№14 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1978 წლის 22 დეკემბერს, დღის 12 საათზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული და თქვენი კოსმიური მისიაა, ისეთი თვისებების შერწყმა ერთმანეთში, როგორებიცაა: აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა. უნდა იყოთ მშვიდობის მტრედი და სადაც შეხვალთ, სახლი იქნება ეს თუ სამსახური, სიმშვიდე, ჰარმონია, სილამაზე და იდილია შეიტანოთ და არა – დეპრესია, აგრესია. ეს თქვენი გამარჯვების ფაქტორია. აუცილებლად უნდა დაეყრდნოთ კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, სამართლიანობას, დიპლომატიას. უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია – ზოგადად, საშუალოა. ქვეყნებიდან კი, თქვენთვის მისაღებია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 21 მაისს, 13 საათსა და 45 წუთზე. მაინტერესებს, რომელი ზოდიაქოს ნიშნით ვარ დაბადებული?
პასუხი: თქვენ კუროს ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ თქვენზე დიდია ტყუპების ზეგავლენა, რადგან 3-4 წუთის შემდეგ თქვენი დაბადების მომენტიდან, მზე გადავიდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში.
კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2005 წლის 24 ივნისს, დილის 6 საათზე. რა არის მისი კოსმიური მისია და რომელი პროფესია აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს მიაღწიოს?
პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გამანაწილებელი. უნდა შექმნას სტაბილური ოჯახური, ნათესაური კავშირი. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია და არა – დეპრესია და აგრესია; უნდა დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საიდუმლო. უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი და ემსახუროს მას. დაიცვას ტრადიციები და ადათ-წესები. უნდა შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება, დაეყრდნოს ოპტიმიზმს, აქტიურობას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია; მედიცინიდან – პედიატრია; პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო სფერო, ავიაცია, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია ან ტურიზმი.
კითხვა: დავიბადე 1970 წლის 21 თებერვალს, დილის 9 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა მუდმივი კავშირი უცხოეთთან. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლებთ იქ ცხოვრებას, ეს სასიკეთოდ წაგადგებათ. სამშობლოში კი, გირჩევთ, იმუშაოთ უცხოურ ფირმაში ან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი უცხოეთთან. ეს თქვენთვის წარმატების მომტანია. ასევე, უნდა იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზაციული თვისებები, მებრძოლი სულისკვეთება. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, იყავით კომუნიკაბელური. ეს ყოველივე თქვენი კოსმიური მისიაც არის და ცხოვრებაში წარმატების მომტანიც.