კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ცოცხალი რომ დარჩე

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

რაიმონდ ჩანდლერი

​სასტუმრო „უნდერმეიერის“  უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ტომი რეზეკი უკვე ერთი საათის განმავლობაში ბარში იჯდა და თვალს არ აშორებდა ჟღალთმიან ლამაზმანს, რომელიც მწვანე ხავერდის ბალიშებში ჩამჯდარი, თვალებმილულული უსმენდა რადიოს... ტომი წლების განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში, კრიმინალურ განყოფილებაში. დამნაშავეთა სამყარო მას კარგად იცნობდა და კარგი კავშირებიც ჰქონდა, მაგრამ  ორმოცდაერთი წლის ასაკში გაცილებით უსაფრთხო სამსახური აირჩია. სასტუმროს მენეჯმენტი მისით კმაყოფილი იყო – ტომი ყველაფერს აკონტროლებდა  და ყველაფრის საქმის კურსში იყო.  ფხიზლად ადევნებდა თვალს, რომ სასტუმროში ვინმე ისეთი არ შემომძვრალიყო, ვინც არა მხოლოდ სასტუმროს მობინადრეებს შეუქმნიდა პრობლემებს, არამედ სასტუმროს იმიჯსაც.
ქალიშვილმა თავი ასწია და ტომს თავისი ფირუზისფერი თვალები ისე შეანათა, კაცს გული შეუქანდა..
– რა გინდათ, რომ მკითხოთ?
– გუდმენი მოგწონთ? შევნიშნე, რომ ინტერესით უსმენთ.
– არა, მე მოცარტი მირჩევნია, მაგრამ ახლა არჩევნის საშუალება არ მაქვს.
– შეიძლება, გკითხოთ? სასტუმროდან რატომ არ გადიხართ? ვინმეს ემალებით?
– აუცილებელია, რომ ვთქვა? მგონი, არაფერს ვაშავებ.
– მის კრესი, თქვენ უკვე ხუთი დღეა, სასტუმროში ცხოვრობთ და ერთხელაც არ ჩასულხართ არც აუზზე, არც სპორტულ ოთახში. გარეთ ცხვირიც არ გაგიყვიათ, ვერც რესტორანში გხედავენ. მხოლოდ ამ ბარში ზიხართ და ნაღვლიანად უსმენთ მუსიკას... იცით, რომ მეზობელ სასტუმროში ერთი გოგო სტუმრობდა, ზუსტად ასე იქცეოდა... მეხუთე დღეს კი ფანჯრიდან გადახტა. ამან საშინლად იმოქმედა სასტუმროს იმიჯზე. რომ არაფერი ვთქვათ თავად იმ ქალიშვილზე, რომელიც ყველას შეეცოდა. ასე რომ, მის კრესი, გაფრთხილებთ, თავის მოკვლის საშუალებას არ მოგცემთ. თქვენი ნომრის ფანჯრები უკვე დავაგმანინე. თვალს არ მოგაშორებთ.
ქალიშვილმა გაიღმა.
– თვითმკვლელს ვგავარ? რა გქვიათ თქვენ? ტომი... სასიამოვნოა. მე აქ ჩემს მეგობარ მამაკაცს ველოდები. ყოველწუთს შეიძლება ჩამოვიდეს. დიდი ხანია, არ მინახავს და მოლოდინისგან გული მელევა. იცით, როგორი მძიმეა მოლოდინი?
ტომმა თავი დაუქნია და გაუღიმა კიდეც. ქალიშვილში იყო რაღაც ისეთი, რაც მას განუმეორებელ ხიბლს სძენდა, გულგრილს არცერთ მამაკაცს რომ არ ტოვებს.
სასტუმროს ჰოლში გამოსულმა, ადმინისტრატორს შენიშვნა მისცა, ნუ თვლემო და მისკენ მომავალი შვეიცარისკენ მიბრუნდა.
– მეძებდი, მაიკლ?
– მე არა, მისტერ ტომ. გარეთ, მანქანით ვიღაც ტიპები გელოდებიან. ასე თქვეს, გარეთ გამოვიდეს, მისი ძველი ნაცნობები ვართო.
ტომი შეიჭმუხნა.
– კარგი, მაიკლ. ერთ ადამიანს ველიდები. თუ სასტუმროში მამაკაცი მოვა და 114 ნომერში დაბინავებას მოითხოვს, აუცილებლად შემატყობინეთ.
მანქანა მოშორებით იდგა. ფარები აინთო და ჩაქრა. ტომი ადგილიდან არ დაძრულა. მანქანიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა და მისკენ დაიძრა.
– ჯეისი, რა საქმე გაქვს ჩემთან? მე პოლიციიდან წამოვედი და შენისთანებთან საქმე აღარ მაქვს.
– არც ჩვენ გვეხატები გულზე, ტომ, მაგრამ საქმემ მოითხოვა, გვენახე. ჯონი როლემ შემოგითვალა, რომ ვიღაცას მისი ვალი აქვს და უნდა დაუბრუნდეს. მოკლედ აგიხსნი: შენთან, სასტუმროში ჟღალთმიანი ქალიშვილი ცხოვრობს – მის კრესი. მასთან უნდა მოვიდეს მამაკაცი, რომელმაც სამი წლის წინ 200 ათასი დოლარი მოტეხა და გადამალა. მერე დაიჭირეს. ვიცით, რომ ფული თავის შეყვარებულს მიაბარა, რომელსაც  დღეს აქ უნდა შეხვდეს. ქალიშვილი უნდა გამოიყვანო. ეგრევე გაიხსენებს, ფული სად წაიღო. შენ თავისუფალი ხარ. მხოლოდ ქალიშვილი გამოიყვანე გარეთ. უარის შემთხვევაში ჯონი რასაც იზამს, იცი. არ გირჩევ ურჩობას.
ტომმა თავი დაუქნია.
სასტუმროს ჰოლში შესულს შვეიცარმა მოახსენა, რომ ვიღაც უცნობმა მამაკაცმა 114 ნომრის გასაღები მოითხოვა.
ტომმა ადმინისტრატორი მოიხმო.
– ბარში შედი, იქ ქალიშვილი ზის, ყველაფერი გააკეთე, რომ კიდევ დიდხანს იჯდეს. ბარმენს უთხარი, კოქტეილი მიართვას სასტუმროს ხარჯზე. ერთი სიტყვით, ყველაფერი გააკეთეთ,  თავი რომ კარგად იგრძნოს...
– კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა. შიგნიდან ყრუ ხმაური გაიგონა და მამაკაცის ხმამ უხეშად იკითხა..
– ვინ არის?
ტომმა ხმა არ გასცა. კარი თავისი გასაღებით გააღო და შიგნით შევიდა. შავგვრემანი, ახმახი, ახალგაზრდა მამაკაცი ბოროტად მიაჩერდა.
– ვინ ხარ და რა გინდა.
– მოკლედ გეტყვი. მე ვიცი, ვინც ხარ. კლემენს, დაბლა გელოდებიან. თუ  ჩახვალ, მოგკლავენ. ფული უნდათ. შენს შეყვარებულსაც შეექმნება პრობლემები და თანაც, სერიოზული. მე არ ვიცი, ვის ვისი ვალი აქვს, მაგრამ ქალიშვილს რომ რამე დაემართოს, არ მინდა. შანსს გაძლევ. უკანა ეზოში ჩაგიყვან. იქ მანქანაში ჩაჯდები და წახვალ. შტატის საზღვრებს რომ დატოვებ, ერთი კვირა დაიცდი და ფოსტაში წერილს გამოგზავნი ჩემს სახელზე. მერე ვნახოთ, თუ მის კრესის ენდომება თქვენი ნახვა, დავეხმარები.
მამაკაცს ერთი სიტყვა არ უთქვამს. ჩანთა აიღო და ტომის შეხედა
– მართალი ხარ. მათ შეუძლიათ მოკვლა... დოლი უსაფრთხოდ იქნება?
– გპირდებით.
მამაკაცის წასვლიდან 10 წუთში, ვიღაცამ სასტუმროს რეცეპშენში დარეკა და  ტომთან საუბარი მოითხოვა.
– ტომ, შენ შეგეშალა. ჯონი როლე მკვდარია, იმ კაცმა მოკლა, შენ რომ გადაწყვიტე გაგეპარებინა. ის გაგვექცა. ახლა ორი არჩევანი და ნახევარი საათი გაქვს გადაწყვეტილების მისაღებად. ბოსის სისხლის წილ სისხლი უნდა დაიღვაროს – ან ქალიშვილს აიძულებ გარეთ  გამოვიდეს, ან შენ თავად გამოხვალ.
– კარგი, ნახევარ საათში პასუხს მიიღებთ
ტომმა ამოიოხრა. ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით შევიდა ბარში და ქალიშვილს მიუახლოვდა.
– თქვენ ისევ ელოდებით?
– ტომ, როგორი კარგი ადამიანი ხართ. არ დაგავიწყდით. ალბათ, დღესაც არ ჩამოვა. ნომერში ავალ, დავიძინებ.
– მშვენიერი გადაწყვეტილებაა, კარგ გამოძინებას გისურვებთ.
ქალიშვილმა გაუღიმა. ტომიც შეეცადა, მხიარული გამომეტყველება მიეღო.  რეცეპშენის ბიჭს კიდევ ერთხელ შეახსენა თავისი მოვალეობები, გარეთ გავიდა  და  ფარებჩამქრალი ავტომობილისკენ გაემართა...

скачать dle 11.3