კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რატომ შეხვდა სტალინს ჰიტლერი საიდუმლოდ

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მავანნი სტალინს ფარული დიპლომატიის წარმოებასა და ჰიტლერთან საიდუმლო კავშირებში სდებენ ბრალს და ამით, თითქოსდა, საბჭოთა ბელადის ვერაგობასა და არაკეთილსინდისიერებას ამტკიცებენ. თუმცა, გასული საუკუნის 30-40-იანი წლები განსაკუთრებულად გამორჩეული იყო ფარული დიპლომატიის კუთხით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ყველა წამყვანი ევროპელი და ოკეანისგაღმელი პოლიტიკოსი მიზანსწრაფულად ეშურებოდნენ ჰიტლერთან ფარულ შეხვედრასა და მასთან გარიგებას. გამონაკლისი არც სტალინი იყო. თუმცა, დანარჩენი თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლების ჰიტლერთან ფარული გარიგება ფიურერის წინაშე გადაულახავი შიშით იყო გამოწვეული, სტალინს საკუთარი, შორსმიმავალი ეშმაკური პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა და ისეთ პოლიტიკურ, მრავალსვლიან პარტიას თამაშობდა, რასაც კოლოსალური ეფექტი უნდა მოეტანა საბჭოეთისა და მისი ბელადისთვის. ცნობილი პოლიტოლოგი, ისტორიის დოქტორი, ათანასე კოგნი წერს: „სტალინის გენიალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ადამიანს მახრჩობელა გველივით შეეძლო, მოედუნებინა თავისი მტრების ყურადღება და შემდეგ მყისეულად გადაესანსლა ისინი. მანამდე კი, საბჭოთა ბელადი კომპლექსურ მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებდა და მომავალი ბრძოლისთვის პლაცდარმს იქმნიდა. ასე დაამარცხა სტალინმა ტროცკი და ტროცკისტები, დანარჩენი ოპოზიცია და ასე მოამზადა პლაცდარმი იმ სანუკვარი მიზნის განსახორციელებლად, რასაც მსოფლიო რევოლუცია ერქვა...“
მსოფლიო რევოლუცია, ანუ მსოფლიო საბჭოთა რესპუბლიკის შექმნა ლენინის იდეა იყო და მას ტროცკიც მხურვალედ უჭერდა მხარს. მიუხედავად იმისა, რომ ლენინსა და ტროცკის ამ საკითხში სადაო პუნქტები ჰქონდათ და თითოეული თავისებურად ხედავდა ამ საკითხის გადაჭრას, პრინციპში, ძირითად საკითხში ერთსულოვნები იყვნენ. ანუ, მათ მიაჩნდათ, რომ ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკა დაუყოვნებლივ უნდა ჩართულიყო მსოფლიო ამბოხის ქარცეცხლში და საკუთარი რევოლუციის ექსპორტი განეხორციელებინა. იმ პერიოდში, განსაკუთრებით კი, ლენინის სიკვდილის შემდეგ, რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა სტალინს. ის ფიქრობდა და საკმაოდ სამართლიანადაც, რომ ახალგაზრდა ქვეყნის მსოფლიო რევოლუციურ ქარცეცხლში შეგდება საბჭოეთის კრახით დასრულდებოდა. ტროცკისთან ძირითადი განხეთქილებაც სწორედ, ამ საკითხზე ჰქონდა და ამის გამო მოხდა მათ შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება, რაც ტროცკის ჯერ ქვეყნიდან გაძევებით, შემდეგ კი ტრაგიკული სიკვდილით დასრულდა.
პოსტხრუშჩოვულ პერიოდში კონსტანტინე სიმონოვი თავის ცნობილ დღიურებში წერდა: „სტალინი გენიოსი იყო და მას ოსტატურად შეეძლო თავისი ჭეშმარიტი გრძნობებისა და ზრახვების დამალვა. იოსებ ბესარიონის ძემ მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ ის აშენებდა სოციალიზმს მხოლოდ ერთ ქვეყანაში – საბჭოეთში. ეს კი მარქსიზმ-ლენინიზმის დოგმების უხეში დარღვევა იყო. სწორედ ამის გამო აკრიტიკებდა მას ტროცკი და მოღალატეობაში სდებდა ბრალს. სტალინმა კი დიდი ინდუსტრიალიზაცია განახორციელა და ახალი ლოზუნგით საბჭოეთი ფეხზე დააყენა – იმ დროს, როცა კაპიტალისტებს ეგონათ, სტალინმა უარი თქვა მსოფლიო რევოლუციაზე, ჩვენ ვერაფერს გვაკლებს და ადვილად გავუმკლავდებითო, „მხურვალე კოლხიდელმა“ (ლენინის მიერ სტალინისთვის შერქმეული სახელი) ისეთი ეშმაკური გზა აირჩია ლენინის იდეის განსახორციელებლად, რომ აზრადაც არ მოსვლიათ კაპიტალისტებს, თუ რაში იყო საქმე...“
სტალინი მომხრე იყო მსოფლიო რევოლუციისა, რაც კაპიტალიზმის განადგურებასა და სოციალისტური წყობის დამყარებას ისახავდა მიზნად.
 ლენინი და ტროცკი ამას პირდაპირი, სამხედრო გზით აპირებდნენ, რაც დამღუპველი აღმოჩნდებოდა საბჭოეთისთვის. სტალინმა კი, ამ გენიალურმა პოლიტიკურმა მოთამაშემ, ჰიტლერი გამოიყენა თავისი იდეის განსახორციელებლად. საბჭოთა ბელადმა სწორად გათვალა, რომ რევანშისტულად განწყობილი ჰიტლერი თითქმის მთელი ევროპის დაპყრობას მოინდომებდა. ამით კი ევროპულ კაპიტალიზმს გაანადგურებდა. შემდეგ კი, სტალინი და საბჭოეთი მოევლინებოდა ევროპას მხსნელად, ჰიტლერს გაანადგურებდა, ევროპას გაათავისუფლებდა და კაპიტალიზმს კი არ აღადგენდა, არამედ სოციალიზმის კულტივირებას მოახდენდა, რაც წარმატებით განხორციელდა კიდეც.
სტალინის დაუძინებელი ოპონენტი იოზეპ ბროს ტიტო წერდა: „სტალინმა ჰიტლერის ევროპულ ტრიუმფს ხელი შეუწყო. შემდეგ ის დაამარცხა თავად დიადი კაპიტალისტების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის დახმარებით და ევროპაში სოციალიზმი დაიმკვიდრა. ეს პოლიტიკური, მრავალსვლიანი კომბინაცია საბჭოთა ბელადს ჯერ კიდევ 1934-1935 წლებში ჰქონდა ჩაფიქრებული და ჩემი აზრით, ეს იყო უგენიალურესი კომბინაცია...“
ყველაფერი 1934 წლის მიწურულს დაიწყო. როგორც მოგვიანებით მოლოტოვი იხსენებდა, სტალინმა ჰიტლერი საიდუმლო შეხვედრაზე დაითანხმა. თავდაპირველად ლაპარაკი იყო შეხვედრაზე ნეიტრალურ ტერიტორიაზე – შვეიცარიაში. თუმცა, სტალინმა მოახერხა და ფაშისტი ფიურერი კისლოვოდსკში ჩამოიყვანა.
მოლოტოვი ყვებოდა: „საიდუმლო შეხვედრა კისლოვოდსკში 1935 წლის 20 აპრილს, ჰიტლერის დაბადების დღეს მოხდა. იმ დღეს ჰიტლერი 46 წლის შესრულდა. ჩემთვის  დღემდე დიდ გამოცანად რჩება, თუ როგორ მოახერხა სტალინმა, რომ ჰიტლერი მის დაბადების დღეზე გერმანიიდან წამოეყვანა და როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ფიურერის იუბილეს გრანდიოზულ აღნიშვნას ბერლინში ჰიტლერის ორეული ესწრებოდა. ორიგინალი კი, ამ დროს კისლოვოდსკში სტალინს ხვდებოდა და დიდ გარანტიებს იღებდა მისგან...“
სავარაუდოა, რომ 1935 წლის 20 აპრილს, გროსმაისტერმა სტალინმა ჰიტლერს წინააღმდეგობის გაუწევლობის გარანტია მისცა, რაც ევროპაში შეჭრისა და მისი დაპყრობის ვიზას ნიშნავდა. თუმცა, თუ რა ძვირად დაუჯდა ეს ჰიტლერსა და კაპიტალისტურ სამყაროს, ამაზე ისტორია მეტყველებს.
скачать dle 11.3