებს მიიღებთ. გაითვალისწინეთ ეს რჩევა, სახის დაბანამდე.
თუ მაკიაჟს სრულად არ იცილებთ, ესეც საკმაოდ ცუდია. განსაკუთრებით ცუდია, თუ არ ასუფთავებთ კანს თვალის ირგვლივ, ასე შეიძლება, თვალში ინფექციაც მოხვდეს. გასაწმენდად გამოიყენეთ, მხოლოდ თვალისთვის განკუთვნილი, მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებები.
აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე. თუ მხოლოდ BB კრემს ან კორექტორს იყენებთ გასასუფთაველბად, წყალიც საკმარისია, სხვა შემთხვევაში კი, უპირატესობა ცხიმიან გამწმენდს მიანიჭეთ.
ნუ დაიბანთ სახეს ცხელი წყლით. ცხელი წყალი კანს აშრობს. გამოიყენეთ ნელთბილი ან ცივი წყალი და მაკიაჟი კარგად ჩამოიბანეთ.
სწორად შეარჩიეთ გამწმენდის PH დონე. ჯანსაღი კანის PH დონე 4.0-დან 5.5-მდე მერყეობს, ის ეხმარება კანს ბაქტერიებთან ბრძოლაში და უნარჩუნებს ელასტიკურობას. PH დონის შესანარჩუნებლად შეარჩიეთ გამწმენდი სითხე, რომლის PH მაჩვენებელი 3.0-დან 3.5-მდე მერყეობს. დააკვირდით, როდესაც ყიდულობთ – კოსმეტიკურ შეფუთვაზე აუცილებლად ეწერება PH მაჩვენებელი.
არ გამოიყენოთ სახეზე უხეში სკრაბი, მით უმეტეს, ყოველდღიურ ხმარებაში. უხეში სკრაბი, არა მხოლოდ მკვდარ უჯრედებს მოგაცილებთ სახიდან, არამედ სასარგებლო ცხიმსაც, რაც კანის გაღიზიანებას უწყობს ხელს და აშრობს მას. ასევე, ნუ გაიმშრალებთ სახის კანს უხეში პირსახოცით, ეს, დაახლოებივით, იმავეს აკეთებს, რასაც უხეში სკრაბი. დაბანის შემდეგ სახეზე წყალი რბილი პირსახოცით შეიშრეთ.