კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-13(900)


ისტორია ოცდამეჩვიდმეტე
რქიანი ცოლის შურისძიება

(მოქმედი პირები:
ქეთა, ლაშა და ეკა)


– ვერ გავიგე ეს სირი სად გადაიკარგა?! არა! რამე რომ მოსვლოდა, ლანა ასე მშვიდად არ ივლიდა იმ თავის სკოლაში და მისი ქმარიც რომ არ ჩანს?! მაგრამ ეს სულელი ქალი, ვითომც არაფერიო! ან ის ტიპი ვინ იყო – ძალიან გოთვერანი კი ჩანდა?! სად ამოთხარა მარინამ – მარა ეგ ვის არ ამოთხრის?! ან რამ გაახსენა ფული?! ჯერ ამ ჩემს ქმარს ჩემს სახელზე არაფერი გადმოუფორმებია და საიდან მოვუტანო?! თან, თუ უკვე გაგორდა, რა, კოპერფილდი ვარ, ფულები გავაჩინო?! საბანკო ბარათიც დამებლოკა! ვითომ გაიგო რამე?! აბა, ბარათი ვინ დამიბლოკა?! და რა უნდა გაეგო, რო?! საყვარლები მე არ მყავს და, იმ მასაჟისტთან ხახუნის გამო ხომ ვერ გამიბრაზდება?! ჰაჰა! სულ რომ გავიტანო, რაც ამ სახლში ნივთებია, მე მაინც ვერ გავისტუმრებ მაროს ვალს. ხუთი დღე კი გავიდა, მაგრამ უნდა დამაცადოს, თუ არადა პატრონიც მო...ია. ჩემზე მეტი ქაქი მაგას აქვს ნაჭამი! ფული აქეთ მჭირდება! ჰოდა, ახლა ავდგები და რამეს გავყიდი… რით დავიწყო?! – თვალი მოვავლე სახლს და უცებ თავში გენიალურმა იდეამ დამკრა!
სეიფი! როგორ დამავიწყდა?! მარო მჭირდება ისევ! ეგ გამომიგზავნის ვინმეს. მაგრამ რომ მითხრა, არ დამირეკოო?! არ დამირეკო, კაია, აბა, საიდან მოვუცუნცულო ფული?! იმ სეიფში კი შავი ბუღალტერიაა და გავისტუმრებ მაროსაც და თუ ეს ჩემი ქმარი გადარჩა, იმასაც ვუკრავ თავს ციხეში! ჰაჰაჰა – გენიოსა ვარ! გენიოსა! არა, არა, ჯერ არ დავურეკავ, ჯერ მესიჯს მივწერ და მერე დავურეკავ.
ჩემმა გეგმამ გაამართლა.
– ხომ არ გამიბრაზდი, საყვარელო?! ყველაფერი კარგადაა, ტყუილად ნერვიულობდი. მაგრამ შენი დახმარება მჭირდება ისევ. ხომ იცი, უშენოდ არ ვვარგივარ. ერთი საზრიანი ტიპი გამომიგზავნე, სეიფია გასაღები და ჩაგახუტებ იმ შენს წილს ეგრევე! კიი... ფული სეიფში აქვს, აბა?! რაც დროზე, უკეთესია, თავზე არ წამომადგეს უცებ! დაცვას გავაფრთხილებ, ამოუშვას, რა ჰქვია? გურამი?! კაი, იყოს გურამი…
ძალიან აჭრილია ეს ქალი, რაღაც შარში გაება. ესეც ასე: რომ მეთქვა, იქ დოკუმენტებია-მეთქი, იმ ტიპს ეტყოდა, წამოიღეო და დამტოვებდა მე სუფთაზე! ჭკუით უნდა ვაჯობო! ფულზე ვეტყვი, უი, არ ყოფილა-მეთქი და ეგაა. და ვაჟაო, რომ ახსენა იმ მაგის შნირმა, ეგ ვინაა ნეტავ?!
ვინაა და – რამ დამავიწყა?! ვაჟაზე ხომ არ გადავერთო?! აი, ისაა თუა – ჩეჩქივით აქვს ფული! არ გინდა ჩემნაირი ცოლი, ლაშა, გენაცვალე?! ჰოდა, დაგტოვებ მშრალზე და გადავინაცვლებ ვაჟაზე! ისე, რა გაუძლებს იმის წუწუნს, როგორ არ აძლევს ის ქალი! მაგრამ ჯანდაბას – ფულში ვიბანავებ, სამაგიეროდ. თუ კარგად მოიქცევა, იქნებ ამ სირის დოკუმენტებიც კი მივყიდო. ჰაჰა – მაგარი იქნება!
ვაჰ, ეს მარო რა შუსტრია. უცებ არ გაჩითა ტიპი?!
– გურამი, ხომ? აქეთ. აქეთ. რამეს ხომ არ ინებებთ? ყავას? კი ბატონო.
ჩავაცეცხლებ ყავას და ცოტას წავეთამაშები, ემანდ, საბუთები არ მომპაროს.
ყავით ხელდამშვენებული რომ შევედი, სეიფი უკვე ღია იყო და ტიპს გამოელაგებინა კიდეც ყველაფერი, ოღონდ უკმაყოფილო სახე ჰქონდა: მარინამ მითხრა, რომ ფული იქნებოდა?!
– არ არის?! – შევკივლე თეატრალურად და თითქოს წავბარბაცდი, ყავიანი ჭიქაც კი დამივარდა ვითომ და ავქვითინდი: რა წყალში ჩავვარდე ახლა?!
– მე ჩემი საქმე გავაკეთე. ნახვამდის, – წარბიც არ შეუხრია, ისე მითხრა და წავიდა.
გავაცილე ქვითინ-ქვითინით და სეიფს მივვარდი: ყველა ქაღალდი გამოვიღე, არც გადამითვალიერებია, მაინც ვერ გავერკვეოდი და ჩემს ლამაზ თავს ტყუილად ხომ არ დავძაბავდი?! იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ ვისთვის მეთხოვა ამ ქაღალდებში გარკვევა. არადა, ფიქრს რომ ვიწყებ რამეზე, ეგრევე თავი მტკივდება – ვწუხდები. ამიტომ კარზე ზარის ხმა გამიხარდა, ფიქრი შემაწყვეტინა, მაგრამ ვინ უნდა იყოს?!
არ მეცნო კართან მდგომი ან დაცვამ როგორ ამოუშვა ნეტავ?
– ბატონი ლაშა გელოდებათ და მასთან უნდა წაგიყვანოთ.
– ვინ ხარ? არსად წამოსვლას მე არ ვაპირებ!
უცნობმა ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა, ლაპარაკის ხმა ვერ გავიგონე, იმიტომ რომ კარს მოშორდა. ვერც ვხედავდი. მერე კართან რაღაც ფურცელი დატოვა და სანამ წავიდოდა, თქვა: ეს არის მისამართი, თქვენ თვითონ მიდით.
როდესაც დავრწმუნდი, რომ ლიფტში ჩაჯდა და წავიდა, კარი ფრთხილად გავაღე: მივიხედ-მოვიხედე და ფურცელს დავწვდი: მართლაც, მისამართი ეწერა!
გამოჩნდა ეს კვერცხი! მე შენ ამბავს გიზამ, მიმიქარავს, შენმა ცვედანმა სიძემ რომ უქნა შენს დას! ჯერ ეს საბუთები უნდა დავმალო კარგად! მანქანაში დავმალავ! ასე ჯობია. სახლში არ მოეთრიოს, მე რომ არ ვიქნები და არ ნახოს, რომ სეიფი ცარიელია.
ისე გამოვეწყობი, ვერ გასწორდე, რომ დამინახავ! თუ არადა, პირში მოგახლი, ნაბიჭვარო, არაფრად რომ არ უქნიხარ გამჩენს ლოგინში! ისე გიზამ, შენს ცხოვრებაში არ აგიდგეს! – ხმამაღლა ვყვიროდი და მართლა ნაპერწკლები მცვიოდა თვალებიდან. შემეშინდა კიდეც, ხანძარი არ გავაჩინო-მეთქი და ცოტა დავმშვიდი. თან, ვჩქარობდი, იმ ადგილამდე მისვლა დღისით მინდოდა, რა იცი, რა ხდება?! ღამეს კიდევ დღე ჯობია.
თვალი შევავლე საკუთარ გამოსახულებას სარკეში, საბუთები საქაღალდეში ჩავდე და სახლიდან გავედი...
მანქანაში სამალავი მაქვს, ჰოდა, ჩემი საქაღალდეც იქ დავმალე! ტელეფონი რეკავდა, ნომრის დაუნახავადაც მივხვდი, ვინ იქნებოდა: ის ბებერი ბოზი, რა თქმა უნდა! ჩავახველე, რომ საწყალი ხმა მიმეღო, ტირილისგან დაოსებული და ტელეფონს ვუპასუხე: მარო, დავიღუპე, მგონი, მარო... გაუტანია სახლიდან ყველაფერი, დამტოვა ცარიელზე. დავიღუპე... – ისეთი ზლუქუნი ამოვუშვი, მარინას ყურიც გაეხვრიტებოდა, ჩემს დედას ვფიცავარ! ისეთი დამკივლა, რომ უცებ მომიყვანა აზრზე: კაი, მარო. ნუ მიყვირი, ჩემიც მეყოფა... ვიზამ რამეს. ვიცი, რაც მომივა... – ოჰ, ეს ჩათლახი, გოთვერანი დედაკაცი! ვერ ეღირსები ჩემგან ვერაფერს! დამთავრდა! მე კიდევ მისთვის ამ საბუთების გაყიდვიდან აღებული ფულის ნაწილის მიცემა მინდოდა! თუ არ დავაჭერინო შენი თავი, შე წაკლა, მაგასაც ნახავ!
თუმცა იქვე მისი რჩევაც გავიხსენე: ღრმად ვსუნთქავდი, იმიტომ რომ წინ დიდი ბრძოლა მელოდა და ფორმაში უნდა ვყოფილიყავი!..
***
ჰო, ეს სახლი იქნება, მისი ფირმის დაცვა დგას. არა, რა ქალი, ამას ნაღდად კაცი დაევასა! ისე, მე თანახმა ვარ, თუ რამე – იმედია, ვინმე სიმპათიურს შეარჩევდა! მე მოვკვდე, კაცთან ერთად დამიტყდა სტამბოლში, თორემ მე მაგისთვის არაფერი მომიკლია, კიდევ ვინმეს თავი შერჩენოდა?! და იქნებ, სიურპრიზი მომიწყო?! სულ უნდოდა კერძო სახლი... კი, კი, სიურპრიზი მომიწყო ამ სირიკომ, ჰოდა, მიიღებს კანფეტს. აბა?!
მანქანის საყვირს დავაჭირე, რომ ჩემთვის ჭიშკარი გაეღოთ, მაგრამ დაცვა მოვიდა და ჩემდა მოულოდნელად, მითხრა: მანქანა აქ დატოვეთ.
– შენ იცი, მე ვინ ვარ?! – დავუყვირე და ის-ის იყო ასაკივლებლად მოვემზადე, რომ ძალიან მშვიდად მიპასუხა: ვიცი და ამიტომაც, აქვე დააყენეთ მანქანა და შებრძანდით. ბატონი ლაშა გელოდებათ.
სხვა რა გზა იყო... ჯერჯერობით სკანდალი არ ღირდა, თუ არადა, ვინ დამიშლიდა?!
სახლში იმ დაცვის ბიჭმა შემიყვანა და ბუხრის წინ მდგარ სავარძელზე მიმითითა. ოთახიდან რატომღაც არ გადიოდა. ამასობაში, სადღაც ზემოთ კარი გაიღო, ჩემი შემომყოლი ეგრევე გატრიალდა და კიბეზე ლაშაც გამოჩნდა. მაშინვე მივვარდი: ლაშ, ფისო, გული გამიხეთქე, რა არ ვიფიქრე, შენ კი, თურმე, სიურპრიზი მოგიწყვია. ისე მომწონს ეს სახლი! ისე მომწონს! შენ სტამბოლში რომ იყავი, ზუსტად ამაზე ვოცნებობდი! ჩემს გულში იჯექი! – ლაშას კისერზე დავეკიდე, მარჯვენა ხელით თავი დავუჭირე, მარცხენა კი წელს ქვემოთ შარვლის უბისკენ წავიღე. გააჟრჟოლასავით, აი, სველი ბაყაყი რომ შეგეხება, ისე. ორივე ხელი მხრებში მომკიდა და უკან გამწია.
პირველი, რაც გამიკვირდა, იყო რეაქციის სისწრაფე, მეორე – ძალა და მესამე – ზიზღი, რომელსაც არც კი მალავდა.
– აღარ გინდა თამაში. მარო-მარინა, ჯონი-ჯამლეთა, ვალები... მაგრამ აი, ზურასგან რაღა გინდოდა, ეგ ვერ გავიგე... მოკლედ, სანდრო გამოგყვება, მინდობილობა აქვს და დღესვე გავაწერთ ხელს. ხმა! იმავე წუმპეში თუ არ გინდა! გაქრი, თორემ გეგმა „ბეს“ მოვიყვან სისრულეში და უკვე ვეღარავის თხოვნა ვერ გიშველის. და რამე არ მიქარო! ყველაფერი ვიცი. დავაი ახლა, თორემ გავაპანღურებინებ შენს თავს! ხმა არ გაიღო, თორემ განზრახ მკვლელობის მუხლით გახეხინებ, შენს დაქალთან ერთად! – ვუყურებდი და ვერაფრით ვიგებდი, რამ შეცვალა ეს კაცი ასე. ჩემ წინ სულ სხვა ადამიანი იდგა! აქ ქალის ხელი ერია – აშკარად ვიღაც უფრო გაქნილმა ამწაპნა ქმარი. შანსი არაა, ეს თავისით ამდენს ვერ მიხვდებოდა. ისიც იცის, ნეტავ, რომ სეიფი გავხსენი?! დროზე უნდა დავახვიო აქედან. ამის კახპას მერე მოვუვლი. ახლა უნდა გავეცალო. ნეტავ, ვინაა?! ან როდის მოასწრო?! ეგ უჩემოდ არსად დადიოდა?! და არც გამომეპარებოდა – მეც კი ვეკიდე ლამის, იქით ვეტენებოდი, ისეთი მისავათებული მოდიოდა ხოლმე... ფულის გარდა ამას არაფერი ახსოვდა. აქ რაღაც ხდება, მაგრამ გავიგებ. ნეტავ, რა იცის?! ან მარინას ამბავი საიდან გაიგო, ან ჯამლეთა ვინღაა?
– მითვალთვალებდი?! როგორ დაეცი აქამდე?! – მართლა გავბრაზდი! მე წესიერი ადამიანი მეგონა და, თურმე, ჩვეულებრივი ნაგავი ყოფილა.
ლაშა საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას. ტელეფონის ეკრანს უყურებდა: მესიჯი მოუვიდა და მომეჩვენა, რომ დაიძაბა. რაღაც მისწერა საპასუხოდ... ეზოში მანქანა შემოვიდა და ცოტა ხანში სახლის კარიც გაიღო.
– მოვედი! – ქალის ხმა იყო.
მკვეთრად მივტრიალდი და ხელში იმ ქათამი ლანას მეზობელი არ შემრჩა?!
– აი, რატომ არ მოდის აქ ლანა, ამას აგზავნის. რა გქვია, გამახსენე?! – ქალი ხმას არ იღებდა. ვითომ მხოლოდ ლანას ხელის გოგოა?!
– საიდანღაც მეცნობით, – ვუთხარი და დავაშტერდი. კარგი, ჯიშიანი ქალი იყო, ყველაფერი თავის ადგილას ჰქონდა და გამახსენდა! გამახსენდა, საიდანაც მეცნობოდა. ან ეგრევე როგორ ვერ ვიცანი, რომ დავინახე?! რას ვიცნობდი, ერთხელ ისეთი მოკაზმული იყო, ბომჟი გეგონებოდა.
– ვაჟამ იცის, რომ ჩემი ქმრის ხელის გოგო ხართ? – ეს მას ვუთხარი, მაგრამ ლაშას შევხედე. ჩემს ჯერ კიდევ ქმარს სახე არ შეცვლია. იმ ქალმა კი მშვიდად მიპასუხა: დიახ, იცის, სტუმრადაც იყო უკვე, რეკომენდაციაც გამიწია, – და გამიღიმა.
– უკვე მიდიხარ. სანდროს მანქანით წახვალ, – შემახსენა ლაშამ.
– ჩემი მანქანა?!
– შენ მანქანაც გყავს?! როდის იყიდე? – აშკარად ირონიულად მკითხა, ამიტომ მეც აღარ დავინდე:
– შენ გგონია, ეს ნაკლები კახპაა?! საქმეს გიზამს, ფორთხვით მოხვიდე და ბოდიში მომიხადო, ისეთ ანგელოზად მოგეჩვენო. ვაჟა ხომ იხმარა ბოლომდე, დარწმუნებული ვარ, ახლაც ორივეს გხმარობთ.
იმ ახლად გამომცხვარსაც მივუბრუნდი: მოგებარები, გენაცვალე და ცოტა აზრზე მომიყვანე. მეგონა, ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ შენ...
– ლაშა, გთხოვ, – ჩემი ჯერ კიდევ ქმარი, ჰო, ჯერ კიდევ ქმარი იმ ქალის სიტყვაზე უცებ ადგილზე გაქვავდა, მაგრამ მე არ ვჩერდებოდი, გულიც კიდევ უფრო მომეცა და პირიც მოვაღე:
– შენ მაინც მომისვრიდი, დღეს თუ არა, ხვალ, სულ რომ ანგელოზი ვყოფილიყავი. უბრალოდ, მიყენებდი. გაწყობდა ჩემნაირი ცოლი და შენიც რა მიდიოდა?! ცოლიც გყავდა და ბოზიც ერთდროულად – მრავალფეროვანი სექსისთვის. თუ ეგ კიდევ მოგენატრა, როცა გინდა, მოდი და ძველის ხათრით, უარს არ გეტყვი... შენც, ასევე, მიგაგდებს, გენაცვალე: გიხმარს და გადაგაგდებს. ვაჟა არ დაკარგო, როცა ეტყვი, ფინია ძაღლივით ფეხებს დაგიკოცნის, როგორც ყოველთვის, – ვაჟა განზრახ ჩავურთე, იმიტომ რომ ჩემს უკვე ყოფილს ამ სახელის ხსენება აშკარად არ სიამოვნებდა. ჰოდა, ძალიანაც კარგი! აბა, მარტო ჩემზე ხომ არ იქნება გამწარებული?! ერთი იმ დედაკაცსაც მოხვდეს!
– მე წავალ, ბევრი დრო მაინც არ მქონდა. თან, უხერხულია ამ საუბარში უცხო... – სცადა სიტყვის ჩართვა…
– დარჩი, შემოგევლე, რაღა გვაქვს დასამალი?! ან სადაური უცხო შენ ხარ?! ისე, რას იტყვი, ლაშ, ხომ არ გვეცადა სამივეს?! შეგვადარებდი კიდეც და მეც შევაფასებდი, როგორი გემოვნება გაქვს?! მეც მომწონს ეს ქალი, თან, ქალთან სექსი ჯერ არ მქონია და ბარემ მე და შენ, ორივეს, ერთი ქალი გაგვეჟიმა?! პირველი ღამესავით იქნება სამივესთვის?! – დასაკარგი მე უკვე აღარაფერი მქონდა, გასაგები იყო, რომ, რაც მეცვა, იმის გარდა ლაშა დადვანისგან მაინც აღარაფერი მეღირსებოდა, ამიტომ, რაც ენაზე მომადგა, ყველაფერი დავფქვი. თან, ინტუიცია მკარნახობდა, რომ ამ დედაკაცის თანდასწრებით უსაფრთხოდ ვიყავი, ეს კაცი ბუზსაც არ ამიფრენდა.
ორივე დუმდა. ვგიჟდები კეთილშობილებზე, აი, კარგად შეგიძლია, გაიწმინდო მათზე ფეხები. არა, ჩემი, ალბათ, მაინც უკვე ყოფილი ქმარი დიდი კეთილშობილებით ვერ დაიკვეხნიდა, როდის იყო მასეთები ფულს შოულობდნენ?! მაგრამ ამ დედაკაცს აშკარად უმალავდა თავის ბნელ მხარეებს.
– აჰა, ჩემი იდეა არ მოგეწონათ, კაი ბატონო. ის მაინც აღიარე, რომ მაინც მომისროდი?!
– ალბათ, მაგრამ არა ასე ცარიელ-ტარიელს, – მშვიდად კი მიპასუხა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ეს სიმშვიდე ნათამაშები იყო, – თუ ყველაფერი თქვი, სანდრო გელოდება და წადი. დროა.
როდესაც იმ ქალს გვერდით ჩავუარე, მკერდზე შევათვალიერე და ლაშას ვკითხე: ამას ნატურალურად დიდი ძუძუები აქვს თუ ვაჟამ დაიჭირა თადარიგი და მოგიმზადა? ლაშ, შენი საყვარელი ზომა კი დაუყენებია. შეიძლება, ხელი მოვკიდო, ხარისხსა და ზომაში რომ დავრწმუნდე, მე უკეთ ვიცი, რაზე გიდგ...
სიტყვის დამთავრებაც ვერ მოვასწარი, რომ გარეთ გამიძახა. მალევე წამოვდექი, ტანსაცმელი ჩამოვიფერთხე და დაცვას გავძახე: სანდრო რომელი ხარ?
უჩვეულოდ მშვიდად ვიყავი: ლაშას მიმართ სიბრაზეს არ ვგრძნობდი, მე გადავამლაშე, მაგრამ აი, იმ ქალს კი მწარედ ვაგებინებ პასუხს ჩემთვის ცხოვრების წართმევისთვის!

ისტორია ოცდამეთვრამეტე
თეოს გასაჭირი
(მოქმედი პირები:
ისევ თეო და ისევ ზურა)


... ზურა უკვე ელოდებოდა. მათ საყვარელ კუთხეში, ფიკუს ბენჯამენის ფოთლებქვეშ თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ. ახლაც მოეჩვენა, რომ ზურა ხეს აფარებდა დაბნეულ მზერას. წინ მხოლოდ მინერალურის პატარა ბოთლი და ჭიქა ედგა. ეტყობა, ისევ ნაღველმა შეაწუხა, გაიფიქრა თეომ და ის იყო,  ჩვეული კითხვა უნდა დაესვა – ისევ ცხარე ჭამე და „ალკოჰოლი“ მოვატანინოო, რომ ენაზე იკბინა და უხმოდ ჩამოჯდა მეორე სკამის კიდეზე. ზურამ თავი ასწია და თვალებში მიაშტერდა. ოღონდ არც გატოკებულა და არც კრინტი დაუძრავს. არც თეო აპირებდა სიჩუმის დარღვევას. ოფიციანტს ორმაგი „ესპრესო“ სთხოვა, როგორც ყოველთვისო და ცხელი შოკოლადის მოლოდინში ფეხი ფეხზე გადაიდო. ზურას მიაჩერდა და როგორც უცხოს, ათვალიერებდა
ნეტა, რა მოეწონა ამ ტიპის?! დაღლილი სახე, ნაადრევი ნაოჭები თვალების გარშემო (შენ ხომ მოგწონდა ეს ნაოჭები, როცა ზურა იცინოდა?!), თმაში, საფეთქლებთან, ჭაღარა იწყებს გამობრწყინებას; მხრებში მოხრილია და აწოწილი.  ცხვირის ნესტოები, მართალია, კვლავინდებურად ჩამოქანდაკებული და არისტოკრატიული აქვს – ვაჰ, საიდან დაასკვნა, რომ ცხვირის ნესტოები შეიძლება, იყოს არისტოკრატიული?!  თუმცა სახეს მიწისფერი დაჰკრავს და რაღაც არასასიამოვნო ჩრდილი ადევს... მაგრამ ეს ისევ ის ზურაა, ის ზურაა, რომლის ცოლობაზეც ამდენს ოცნებობდა. რომელიც სიგიჟემდე აღელვებდა და რომლის გვერდითაც წრედაკარგული ვნება ცეცხლს უკიდებდა ყოველ ჯერზე...
– მეგონა, აღარც დამიძახებდი... ამდენ ხანს რატომ მალოდინებ? ახლა თითოეული საათი წელიწადივით იწელება...
– უკაცრავად! არ მეგონა, რომ შეგაწუხე ჩემი დუმილით... რა ვიცი, ადრე პირიქით იყო...
– თეო, არ გინდა... მე შენ მჭირდები.
– რა თქმა უნდა! თუ შენ გჭირდები, ეს სულ სხვა საქმეა! აქამდე არ გიფიქრია, იქნებ და, მე არ მჭირდები?! – თეომ თითქოს შორიდან გაიგონა საკუთარი სიტყვები. ახლა ამის დროა?! რეებს ვბადიბუდობ?! რატომ წამოვაყრანტალე ახლა ეს სისულელე?!
– ანუ არ გჭირდები?
– მე ეგ არ მითქვამს და სიტყვებზე ნუ მეკიდები.
– ჰო, მართალია, ახლა კინკლაობის თავი არ მაქვს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ... და, ალბათ, მე შენთან გადმოვალ. სახლიდან წამოვედი. იმ დღესვე. ბავშვებიც არ მინახავს მას მერე. არ შემიძლია! თვალებს ვერ გავუსწორებ...
– ვახ, შენ ისევ შენს ოჯახზე სალაპარაკოდ მოხვედი აქ? მეგონა, ყველაფერი გამოიცვალა და ბოლო-ბოლო მე და შენზე ვისაუბრებდით... ეტყობა, ისევ შემეშალა, – თეო ვერა და ვერ იოკებდა ნერვებს. გაუგებარი ბოღმა და აგრესია იწევდა გულის მხარეს და კისერში უჭერდა. რატომღაც, დიდი სურვილი ჰქონდა, ზურასთვის რამე საშინელი ეთქვა, ეტკინა მისთვის და ზურასგანაც მოესმინა საპასუხო სიავე და სიგლახე. მაგრამ ზურა არ ჰყვებოდა, ხმასაც კი არ იღებდა, მხოლოდ თეოს ხელი ეჭირა და თითებზე ეფერებოდა. როგორ უყვარს თეოს ზურას გრძელი, მოქნილი და ნატიფი თითები! უყვარს? თუ უყვარდა?! ახლა თეო ნაძლევს ჩამოვიდოდა, რომ ამაზე პასუხი არ იცოდა. ეს გაავებული განწყობა უჩრდილავდა ყველა დანარჩენ გრძნობას და ერთი სული ჰქონდა, ზურასთვის პირში მიეხალა რამე საზიზღრობა... რატომ ახლა?! ახლა, როცა გონება კარნახობს, რომ თბილი, აქროლვადი და ფუმფულიკო ფისო უნდა ითამაშოს. რომ ზურაც გზაგასაყარზეა. რომ ის თითქოს და არც არის დარწმუნებული საკუთარი გადაწყვეტილების სისწორესა და რეალობაში. თეო შეიგრძნობდა საყვარელი მამაკაცის დაბნეულობას, ვნებას, ტკივილს, დანაშაულის გრძნობას, მონატრებას – ერთდროულად შვილების, ჩვეული ცხოვრების და თეოს სხეულის მონატრებას... თეომ ზეპირად და თვალდახუჭულმა იცოდა ზურას ყველა მიმიკა, თითოეული ამოსუნთქვის სიხშირე და მათი წინმსწრები ფიქრიც კი... ახლაც გადაშლილი წიგნივით კითხულობდა საყვარლის სახეს და თავს ვერაფერს უხერხებდა. მზად იყო, კისერში მოწოლილი გაავება  გადმოენთხია და ეყურებინა, როგორ დაასამარებდა საკუთარ ოცნებას  – დაერქვას ზურას ცოლის სახელი.
თეო გაკვირვებული ადევნებდა თვალყურს სცენას, რომელშიც თვითონ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ იმავდროულად, განზე მდგომი მაყურებელი, არა, უფრო ზუსტად – დამკვირვებელი იყო. თითქოს სპექტაკლს ესწრებოდა და ახლა ნელ-ნელა აზუსტებდა მიზანსცენებს და რეპლიკების სისწორე-სიხშირეს... ეს როლი, რომელიც ამჟამად აირჩია მისთვის უხილავმა რეჟისორმა, თეოს აგიჟებდა და თან, ინტერესს უღვივებდა. ასეთი თეო თეოსაც კი არ ეცნობოდა. ხოლო ზურა თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. ის მთლიანად იყო ჩაფლული საკუთარ ფიქრებსა და საზრუნავში. ზურა თეოსგან ელოდა მხარდაჭერას და ცდილობდა, გაეგონა ის, რაც მას გადადგმული ნაბიჯის სისწორეში დაარწმუნებდა. რაც მისცემდა საყრდენს, რომ ზუსტად გააკეთა არჩევანი და რომ სიყვარულია უმთავრესი ამ ცხოვრებაში და რომ არც ოჯახი, არც ბიზნესი და შვილებიც კი... მაგრამ ამაში ვერა და ვერ ირწმუნებდა თავს!  და ახლა სჭირდებოდა ზუსტადაც თეოს თანადგომა! თეოს სითბო და ბედნიერი თვალები, რომ მან ეს გადაწყვიტა, რომ ის იქცევა, როგორც ძლიერი, ნამდვილი მამაკაცი... ზურა ელოდებოდა თეოს აღფრთოვანებულ  და ბედნიერ გამომეტყველებას, სიტყვებს, სიყვარულს, მადლიერებას, გაოცებას, ცრემლებს... მაგრამ მის წინ იჯდა უცხო ქალი. გაყინული თითებით და გაავებული თვალებით. ზურამ ხელი გაუშვა თეოს თითებს. გაოცებული მიაშტერდა საყვარლის დაღლილ და მაინც  ლამაზ სახეს. ცდილობდა, ამოეცნო მისი შემდეგი სიტყვა. სიტყვა, რომელიც შემდეგ გზას დაანახვებდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3